დედამიწის შემდეგ
აი ასე ... როგორი იყო? ბედნიერი... უბედურუ... ტკბილიი... არ ვიცი იქნებ დაფიქრებაც მჭირდება... რაღაცები მავიწყდება ?! ან არც მავიწყდება ... არ ვიცი ვცხოვრობდი დედამიწაზე, როგორც სხვები და როგორც ის. მერე? მერე ასე მოხდა... აქ აღმოვჩნდი. ერთ- ერთ რესტორანში გავიცანი, სრულიად მარტივად. ის შემოვიდა და შემოიტანა სინათლე, მე ვიდექი და ვისრუტავდი ამ სინათლეს. შემდეგ ყავა შევთავაზე ისიც დამთანხმდა. ყოველ დღე ანათებდა და მეც მათბობდა, როგორც მზე. ალბათ ახლაც ანათებს... რამოდენიმე დღეში შემიყვარდა. შემიყვარდა! როგორი ძნელი იყო მისთვის მეთქვა, სულ ერთი კვირა მიცნობდა, როგორ მეთქვა მიყვარხარ? გავბედე ! სასეირნოდ გამომყვა, ყვავილი ვაჩუქე ! მეჩხუბა... სხვას ვერ დავუთმობ შენ თავსთქო ! არ დაუთმოო! პირველად ჩამეხუტა... ვერ მოვითმინე გავისისხლხორცე! მერე ? მერე არ მახსოვს . რამდენი წელი გავიდა ნეტა? დიდიხანია ველი. ყველაზე რთული ეს ყოფილა, დედამიწის შემდეგ... ლოდინი, ძებნა,სიარული, ყოველდღიური ხალხში კითხვები, ხომარ გინახავთ? პასუხად "არა" ის ისეთი ნაზი, ნარნარა იყო. მასთან მივდიოდი იმ საღამოს. სიხარულის საზღვრების გარეშე, არაფერზე ვდარდობდი, ვიცოდი, მასაც ვუყვარდი ,ვიცოდი დამთანხმდებოდა, ვიცოდი გავახარებდი... ბეჭედი მივაწოდე! ატირდა !!! უკანასკნელად მისი ცრემლები დავინახე. იარაღის ხმა,მისი კივილი, მისი სასოწარკვეთილი ხმა... გადმოვსახლდი! დედამიწის გარეთ აღმოვჩნდი. ველოდები... ველოდები... წლები გავიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.