შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კეთრით დაავადებული


21-08-2021, 20:24
ავტორი სალისალომე
ნანახია 659

ქუჩაში შემხვედრი მათხოვარი, გაჭირვებული ან (კეთრით) დაავადებული ადამიანი,ვისაც რაღაც ძალიან უჭირს არის ყველა ჩვენთაგანის სულის სარკე...

ის სულის სარკე,რომელშიც ჩახედვა ხშირად გვავიწყდება,ის სარკე რომელიც გასაწმენდია და არ ჩანს შინაგანი მდგომარეობა,იმდენად დასახიჩრებული,განადგურებული,ფერწასული და დაფლეთილი... ასეთნი ვართ...ჩვენი,რეალური "ადამიანი" ლპობითი არსებაა რომლის დანახვაც არ გვსურს,ასეთ "დაავადებულ" საკუთარ თავს გავურბივართ,მისგან ძალიან,ძალიან შორს გავრბივართ.

აი,რამდენად მშიშრები ვართ...
საკუთარი თავების მტრები და მოშიშენიც ჩვენ ვართ.ნახევრად ანგელოზის სახით აღჭურვილნი,როცა ჟამი დადგება დაძაბულობისა მტრის ნიღაბს ვირგებთ და ვირთულებთ ხოლმე ცხოვრებას.მერმე, ვამბობთ -რატომ? რისთვის?

ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან ვიცით ვინც არის დამნაშავე, ისევ ჩვენ და ამჯერზედ ვჩუმდებით,აღარ ვაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ სხვა არის დამნაშავე მას ვაგებინებთ პასუხს,ვაიძულებთ სიმართლის აღიარებას. რა საცოდავნი ვართ,როცა არ შეგვიძლია საკუთარი შეცდომების, ცოდვების აღიარება,დანახვა და მით უფრო გამოსყიდვა,გამოსწორება და სულის გასუფთავება.ათასში ერთის სულში თუ იქნება სინათლე, შესაძლოა ათასივე კარგი ადამიანი იყოს მაგრამ,არა იმდენად კარგი/ძლიერი, რომ ყველა სირთულეს,ცხოვრებისგან ბოძებულ გამოცდებს გაუძლოს.გაივლიან ბეწვის ხიდს, დაკარგავენ წონასწორობას და იმ წამში უკან იხევენ.ისევ დასაწყისს უბრუნდებიან და დასასრულამდე ვერ აღწევენ,ვერ გადადიან ახალ საფეხურზე რომელსაც პიროვნული ზრდა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ჰქვია.

ჩვენთვითონვე ვისუსტებთ საკუთარ თავებს და ვჭრით ამა თუ იმ გამოცდაში.მერმე კი გვიკვირს,ძალიან გვიკვირს და ისიც არ ვიცით, ეს რატომ ხდება ან სად დავუშვით შეცდომა.როგორც ვთქვი, საკუთარ შეცდომებს არ ვეძიებით, მხოლოდ სხვების თითოეულ ნაბიჯს ვუკირკიტებთ დაკვირვებით რადგან, მას გადავაბრალოთ წარსულში ჩადენილი შეცდომები,რომელსაც ვერ ვპატიობთ სულში მჯდარ მე-ს.

დრო და დრო,ნელ-ნელა გროვდება და გროვდება ცოდვები რომელსაც ყოველდღე ჩავდივართ.თავი ვეღარ უძლებს გადამეტებულ სიმძიმეს,მიწისკენ იხრება თან ზურგიც მიყვება მოხრილ მდგომარეობაში გადაიქცევა და ადამიანი ხდება " ცოდვებით სავსე "კუტი", ჭირს მძიმე ტომრის ტარება,უნდა განთავისუფლდეს, გაიფილტროს რადგან იგრძნო სიმსუბუქე და ადამიანურად ამოისუნთქო ამდენი წლის მერე... დრო და დრო ვხრით თავებს,განა ჩვენი სურვილით? არა,ეჰ ადამიანი საკუთარი სურვილით,რომ თავს წინ დახრის ეს დღეც დადგება მაგრამ არა, დღეს და ხვალ...დროა ამისთვის საჭირო,ჯერ კიდევ ისეთ ბნელ მორევში ვართ,გვიჭირს თავის დაღწევა და სამშვიდობოს გზაზე ამაყი სახით გამოჩენა მაგრამ,არც ისე შეუძლებელია ეს ყოველივე.

აქვე, მურმან ლებანიძეს ერთი საინტრესო ლექსი მახსენდება, სადაც ის ამბობს:გზაზე გადადიოდა ქალი ხელში ბარგით რომელიც წაიქცა,ქუჩა სავსე იყო ხალხით,მაგრამ არცერთმა შეიბერტყა ყური,იმ ერთის გარდა.არცერთმა მიაქცია ყურადღება მიწაზე მწოლიარე,სისხლში გასვრილ ქალს...ათასში ერთი იყო,ის ერთი სინათლე,ერთადერთი ნამდვილი ადამიანი,კეთილი გულით და წრფელი სულით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent