სარკის ეფექტი
რთულია როდესაც ვერ გიგებენ, შენს გულის ტკივილს ვერ ხვდებიან განსაკუთრებით კი ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ახლობლები არიან შენთვის.შენი ოჯახის წევრები რომლებიც მთელი გულით გიყვარს, მათაც უყვარხარ მაგრამ არის ერთი დიდი მინუსი, რომ ვერ გიგებენ ამ სიტუაციაში მხოლოდ ოჯახის წევრები არ ვიგულისხმოთ.მაგ:ვინმე სხვა ახლობელი, მეგობარი რომელსაც ენდობი ან თუნდაც შენი მეორე ნახევარი.აქ, იკვრება წრე და ან წრეს მრგვალი ფორმა აქვს.ყველა, სიყვარულს გეფიცება გეუბნებიან, რომ შენ სხვა ხარ, განსაკუთრებული ეს ასეც არის არ გატყუებენ მართალს ამბობენ მაგრამ ის ფაქტორი რჩება ყველაზე უკან, რომ შენს სულში ვერ იხედევიან.არა აქვთ ისეთი სარკე რომელიც შენს სულიერ მდგომარეობას აირეკლავს.მათი სარკე ან გაბზარულია და მხოლოდ ფიზიკური ნაწილი ჩანს, ან თუნდაც დაორთქლილი სადაც მხოლოდ ორთქმავალი სითეთრე ჩანს . . .ზოგსაც კი საერთოდაც არა აქვს სარკე, არადა ყველას საკუთარი სარკე უნდა ჰქონდეს, ზომას მნიშვნელობა არა აქვს პატარა იქნება თუ დიდი.მთავარია, რომ არეკვლის უნარი ჰქონდეს და აირეკლოს რეალობა რომელიც ხშირ შემთხვევაში იმალება.სარკე, კი ყველა ტყუილს ახდის ფარდას და ნათლად გამოაჩენს ყოველივეს...ყველას ჩამოგლეჯს მიკერებულ ნიღაბს ან გრიმს რომელიც უამრავი კოსმეტიკური საშუალებით არის დაფარული.სიმახინჯე, რომელსაც შეალამაზებენ და სხვა სახით მოგვევლინებიან.სარკეში ჩახედვის ეშინიათ ადამიანებს.რატომ? იმიტომ, რომ იქ სილამაზე კი არა სიმახინჯე ჩანს და არ სურთ ამის დანახვა.როდესაც ადამიანი რანე საიდუმლოს მალავს ნუთუ გაგიმხელს და ყველაფერს სიტყვა სიტყვით გეტყვის? თუ ფარდას ამოეფარება? რა თქმა უნდა დაიმალება და ვიღაცის ან რაღაცის ჩრდილქვეშ იქნება რაღაცას ამოეფარება...ეცდება სარკე გაანადგუროს რადგან არ მოუწიოს მასში ჩახედება.მან, გულში იცის, რომ მაინც ერთ დღეს სარკე თავისით მივა მასთაბ და ჩააყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ სიმართლე აღიაროს.საერთოდ ისე ხდება ხოლმე, რომ სიცრუე ცოტახანს არსებობს, სიმართლე კი არასდროს იმალება და ხანგრძლივია.სიმართლე, ხომ ყველაზე მშვენიერი რამაა ამქვეყნად.ამისგარდა არსებობს ორი ტიპის ადამიანები რონლებიც ცოცხლობენ ამ ქვეყნად.პირველი კეთილი, მეორე სიცრუით მოცულნი ტყუილს ტყუილზე, რომ ამბობენ და სინამდვილის ერთი ნატამალიც არ გააჩნიათ ანუ იგივე სიყალბე რომელიც სინამდვილეს ეჯიბრება ან პირიქით.როგორც ანგელოზი და ეშმაკს აქვთ გამართული ბრძოლა თუ რომელი მხარე აირჩიოს ადამიანმა ``არა, მე ამომარჩიე, არა, მე-ო.`` სუსტი ეშმაკისკენ მიდის, ვისაც სწამს ანგელოზისკენ.ან სიმართლე უნდა აირჩიო ან სიყალბე, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია თუ როგორი იქნები და როგორ ცხოვრებას აირჩევ.და ბოლოს ``სარკევ, სარკევ, მითხარი ვინ, არის ყველაზე ლამაზი?`` ის, ვინც სულიერად ლამაზია...ადამიანი სულიერი სინართლითა და სილამაზით უნდა შეაფასო და არა გარეგნულობით. ზუსტადაც, რომ ეს, არის სარკის ეფექტი
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.