შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და შენ


26-08-2021, 11:34
ავტორი LiTe
ნანახია 1 332

ამბობენ, რაც მარადიულია მუდამ ერთიანიაო, ჩემი და შენი წითელი ძაფი აიხლართა, მაგრამ არ გამწყდარა, მხოლოდ მაშინ დავარქმევ მას გაწყვეტილს როდესაც აღარ მეყვარები...
ერთად ვიყავით, ერთნი ვიყავით...
ერთად ვიქნებით, ერთნი ვიქნებით...

***
ზაფხულის ცხელი დღე იყო როდესაც შენ გაგიცანი, არც ისე გამორჩეული იყო ჩვენი შეხვედრა, მაგრამ მე უბრალოდ ცხოვრების ერთ-ერთ რიგით ადამიანს კი არა თანამგზავრს შევხვდი, ვინც ცხოვრება გამიკაშკაშა და მაგრძნობინა რომ მე უბრალოდ არ ვცოცხლობ...
ზაფხული ჩვენი სიყვარულის რითმს აყოლილი ვერც კი ხვდებოდა როგორ მოეპარა ზურგს უკან შემოდგომა, ფოთლებმა ჩვენი სიყვარულივით დაიწყეს გაფერადება, მაგრამ ბოლოს ჩამოცვივდნენ, შენც მათ გაჰყევი...
ღამის 2:00 იქნებოდა ტელეფონის ეკრანი რომ გაენათა და შეტყობინება ვნახე, დედაშენმა მომწერა რომ შენ წახვედი.
არ არსებობს წამი რომელიც იმ წამს გადაფარავს... მე იმ წამს მოვკვდი. მაშინ ჩემი გული შენსას შეუერთდა და ვივრძწნი რომ მე აღარ ვარსებობდი. სული მომიკვდა.
უცებ თვალ წინ გაირბინა ყველა მომენტმა.
შეხვედრა
ღიმილი
საუბარი
ჩხუბი
ერთად ყოფნა
ჩახუტება
წუწუნი
ისევ ჩხუბი
ისევ სიყვარული
სიყვარული...
მოგონებები ერთადერთი არ იყო რაც დამიტოვე, მე შენი ოჯახი, მეგობრები დამრჩნენ. სანამ ისინი იქნებიან შენ არ მოკვდები.

მახსოვს როგორ გიყიდე ვარდები, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ყვავილებს მოგიტანდი, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებააა...
როდესაც ყვავილები ვიყიდე ხელი, სული, ტანი მიკრთოდა, ვკანკალებდი, ისე მინდოდა ამომეხეთქა და მეღრიალა, მეტირა, ენახათ რომ მე ძლიერი არ ვარ, გენახა რომ მე უშენოდ მტკივა, გენახა და დაბრუნებულიყავი... ყვავილები გულთან მივიხუტე და "შენთან" წამოვედი...

მისაღების ზღურბლზე ფეხი ვერ შემოვდგი, ბოლოს დავძლიე დაბრკოლება, სული გარეთ დავტოვე და სხეული შენამდე მოვუშვი. ოთხ ფიცარს ვხედავდი, როგორ გიტევდა ამდენი ოცნებით დატვირთულს ოთხი ფიცარი...
შავებში გამოწყობილი დედაშენი დავინახე, გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, ჩავეხუტე და სული გამითბა...
შენი მეგობრები ისე დამტეიალებდნენ, არ უშვებდნენ რომ დავცემულიყავი, არაფერი მახსოვს, შენს გვერდით ჩამუხლულს წამალი გამომიწოდეს და უსასრულო ძილში წავედი...

მტკიოდა თითოეული წამი.
მეძინა მაგრამ მაინც მტკიოდა.
გული მტკიოდა
სხეული
სული
მე აღარ ვიყავი.

შენთვის გამზადებულ ორმოს ვუყურებდი გაშტერებული მზერით, თითქოს ვერ ვიაზრებდი რას შევეჩეხე ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, ვცხოვრობ მაგრამ აღარ ვცოცხლობ...
კუბოსთან ჩავიმუხლე, ნაზად ვაკოცე და უკან დავიძარი...

დრო გადიოდა...
დილით სამსახური, საღამოს ძილი
დილით სამსახური საღამოს ძილი
მეორე თვე დაიწყო და მე არ ვარსებობ...
არ ვიცი რატომ გამწირა უფალმა ასე მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მე შენ გაცოცხლებ!
მახარებს წამი როდესაც დედაშენი მირეკავს და მეუბნება რომ ვუყვარვარ...

მესამე თვე დაიწყო.
დღეები უშენოდ გადის
მე ისევ გნატრობ

მინდოდა რომ სადმე ჩვენზე მომეყოლა, მაგრამ ვერ ვყვები, ახლა ვწერ, ეს საკმარისი არ არის, ვერ აღვწერ "ჩვენ" როგორი იყო.
ცრემლები კისრამდე ჩადის და მკერდს მინამავს...
თვალები ამომევსო, მტკივა და მთელი სხეული კვლავ ისე მიკრთის როგორც ღამის ორზე, შეტყობინების ნახვისას...
ვკანკალებ..
რატომ დამტოვე?
მე ვიცხოვრებ, ვიცოცხლებ, შვილიც მეყოლება! კი, მეყოლება, იმიტომ რომ შენ არ გენდომებოდა ჩემი მარტო ყოფნა, შვილი მეყოლება მხოლოდ იმიტომ რომ შენი სახელი დავარქვა და ყოველი დაძახებისას მახაოვდეს რომ მე შენ მყავდი და არ უნდა დაგივიწყო!
მე შენ გაცოცხლებ...
იცოდე, როდესაც სიკვდილს მივუახლოვდები, თვალის დახუჭვამდე, იმ პატარა წამს შენზე დავხარჯავ, დედა მომიკვდეს არ დაგივიწყებ.
მართალია სამყაროსგან წახვედი მაგრამ ჩემგან ვერ წახვალ...
არც შვილებზე, არც ქმარზე, არც ოჯახზე, მხოლოდ შენზე, შენზე ვიფიქრებ. და მე ამ დროს არ ვიქნები უბედური რადგან შენ მოგიახლოვდები...
დამელოდე ჩემო სიყვარულო!
მე მალე მოვალ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent