მამუკა ბჟალავას ...
გამარჯობა! შესაძლებელია ქვემოთაღნიშნული არ შეესაბამებოდეს ჩანახატს მაგრამ მინდა გაოგცეთ ის გრძნობები რასაც ახლა ვგრძნობ. ერთი ბიჭია, ქუთაისში ცხოვრობს, უნივერსიტეტში მე-3 კურსზეა, საკმაოდ წარჩინებული. არც კი იცის სიყვარული რაარის, გამოუცდელია ამ საკითხში. გოგოს თუჩებიც კი არ უგემია, გაგეცინებათ სულელი ხარო, ამ ხელა არის და როგორ გოგოს არ შეხებიაო მაგრამ დიახ, არის მასში რაღაც რაც ვერ ამოვხსენი. ასეთი განსხვავებულად გამაცნო თავი და მერე დავრწმუნდი კიდეც რომ ნამდვილად ასეა. ზოგადად მეამიტი გოგო არ ვარ, ძალიან რთული ხასიათი მაქვს, არ მყვარს თავის ქება, მაგრამ საკმაოდ ლამაზი გოგო ვარ, ხშირად ვსაუბრობთ, ძალიან ხუმარაა სულ იცინის და სულ ხუმრობს. ყოველთვის ვიცინით როცა ვსაუბრობთ. არ არის სხვებისავით, რომ ცდილობენ გოგოებს მოაწონონ თავი. ის უბრალოა... არის ის რაც ნამდვილად არის და არ ცდილობს ილუხიების შექმნას. ნამდვილად ვაფასებ მას როგორც ადამიანს, იმდენად ჩამოგვიყალიბდა განსხვავებული ურთიერთობა, რომ არანაირი მორიდება არსებობს ჩვენს შორის, გარკვეული ფარგლებს გარეთ. შესაძლოა ეს ნაწერიც მოხვდეს მასთან, არ ვიცი... და თუ მოხვდა ვიცი, რომ რთული არ იქნება მისთვის ამის გაგება. უბრალოდ მინდოდა, რომ აქ დამეწერა რადგან ისეთი მეგობრები არ მყავს, ვისთანაც შეიძლება ამაზე ვისაუბრო. სწორედ ამიტომ ვწერ აქ, ასე ფარულად, რადგან მინდა ბოლოსდაბოლოს ამოვისუნთქო. თუ ვინმე მიხვდება ვისაც ეძღვნება ეს, იმედიმაქვს დაუყონებლივ გადასცემს მას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.