შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენატრები

3-08-2021, 00:11
ავტორი Life is beautiful
ნანახია 10 413

მომენატრე...
რა დრო გავიდა - არა?!
ახლა ფანჯარასთან ვზივარ, მთვარე და ლამპის შუქი მინათებს ღამეს, მაგრამ იცი, ჩემთან როდის დაღამდა?! - შენ რომ წახვედი, აი ზუსტად მაშინ დაღამდა, არადა სიბნელის მეშინოდა, ახლა კი, ჰაჰ..
ახლა, სინათლის მეშინია, სინათლეს სიცივე მოაქვს, რადგან როცა მზეა, მთელი ღამის ნაშფოთალი ვიღვიძებ, ოფლით გაწუწული, ოდნავ ნიავზეც მცივდება, შენ კი..
ჯანდაბა.. შენ ვერ გამათბობ, ალბათ შენც გცივა.
მომენატრე...
ისე როგორც, არასდროს არავინ, თურმე აქამდე არ მომნატრებია.
დღემდე მეგონა სიყვარულზე დიდი არ არსებობდა და არც იარსებებდა, სამყაროში რამე უფრო ძლიერი. ამ წუთს კი მეცინება, სიყვარული არაფერია...
აქამდე მეგონა, მავსებდა - თურმე ვცდებოდი.
მიყვარდი, მაგრამ გიღალატე..
არა, არა! მეშლება შენ - კი არა, მე ჩემს თავს ვუღალატე. არ მიყვარხარ, ისე ძლიერ არ მიყვარხარ, როგორც მენატრები!

"გეხვეწებოდი, წლების წინ გთხოვდი
- გთხოვ წამიყვანე, ტანჯვაა, შენს გარეშე..
ამ წამს, არ მინდა, მართლა არ მინდა..
ხარ მანდ უჩემოდ და ითარეშე! "

გაინტერესებს, ხომ რატომ აღარ მომიწევს შენსკენ გული?!
მერე, მონატრება გამიქრება.
რომ დავფიქრდი, არ მენატრები...
უფრო მაკლიხარ, მწყურიხარ, როგორც უდაბნოში მოხეტიალე დავრიშსს წყალი.
მგონია ოაზისი ხარ, შუაგულ საჰარაში, სადაც გზა, მირაჟია და ქარის ყოველ დაბერვაზე ფორმას იცვლის. არადა გზა, რა მოკლეა...
თავბრუ მეხვევა, უკვე დაიწყო.
მაინტერესებს, გიფართხალებს გაქვავებული გული ახლა?!
მე არა - პირიქით. ნელ-ნელა სუსტად ფეთქავს და ალბათ...
ჩუ! არავის უთხრა!
გეშინია?! - გეშინოდეს!
რას ვაკეთებ?! - ჩუ, არ უთხრა არავის!
გადასხმას ვიკეთებდი, შემთხვევით ნემსი ვენაში ჩემატყდა, ერთი ლიტრი, ამის დაწერას შევალიე...
რატომ ვაკეთებ?! - ჰო, ვაკეთებ! ამბობენ თვითმკვლელი, საყვარელ ადამიანთან არ ხვდებაო. ხოდა გაიგებ! შენც გეცოდინება მონატრება, მე უკვე შევეჩვიე, ამის გარეშე არაფერი წარმომიდგენია...
შენი დედაც... ლორია, ვინ თქვა: "გარდაცვლილს ცუდად არ მოიხსენიებენო?!"...
აი ახლოსაა, შენც ასე გრძნობდი?! შემცივდა, მაგრამ ჩემთვის სითბოა უცხო!
მსიამოვნებს კიდევაც, ვეღარ ვწერ..
კარგად ჩემო სიყვარულო, ტკივილამდე მონატრებას გისურვებ.
მენატრები!

№1 სტუმარი Ana-maria

ჩემი აცრემლება ნამდვილად გამოგივიდათ. თავიდან ვფიქრობდი შეყვარებულის მონატრებაზე იყო ჩანახატი. შემდეგ მივხვდი და გული მეტკინა. ყოველთვის ვამბობ,ცოცხალი ადამიანის საშველი ყოველთვის არის,მაგრამ ეს მონატრება ნამდვილად უსაშველოა. კარგი იყო,ჩემს ცრემლებად ღირდა

№2  offline წევრი Life is beautiful

Ana-maria
ჩემი აცრემლება ნამდვილად გამოგივიდათ. თავიდან ვფიქრობდი შეყვარებულის მონატრებაზე იყო ჩანახატი. შემდეგ მივხვდი და გული მეტკინა. ყოველთვის ვამბობ,ცოცხალი ადამიანის საშველი ყოველთვის არის,მაგრამ ეს მონატრება ნამდვილად უსაშველოა. კარგი იყო,ჩემს ცრემლებად ღირდა

არა შენს ცრემლებლად არაფერი არ ღირს!
ცრემლებად მხოლოდ, ბედნიერი მომენტები ღირს.
kissing_closed_eyes
მაგრამ რადგან ძლიერი გრძნობა გამოიწვია, ეს მახარებს. heart_eyes
რაც შეეხება, შეყვარებულის მონატრებას, დიდწილად...
მაგრამ.. მიხვდი, რასაც გულისხმობდა. pensive
მემგონი, დამიბრუნდა ძველი მუზა...
იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. smile
შენი კი მადლიერი ვარ, რომ ასე ნაზად და სათუთად უდგები ყველაფერს
kissing_heart
მადლობა, აზრის გაზიარებისთვის ❤️
სულ სხვა ეფექტი აქვს, განსაკუთრებით მაშინ როცა ვინმეს მოსწონს. blush

№3  offline წევრი კამე

Cudia roca vinme gvgalatobs an chven mat . Imedebs vucruebt ertmanets da mere sxvebsac znelad vendobit...
Tu adamians ar ende mashin ra azri aqvs mastan yopnas.
Magram roca ggalatoben bevrjer pation es shen gamodixar uwkuo.

№4  offline წევრი Life is beautiful

კამე
Cudia roca vinme gvgalatobs an chven mat . Imedebs vucruebt ertmanets da mere sxvebsac znelad vendobit...
Tu adamians ar ende mashin ra azri aqvs mastan yopnas.
Magram roca ggalatoben bevrjer pation es shen gamodixar uwkuo.

Madlob რომ აზრი გამოთქვი კამელია❤️

№5  offline წევრი Chocolate from White Hell

მართალია..მონატრება, იმაზე დიდი გრძნობაა, ვიდრე შეიძლება სიყვარული იყოს.

არ ვიცი, შესაძლოა, აზრი ორად გაიხლიჩოს, მაგრამ როცა გიყვარს, სულ სხვაა, მაგრამ როცა სიგიჟემდე გენატრება, ვერ ეხები და ვერ უახლოვდები, ეს კიდევ სულ სხვაა.
ამ დროს, მართლა ელეთ-მელეთი გემართება და ყველა ადამიანში, მის დანახვას ცდილობ..

ეს შენ ხარ. ისევ გიპოვე.
ნუ იკარგები ხოლმე და ნუ მაძლევ იმის ფიქრის ნებას, რომ თითქოს არ იცი როგორ და რანაირად უნდა თქვა სათქმელი.

იმ დღესვე წავიკითხე, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ და რა მეთქვა.
სითბო, სიმშვიდე და ნეტარება ბრუნდება შენს ჩანახატებში რასაც მეც ვგრძნობ და არა მარტო მე..

მიხარია, შენი გამობრწყინებები და მიხარიხარ შენ❤️

№6 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

Chocolate from White Hell

რადგან პაროლი არ მახსოვს , რადგან ის რომლითაც აქამდე ვიყავი "ტექნოლოგია", ეხლა მარილზეა გასული და შაქარს ჭამს , ამ სტუმრის სტატუსით გპასუხობ...
შენ იცი, ამ ტექსტის ადრესატი... "ადამიანი , ადამიანისთვის დღეა..." მართალია გურამ დოჩანაშვილი, იქ ზევით , მე ვქმნიდი წერილს , რომელიც უკვე დაწერილი მქონდა "დღისთვის".
არავისთვის ვყოფილვარ "დღე". არც მინდა, რადგან მე მყავს ჩემი "დღე" და არ მინდა , მასთან ბრწყინვალება დავკარგო, ყუნდაც არ იცოდეს , რომ ბრწყინავს. ))
მიაღწია იქამდე , მიხარია...
მართალია აქამდე უნდა გაეგო, მაგრამ ხომ იცი ,"სჯობს გვიან.."
შენ ალბათ ,იმიტომ გაიგე უფრო , რომ მართალი იყო , ყველა სიტყვა...
)))
რეალობიდან აღებული, ვიღაც ვერ გაიგებს, ზოგი გაიგებს , მაგრამ საიდუმლო , საიდუმლოდ დარჩება...
მე? ჯერ ვეძებ. არ მოსულა, მხოლოდ წამიერი გაელვება, ისიც თავისუფალი თვალსაწიერი გამო , მაგრამ ეხლა , ეხლა ბევრი რამ შეიცვალა, იმაზე მეტი ვიდრე წარმოდგენაში მქონდა, ხოდა ვნახოთ , როდის გაელვებს კი არა, როდის გაანათებს...
)))
მზე და ღიმილი მეგობარო. )

პს. ტექნოლოჯის რაც შეეხება, პრინციპში მთლად მარილზე არაა, ნაწილობრივ. :დ
უფრო სხვასთან, სხვის ხელში.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent