შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ფიქრები


23-06-2021, 12:38
ავტორი RomOne
ნანახია 969

მე-19 სართულზე მჯომი გოგონა, რომელსაც წითელ თმას, ქარი ოდნავ ურყევდა.. ყველაზე ლამაზი სანახავი იყო, მთელი მისი ცხოვრების სხვა დღეებთან შედარებით.. ემჩნეოდა რაღაც განსხვავებული იპოვნა საკუთარ თავში.. არა სილამაზე, არა თავდაჯერებულობა.. არამედ საკუთარი თავის აღმოჩენა და აღიარება.
მისი ფიქრები, რომელიც სულ რაღაც მიზანს ემსახურებოდა... გზას აცდა და გაიფანტა, როგორც ის ადამიანები, რომლებიც სიმაღლიდან სულ პატარა არსებებად ჩანდნენ და ერთად ქაოსს ქმნიდნენ... მაგრამ ახლა ეს ქაოსიც ელამაზებოდა..
ცდილობდა, მისი წინა დღის მოგონება ღრმად დაეტოვებინა საკუთარ ქვეცნობიერში.. ის ხომ იმდენად ახლოს იყო ზღვასთან, ღამით მის შფოთვას, ზღვის მღელვარება ფარავდა... მას კი, როგორც ყოველთვის, მოსწონდა ჩუმად დგომა და არაფერზე ფიქრი.
მის წინ ჰორიზონტი უსასრულობაში მიდიოდა. მისმა ფიქრებმაც კი გაბედა, თოლიებთან ერთად გადაეფრინათ მის წინ გაშლილი ერთი შეხედვით, დაუსრულებელი სივრცე.
ამაყი იყო მისი გადაწყვეტილებით. და ვერ ხვდებოდა რატომ სურდა მას ან ზოგადად, ადამიანებს, განსაკუთრებულები ყოფილიყვნენ ერთმანეთისთვის.. ყველაფერს აქვს დასაწყისი... საიდან დაიწყო ჩვენი მუდმივი დაუკმაყოფილებლობა და პირველობის მოთხოვნა? შინაგანი დაშლა და გარეგნული სიყალბე?..
ასე ახლოდან თოლია არ ენახა.. შორიდან როგორ მსუბუქი და თავისუფლები ჩანდნენ... ან იქნებ, როდესაც თავისი არეალი დატოვა და ხალხში შეერია, შენობებს შორის, მანაც იგრძნო ადამიანებისგან წამოსული ენერგეტიკა და ხალხის შორიახლოს, ისიც დამძიმდა.
ყველა თავის ადგილს ეძებს? საკუთარი სივრცის მოთხოვნილება აქვთ?
.......
და მაინც, სხვებთან შედარებით, პირდაპირი მნიშვნელობით, მაღლად მდგომი წითური გოგონა, მაინც ლამაზი მეჩვენებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვალებ დახუჭული, ქუთუთოებ დამძიმებული, ღრმად და უცნაურად ისუნქთდა ზღვისპირა ქალაქის ნესტიან ჰაერს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent