დრო
წლები გავიდა, ჩვენ კი ისევ იქ და ისეთად დავრჩით სახეზე შეყინული ცრემლის ამარა, ვერა დააკლო დღეღამის ცვლამ ამ „ერთად ყოფნას“ თუმცა კი „ერთნი“ ღრმა თეზისად შეაკვდა გრძნობას. იყო სამოთხე , სოდომი და მერე გოლგოთა, და ჯვარი თითოს შეგვრჩა ყელზე აწ და მარადის, და თუ ფუნჯები იქნებოდა ეს „ნაბიჯები“ მაშინ შედევრი გვიწერია სხვადასხვა ფერად. ახლა კი ვსხედვართ ცალკ-ცალკე და სულით ერთნი, მე აქ და შენ კი ალბათ სადმე შეუცნობ ფერად. მე ვამბობ, ალბათ მეასედ „ხვალ“ ,აღარ ვიფიქრებ, შენ თავს ხრი ისე ,რომ მარწმუნებ, - "ხვალ არ იქნება". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.