შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობიერი


22-08-2021, 16:49
ავტორი angry strawberry
ნანახია 772

ანდამანტი, დამატებული პერსონაჟი, მძიმეა ჰაერი, დღის თორმეტი, გაჩერდა, გაჩერდა დრო, მიჭერს ყელში მომდგარი უკვდავი სისტემა, თეთრ ცას შავად გამოეყო ნისლი,- თავი მეორე. გამომიშვით.
სიკვდილს სიკვდილი მოსდევდა, პანაშვიდს პანაშვიდი, სიყვარული სიყვარულს ენაცვლებოდა, იცრიცებოდა სახეები, არსაიდან მოსულები არსაით ქრებოდნენ, ჩნდებოდა ხალხი, თუმცა საიდან? ჩერდებოდა დრო, ჩერდებოდა ჟამთა სვლა, არ სუნთქავდნენ, იდგნენ განყენებულნი და მივხვდი ჰაერიც დალექილიყო ზღვის ნაპირებზე. აზვირთული ტალღები ეხებოდნენ ცის კამარას, ლიბრაგადაკრულ ზეცაზე მოჩანდა თვალები, მწვანე , კალამი - შავი. იწერებოდა და იშლებოდა სიტყვები. სანამ საბოლოო წერტილს არ დასვამდა შემოქმედი, განისვენებდა სამყოფელი, დავძრწოდი მკვდარი, არარსებული, შექმნილი ჩასახვის გარეშე, ვერ მყინავდა დრო, ვერ მაშეშებდა მწერალი, ცნობიერებას მერჩივნა მეც მათ რიგებში, უსულოდ გავშეშებულიყავი. და სანამ გავიაზრე, მანამ, სანამ მივხვდი, სიკვდილს სიკვდილი ენაცვლებოდა, სიყვარულს სიყვარული, მე - წიგნის პერსონაჟი, შეყვარებული მწვანე თვალებზე.
არსაიდან გაჩნდა ზონარი, შპრიცი, სიკვდილის ელექ, პირში სიგარეტი გამიჩრია, არ ვეწევი. მიმიხვდა მწვანე, მიმიხვდა და უაზროდ მკლავს, ვხვდები, სიტყვები ამონასუნთქს ახმება, სხეული არ ჰყვება უპირობო რეფლექსს, ვერ ვინძრევი, მიყვარს. უსულოა სხეული, გონება ჯერ კიდევ მიმუშავებს,გამომიშვით. თეთრ ცას შავად გამოეყო ნისლი,- დასასრული. მიყვარხარ. გაგრძელება იქნება.
და მაინც, რა საზარელია იმის შეგრძნება, რომ სწრაფმავალ დროს თან მიაქვს ყველაზე ძვირფასი, რასაც ჩვენ ვფლობთ - სიცოცხლე.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

პირველიდან ბოლო სიტყვამდე არ ვსუნთქავდი.
"ადამიანები სამყაროს კაიფის დროს შევიქმენით."

 


№2  offline წევრი Life is beautiful

და, დრო გაჩერდა... ????™️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent