შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიშავე


19-06-2021, 06:43
ავტორი ქეთათო4
ნანახია 9 498

ღამის ორის ნახევარზე, ჩემი ერთადერთი ამოძახილი იყო. ,,ეს რა გამიკეთე დედი?"
შენს დას გადავხედე, გაუნძრევლად იწვა, მაგრძნობინებდა რომ არსებობდა მაგრამ სუნთქვა უჭირდა. ჩვენი თევზი გამახსენდა, ბალუ.. აკვარიუმიდან, რომ ამოიყვანდი და ვეღარ სუნთქავდა, ისე იყო ახლა შენი დაც. გადმომხედა, გამიღიმა, მე დედას რომელმაც ის სიმწარე მანახე ისიც ვერ აღვიქვი, რომ ის ჩემზე ცუდად იყო. მე შენ დაგკარგე, მან შენც და მეც. ხელი ვერ გავიწვდინე, შემრცხვა ჩემი გოგო საფლავში წევს და ამას როგორ მოვეფეროთქო. თითქოს ეს სხვისი იყო და მხოლოდ შენ იყავი...
ფანჯრიდან ისეთი ცივი ნიავი უბერავდა სხეული ამიკანკალდა. ვერ ავდექი, ვერ დავკეტე.. შენ მანდ გცივა და მე აქ მციოდეს რა მოხდა? შემრცხვა დედი.
მეორე დღეს ისევ რვაზე ავდექი, ჩაი მოგიმზადე, ორი კოვზი შაქრით. გვერდით რა თქმა უნდა მურაბა იდგა, ბებოს ხელებით გაკეთებული. არ მოხვედი.. მანდ მივხვდი, რომ შენ დაგკარგე. ვერ წავართვი შენი თავი მხეცს. შენში ჩაბუდებული სიშავე ვერ ამოვიცანი და თავი შემზიზღდა. ,,დედა არ ვარ" გავიფიქრე. შენმა დამ შემომხედა. ახლა, რომ ვფიქრობ თვალებში მიყურებდა და მთელი არსებით ღრიალებდა დედა მეც აქ ვარ, მე მაინც არ გამწიროო. გავწირე.
მეორე დღეს, შენს ოთახში შესულს მისი უგონო სხეული, რომ დამხვდა მეგონა ეძინა. მეორდებოდა...
ჯერ სუნთქვა შემეკრა, მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ბოლოს გავბედე შეხება. ისეთი ცივი იყო...
აღარ მყავდა არც ერთი შვილი. მე დედა არ მერქვა. ერთ შვილს მეორე შევწირე.
ყველაზე ეგოისტი ხარ დედი, რა გაგვიკეთე? შენს დას რა გაუკეთე?
პასუხს ვერ გამცემ, მაგრამ იცოდე შენ ყველაზე ეგოისტი შვილი ხარ, რომელმაც არ იფიქრა ადამიანებზე, რომლებიც მის ზურგს ამაგრებდა.
მე მიყვარხარ დე, მაგრამ შენი დედა მოკალი.

დილის ათზე მეზობლების კივილმა შეძრა იქაურობა.
რა მოხდა? ...
სიშავე გამეფდა...



№1  offline წევრი Life is beautiful

ჯანდაბა, ამეტირა!
ვერ ვიტან ასე რომ ხდება.
მაგრამ ემოციური ვარ.
იცი? რაღაცნაირად ჩემს ტკივილს ეხმიანება.
საშინელებაა ასე.. არ უნდა ხდებოდეს.

ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა? სიკვდილისა და სიშავის თანაკვეთა.
რა სწორი ნათქვამი იყო...
"რა მოხდა? ...
სიშავე გამეფდა..." ❤️
კარგია, ასეთი გამოხატვის უნარი.
ვიცი რომ თითოეული ჩანახატი, გამსუბუქებს და ახალზე გაფიქრებს.❤️♥️

 


№2  offline წევრი ნენეე

ცოტაც და შეგეხები... შევეხები ემოციებს. მადლობა ქეთათო. ❤️
--------------------
ნენე გასვიანი

 


№3  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
ჯანდაბა, ამეტირა!
ვერ ვიტან ასე რომ ხდება.
მაგრამ ემოციური ვარ.
იცი? რაღაცნაირად ჩემს ტკივილს ეხმიანება.
საშინელებაა ასე.. არ უნდა ხდებოდეს.

ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა? სიკვდილისა და სიშავის თანაკვეთა.
რა სწორი ნათქვამი იყო...
"რა მოხდა? ...
სიშავე გამეფდა..." ❤️
კარგია, ასეთი გამოხატვის უნარი.
ვიცი რომ თითოეული ჩანახატი, გამსუბუქებს და ახალზე გაფიქრებს.❤️♥️


ზუსტად. ხანდახან მგონია სულიერი კავშირი გაქვს ჩემთან. ისე ზუსტად ,,ამღწერ" მადლობა დიდი❤️

 


№4  offline წევრი spring flower

ორის ნახევარია და ამას ვკითხულობ, ალბათ აღარც დამეძინება და მეც წერას დავიწყებ ❤️ ძალიან ემოციურია.

 


№5  offline წევრი ქეთათო4

spring flower
ორის ნახევარია და ამას ვკითხულობ, ალბათ აღარც დამეძინება და მეც წერას დავიწყებ ❤️ ძალიან ემოციურია.

ჩემთვისაც ემოციურია თქვენი კომენტარი... დაიწყეთ წერა. დაგეხმარებათ დაიცალოთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent