შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ბიჭია რა...


27-07-2021, 20:47
ავტორი იისფერიი
ნანახია 1 135

ერთი ბიჭია რა, ლამაზი თვალები და საოცრად თბილი ღიმილი აქვს. მის ერთ მტევანში ჩემი ორივე ხელი ეტევა და ამაზე ორივეს გვეცინება. ჩემი ციცქნა ხარო, ასე მეუბნება.
მგონი ცოტა გიჟია, ყველა წუთს მეუბნება უზომოდ მიყვარხარო.
მეც მაგიჟებს...
ჩემს ციცქნა სახეს თავის ხელებში მოიქცევს და საათობით შეუძლია ასე იჯდეს და სახეგაბადრული მიყუროს.
შეუძლია ღამით დამირეკოს, მკითხოს, ცოლად ხომ აუცილებლად გამომყვებიო და მერე ძილი შეიბრუნოს, ძილისპირულივით ტკბილად ჩაესმის ჩემი - კი.
მიჩემებს კი არა მისაკუთრებს და ამას ისე სხვანაირად აკეთებს, შეუძლებელია გვერდი აუარო და სიამოვნების ტალღამ არ დაგიაროს.
ჰო, ერთი ბიჭია რა, განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივად დადის, ლაპარაკობს, იცინის, სუნთქავს, უბრალოდ მასთან ჩახუტების დროს სამყარო ჩერდება, ჩუმდება და ერთ პატარა კაფსულაში მხოლოდ ჩვენ ვრჩებით.
ჰო, ერთი ბიჭია რა, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ სამყაროში საუკეთესო არომატი აქვს და ყველაზე ტკბილი კოცნა იცის. მსოფლიოში ყველაზე განსხვავებულად გამოხატავს თავის სათქმელს, თვალებით მელაპარაკება და მაგიჟებს.
ჰო, ერთი ბიჭია რა, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ჩემი მზე მისი თვალებიდან ამოდის.
ერთი ბიჭია რა, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ სიგიჟემდე მიყვარს.



№1  offline წევრი Life is beautiful

ცუდად არ გაიგო, ისე გამეცინა. ისე გემრიელად კარგ, გემრიელ ანეგდოტს რომ გეტყვიან. "ერთი ბიჭია, რა..." და იმდენი რამე შეუძლია, მემგონი მთვარეზეც მიფრინავს, რაკეტის გარეშე.
ისე უბრალოდ, არის და თან ყველაფერი.
))
შენ გაიხარე. კიდევ დაწერე ასეთები. ♥️

 


№2  offline წევრი ჰაიკო

რა თბილი რაღაც დაგიწერია..
ყოჩაღ.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent