შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Reading vanity in the reflection.


27-08-2021, 02:21
ავტორი Frigga
ნანახია 1 061

ანარეკლში ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება, ყოველთვის იმას ხედავ, რაც ილუზიისგან შორსაა და მეტად მოგაგონებს სიმართლეს, ვერასდროს მოატყუებ სარკიდან მომღიმარ ანარეკლს, ვერც მაშინ, თუ ერთსა და იმავეს ათასჯერ გიმეორებ, აზრი არ ააქვს ხომ იცი!? ის თავხედურად, მედიდურად გაიღიმებს და მწარე სიმართლეს აგაფარებს სახეზე, გეტყვის, რომ არც ისეთი ძლიერი ხარ თავი რომ მოგაქვს, არც ისეთი ამტანი როგორიც გგონია და არც ისეთი მაიგნორებელი, როგორსაც ცდილობ, რომ იყო, ბევრს ეცდები, ბევრს შთააგონებ, მაგრამ ანარეკლის თვალებში წაკითხულ სიმართლეს ვერასდროს შეცვლი, ამიტომაცაა, რომ ბევრ ადამიანს სარკის ეშინია, არა იმიტომ, რომ იქ მართლა რაიმე სული ცხოვრობს, არა, უბრალოდ საკუთარი გაშიშვლებული სულის დანახვა ყველას არ შეუძლია და ვისაც შეუძლია, არასდროს არჩევს მის დანახვას ან ბოლომდე გააზრებას თუ რას ხედავს.
ლოგიკურია, ადამიანები ხომ ყოველთვის გავურბივართ სირთულეს, სინდისს, სანამ თავად არ მოგვიკაკუნებს კარზე და როცა არ შემოვუშვებთ შემოამტვრევს კიდეც მას, რთულია იყო გულწრფელი, თავისუფალი და ნამდვილი, რთულ გზას კი თითქმის არავინ არჩევს.
პატარა ოთახში, ოთხ კედელში გამომწყვდეულს სივრცე არასდროს ეპატარავებოდა, პირიქით, ამ ოთახში შეეძლო ყოფილიყო ყველგან, აესრულებინა ყველა ოცნება და რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ჰყოლოდა უამრავი მეგობარი.. უდიდესი სარკე ედგა ამ პატარა ოთხ კედელს შუა, მტვრებით გაჟღენთილ მოგონებებს გადმოიღებდა თაროდან, ჩამოჯდებოდა იქვე სარკის წინ, მოძველებულ სკამზე და ერთად კითხულობდნენ ის და მისი მეგობარი ფიქრები… ი ერთ-ერთი იყო, ვინც ანარეკლთან ერთად იზრდებოდა, არ ეშინოდა მისთვის თვალებში ჩახედვის, განა იმიტომ, რომ ძლიერი იყო, არა, უბრალოდ მოსწონდა საკუთარი არარაობის გააზრება და იმაზე ფიქრი, რომ ერთხელაც სადღაც ვიღაც მისნაირი დაიბადებოდა, არარაობა რომელიც ამაოებაში სინათლეს იპოვიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent