შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მის გარეშე


26-08-2021, 09:18
ავტორი Hamster2121
ნანახია 9 251

8 თებერვალი
02:57
ამ დროს მომაწვება ხოლმე მასზე ფიქრი... გუშინდელი კითვის პასუხი გაინტერესებთ? იმიტომ, რომ მიყვარს... სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს... სამყაროზე და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს... მისი ერთი ესმესიც კი უზომო ბედნიერებას მანიჭებს... ვგიჟდები, როდესაც მის ღიმილზე ვფიქრობ... მართლა ყურებამდე მეღიმება და გულში სითბოს ვგრძნობ, სიყვარულისგან გამოწვეულ სითბოს... მიხარია, რომ მიყვარს, მიუხედავად ტკივილისა... ალექსანდრომ ხომ თქვა სიყვარულის სიმბოლო კაკტუსიაო, მართალიც აღმოჩნდა... ამაზე მწარე, მტკივნეული და ამავდროულად ყველაზე ტკბილი, თბილი გრძნობა არ არსებობს... მიხარია, რომ მიყვარს... მიხარია, რომ ვიღაც ჩემში ღელვას იწვევს... მიხარია მისი დანახვისას გული რომ მიჩქარდება და ისეთი სისწრაფით მიცემს, თითქოს ამოხტომას ლამობსო... მიხარია მისი დანახვა და მისი მზერით ტკბობა... მიყვარსსსსსს... სამყაროში ერთადერთი ადამიანია, ვისთან შეხვედრაც ჩემთვის ერთ მზიან და ბედნიერ დღეს უდრის... ერთადერთია, ვისაც საათობით შემიძლია ვუყურო და არ მომბეზრდეს... ვგიჟდები მის ღიმილზე, ხმაზე, გადაფსიხებაზე, კალიგრაფიაზეც კი... როცა გიყვარს, გიყვარს იმ ყველაფრით, რაც მას გააჩნია... მისი თვალები და ღიმილი ჩემი სისუსტეა...



№1 სტუმარი სტუმარი Nestani

კარგია საინტერესო მომეწონა მაგრამ თავები გაზარდეთ მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent