ყოველდღიურობა
საშინელი მომენტია როცა შენც კი აღარ გესმის საკუთარი თავის და უბრალო ინერციით განაგრძობ ცხოვრებას იმის იმედით რომ უკეთესი დღეები გექნება. იმის გამო რომ კითხვის ნიშნები არ გააჩინო კარგად ყოფნას და ე.წ ნიჰილისტობას თამაშობ. ბოლოს ისე კარგად იწყებ თამაშს რომ შენივე თამაშისვე გჯერა მანამ სანამ ღამე მარტო არ დარჩები საკუთარ თავთან და მომენტალურად არ აღმოაჩენ რომ ის ყველაფერი რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში გააკეთე მხოლოდ თამაში იყო, უბრალო თამაში. იწყება ყველაზე საშინელი მომენტი რა დროსაც მოგონებები შიგნიდან გიტევენ და კადრებად ამოტივტივდებიან ხოლმე. პატარ პატარა კადრებად... მომენტებად რომელიც ასე ძალიან გიყვარდა. ახლა კი აღარ იცი... აღარაფერი აღარ იცი. ალბათ ყველაზე რთული ის მომენტია როცა შენ მისთვის მკვდარი ხარ, აღარ არსებობს. შენ კი მის რაღაც ნაწილს შორიდან უყურებ და ვერ ვხვდები იმ პატარპატარა მოგონებების ადრესანტს რომელიც ასეთი აღფთოვანებული იყო ხოლმე ამ პატარა მომენტებით როგორად იქცა, რომელსაც აღარც კი აინტერესებ. არცერთ მომენტში არ დამიჭერია ის თვალები, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა იმ მომენტის მერე როცა ვლაპარაკობდით და უცნად შუბლზე ვაკოცე და მერე ცხვირზე. თითქოს სახე აელეწა მაგრამ თვალები... მე ის სიხარულით სავსე თვალები მიყვარდა, რომელიც ყველაფერზე მეტად ბრწყინავდა... ნეტაც გენახათ ღიმილი რომელიც ამ დროს მკრთალად დასთამაშებდა და მისი ხმა რომელიც თითქოს სადღაც გულთან ჩაწყდა. არც ის მომენტი მახსოვს ნაკლებად როცა მისმა ძმამ დაურეკა და ხმაურის გარეშე გარეთ გავიდა და მე ამ დროს ვსტაცე პიჯაკს ხელი და მოვაცვი... სანამ გავიაზრე უკვე შემოცმული მქონდა მისთვის. მეზიზღება მისი ჩახუტების მერე ის მომენტი როცა ჩასახუტებლად გამოიწევიან ხოლმე. ამ დროს მომენტალურად უკან ვიწევი რადგან მეზიზღება როდესაც სხვა მეხუტება ან ამას ცდილობს. მაღიზიანებს. დავიღალე მის გარეშე ყოფნით, ყელში ამომივიდა. მაგრამ რა ვქნა? ვეღარაფერს ვეღარ ვიზამ რადგან მისგან საშინელი სიცივე მოდის, უფრო სწორად მისი რაღაც ნაწილისგან რომელიც მაიძულებს მდგომარეობას შევეგუო და უგრძნობი ნაბიჭვრის როლი ვითამაშო და მეც ვთქვა გულში თითქმის ყოველწამს:" ეს დროებითია, გამივლის". მგონი მართლაც ყველაფერს ვეჩვევით ადამიანები, ალბათ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.