უსასრულო მონატრება
ადამიანი ყოველთვის დაწერს იმაზე ვინც უსასრულოდ ენატრება, აგონდება და უყვარს.ვის სიკვდილსაც არ აღიარებს, ვისაც გარდაცვლილად არ თვლის და მაინც ყველაშემთხვევაში ცოცხალ არსებად ჰყავს წარმოდგენილი როგორც უწინ.მხოლოდ ერთი განსხვავებაა,ახლა მას ვეღარ ხედავ, ეხები, ესაუბრები მხოლოდ გრძნობ.აქამდის მეტი იყო ფიზიკური სიახლოვე, მასთან გატარებული დრო, დაუვიწყარი მომენტები რომელიც სულს ავსებდა და გულს აფორიაქებდა.რაც დრო გადის, დღეები სწრაფმავალი,ძლიერი ტალღებივით მიედინება მონატრება და შეგრძნებები უფრო და უფრო იმატებს.დავიწყებას კი არ მიეცემა აწ უკვე მიწას მიბარებული სხეული, არამედ სულ თვალწინ გიდგება, ხედავ, ესაუბრები. შეგრძნება გაქვს ისეთი, სადაცაა მას უნდა მიუახლოვდე, ჩაეხუტო ხმა გააგონო , მოეალერსო მაგრამ ამავე მომენტში რაღაც უცნაურობა ხდება, შენი სიყვარულით სარგებლობს, დაბრმავებული თვალებით და უეცრად მიდის,უკან მოუხედავად,სწრაფად მიდის წინ და წინ ... ფიქრობს ,რომ იმდენად ძლიერ გიყვარს იმ ქვეყნად წასულიც ასე ძლიერ გეყვარება,უსასრულოდ...მარადჟამ... ეძახი მაგრამ არ ესმის,სთხოვ დარჩენას მაგრამ არ გიგონებს... ჯიუტად მიიწევს წინ, თითქოს და იქ იყოს მისი სახლი არადა მის უკან დგას ყველა ის ადამიანი,ოჯახი ვისაც ეკუთვნის, მან უკან მოიტოვა ძვირფასი სახლი რომელსაც თითოეული ოჯახის წევრის სიყვარული ავსებს.უკან მოიტოვა ახალგაზრდობა და ნაადრევად გადაწყვიტა დაბერება, სულით დაბერდა როცა სხეულს ფიზ იკური შესახედაობა, ახალგაზრდობის იერი თან სდევდა. ვარდიც კი ჭკნება, რაც არ უნდა კარგი ჯიშის იყოს, რაც არ უნდა დიდხანს ყვაოდეს, რამდენადაც არ უნდა ზრუნავდე მასზე ერთ დღეს ადრე თუ გვიან მაინც, ჩამოუშვებს დარდითა და ვარამით დამძიმებულ გულს რომელიც დაჭკნება,გაყვითლდება და სუნთქვას შეწყვეტს... ის კი არა, დრო გადის მაგრამ სიზმრებში ისევ ისეთი ტანადი,კოპწია,მოხდენილი მოდის უფრო მეტიც ანგელოზს ჰგავს, თითქოს იქაურობა მოიხდინა და იქ ბედნერიაო. ვინც არ უნდა ნახოს სიზმრად დალანდული აღწერენ როგორც , სილამაზე რომელიც არის მარადიული. ახალ გაფურჩქნულ ვარდს ჰგავს, იმ პატარა ბავშვს ჰგავს სიკეთეს,რომ განასახიერებს.ის მზის სხივია მარადჟამ საყვარელი ადამიანებისთვის,რომ ანათებს. სწორი გზას უჩვენებს მათ,ეხმარება,იქიდან ლოცულობს და ოჯახის წევრებს ძალას,იმედს,რწმენას უნერგავს...გამოიცვალა თუ არა საცხოვრებელი ადგილი,ეწვია თუ არა ზეცას მაშინვე ჩაენერგა სულში ის ძალა რითაც შეუძლია საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა,დაცვა და მათ გვერდში დგომა,შორიდან ყურება და ახლოდან სულიერი მხარდაჭერა. საყვარელი ადამიანების ბედნიერებისგან , მათივე სიხარულისგან, სიკეთისგან იღებს ძალას და იმშვიდებს თავს იმით, რომ თავს დაცულად გრძნობენ,არაფერი უჭირთ,სტკივათ... ყველაზე კარგად მას ესმის ჩვენი...თითოეული ნაბიჯი,სიტყვა,გადაწყვეტილება,ქმედება,ფიქრი... ჩვენ კი მასზე რთულ სიტუაციაში ვართ გვიტოვებს სადარდებელს, ყველგან მის ძიებაში ვართ, ფაქტიურად შეშლილს ვემსგავსებით რადგან არ გვჯერავს ცხოვრების მწარე თამშის, არ გვინდა თამაშში ჩავებათ, რადგან კარგად ვიცით ის,რომ გვეტკინება... შეშლილობის ზღვარიდან გადავდივართ, ახალ ეტაპზე როდესაც უკვე ისეთი ფიქრები გვეხვევა თავს, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე,რომ სხვაც ჩემს მსგავსადაა. სხვამაც დაკარგა,ხელიდან გამოეცალა და მარტოდ მარტო დარჩა... ეს ცხოვრების რთული და მტკივნეული საფეხურია რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გადალახოს, ერთგვარი ეკლებით მოცული საფეხური, რომელიც უნდა გაიარო. ასე,რომ მინდა მოგმართო შენ, არ შეგეშინდეს,ფეხზე მყარად დადექი,ცხოვრება გააგრძელე მის გამო, ის იფიქრე,რომ მას შენ ასეთ მდგომარეობაში მყოფი არ მოეწონებოდი,გაგიბრაზდებოდა.არ მოსწონს შენი სევდა და ნაღველი,არც ის თუ როგორ იტანჯავ საკუთარ თავს დროა, დრო მოვიდა ბნელი ოთახიან გაღწევის, ფანჯრის გაღების და დარაბებს მიღმა ცხოვრების...არ ჩაიკეტო,არ ჩაკეტო საკუთარი თავი, იფიქრე მასზე იმაზე თუ რა გაუხარდებოდა,იცხოვრე მისი ცხოვრებით,გააგრძელე ის რაც მან ვერ მოასწრო...უბრალოდ იმის თქმა მსურს,რომ ის ზეციდან გიყურებს და შენთან ერთად იტანჯება,შენივე შემყურ ასე,რომ განიცდი და დარდობ მასზე არადა, იქ უკეთ გრძნობს თავს,მან თავისი სამყარო იპოვა დროა ამას შეეგუო და თვალი გაუსწორო რეალობას სანამ გვიანი არ არის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.