მონატრება
მომენატრე ტირილამდე მომენატრე ყვირილამდე მომენატრე ცრემლის ღვრამდე ტკივილამდე სულის სვლამდე სიცოცხლიდან სიკვდილამდე მომენატრე სიცივემდე გაყინვამდე წლიდან წლამდე წარსულიდან მომავლამდე თურმე როგორ მყვარებიხარ არ ვიცოდი, არ მეგონა მე მიყვარხარ სულით სვლამდე გულით თქმამდე თვალით სმამდე ციდან ცამდე მეცხრე ცამდე მზის და მთვარის იქით, სადმე. სულიერად, გულიერად, წამიერად,წუთიერად გნატრობდი და ვოცნებობდი მზის ჩასვლიან ამოსვლამდე რიჟრაჟიდან ბინდებამდე ყვირილიდან ტირილამდე ჩურჩულიდან ხმაურამდე სიცილიდან ტკივილამდე სიყვარულით სიკვდილამდე მე მოგიძღვნი ლამაზ ვარდებს მე მოგიძღვნი ქვეყნად რამდენ მოოქროვილ ვერცხლის ტალღებს. მზის სხივებით აჭრელებულს განთიადზე აელვებულს ნატვრის ზღვამდე დაეჭვებულს სიყვარულის კოცნის კრებულს. მენატრები, მელანდები იცი როგორ მენატრები?! და რომ გნახავ არ შეშინდე ჩაგეკვრები, ჩაგეფსკვნები სულიერად ჩაგადნები. ჩემო სუნთქვის საშუალებავ ტკივილამდე მენატრები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.