შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Silhouettes in the city


7-08-2021, 00:19
ავტორი Frigga
ნანახია 9 578

წუთების უაზრო ცვეთა და ქალაქის ქუჩებში ხეტიალი ჩვევად გექცევა და მიხვდები, რომ სადღაც შენც ყველაზე ბნელი აჩრდილი ხარ, შენობებს შორის გზააბნეული დაეხეტები და საკუთარი შეშლილი სახის ხარჯზე იშორებ ყველა სულიერს, მათთვის ხომ ცოტაც საკმარისია, რომ უბრალოდ გაგეცალონ და დაგტოვონ მარტო მტვრის და ასფალტის სუნთან.. ეს სუნი კანში გაქვს გამჯდარი, ისე შეეჩვიე, რომ უკვე ვეღარ გრძნობ მასსა და სისუფთავეს შორის განსხვავებას, სილუეტები კი არ ჩერდებიან, მიდი-მოდიან, უაზრო, არაფრის მთქმელი ემოციები და გრძნობები შენში და სხვებში იკრიბებიან, ოღონდ რა თქმა უნდა ირევიან, ისე, რომ გგონია ცოტაც და აფეთქდები, ნაბიჯებს მაინც არ აჩერებ, გაბრუებული, დაცილილი, აჩრდილი მიუყვები სავალ ბილიკს, სილუეტები მოდიან, მოდიან და გადიან შენს უბადრუკ სხეულს, მასში იჭრებიან, საკუთარ აზრს ტოვებენ და გტოვებენ, როგორც გაკვეთილის შემდეგ დასვრილ დაფას ტოვებენ ბავშვები, შენ არ ჩერდები, მიდიხარ, დაღლასაც ვერ გრძნობ, ფიქრებში გართულს ომები და სევდაც კი გართობს, მიდიხარ და მიგაქვს ფერთა გამა კანით, თითოეულმა აჩრდილმა ხომ დაგიტოვა ხარკით.
ჰაერის დამძიმებას გრძნობ, თითქს ფილტვები გევსება, შიშს, ზიზღს, სიხარულს, სვდას, ყველას ერთად გრძნობ, ჩერდები, წამში თითქოს ბრუნდები, აზრზე მოდიხარ და იბნევი, ხვდები ბევრი გამოიარე, ბევრმა და ზედმეტმა ხეტიალმა დაგღალა, ზედმეტად ბევრი აჩრდილი შეგხვდა და მათი ფიქრების სიმძიმეს იგრძნობ, ღმერთო რა მძიმეა ხანდახან და ხვდები, რომ ყველა მათგანმა დატოვა რაღაც, რაც უნდა გადაგეგდო, მაგრამ დაგენანა, ხვდები, რომ ყველა მათგანს არ უნდა შემოევლო ბილიკზე, სადაც შენ დგახარ, მაგრამ მძიმე სხეულმა იმდენად დაგღალა, რომ რომც შეგეძლოს უკან ვერ დაბრუნდები.. დამძიმებული აჩრდილი ხარ აჩრდილებს შორის, ქალაქის ქუჩებს ანადგურებს შენი ფიქრები, უაზროდ როცა დადიხა ამდენს ზუსტად ხვდები, რამდენი შენი აჩრდილია დედამიწაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent