შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩშშ....

7-07-2020, 01:04
ავტორი Frigga
ნანახია 9 615

- რაო, დღესაც გაძელი? მეგონა აღარ მოხვიდოდი.
ცალყბად გაეღიმა.
- ნამდვილი, რომ იყო გემრიელად გცემდი, მაგრამ სარკეში საკუთარ ანარეკლს ვერაფერს დავაკლებ.
იქვე სკამზე დავჯექი და დიდ სარკეში ჩავხედე საკუთარვ თავს, რომელიც მედიდურად მიყურებდა და ირონიით ევსებოდა სახე.
- უცნაური ხარ, ახლა უნდა გარბოდე, დამაყრუებელ სიჩუმეში სარკეში შენი ანარეკლი გელაპარაკები.
სიმწრით გადავიხარხარე.
- დამაყრუებელი სიჩუმე არასდროს მაშინებდა, პირიქით, თითქოს ეს სიჩუმე
ამშვიდებდა ჩემს აღელვებულ სინდისს, გონებას, დაღლილ სულს და მაიძულებდა ყველაფრის მიუხედავად მეთრია ძალა გამოლეული სხეული ქუჩებს შორის, მტკიოდა, ჩემი ჯოჯოხეთის რაღაც ნაწილი მხრებით დამქონდა და მაინც ვიცინოდი, მაგრამ სიცილში ტირილი მერეოდა, ხშირად ვიკარგებოდი და ჭკუიდან შეშლამდე ვფიქრობდი, იმდენად მტკიოდა, რომ ან უნდა გადამეწვა ყველაფერი ან ჩემთვის ჩუმად საკუთარ გონებაში მეფიქრა, მიყვარდა ფიქრი და ხმამაღლა საუბარი საკუთარ თავთან, ბევრჯერ აკანკალებულს ტავი ძლივს დამიმშვიდებია იცი? საშინლად მეშინია არა იმის, რომ მოვკვდები, არა სიკვდილის მეშინია თუმცა არც მაგდენად, რომ არ მინდოდეს, სიმართლეს გეტყვი და ხშირად მდომებია, არა იმიტომ, რომ სადღაც ვიღაცას სტკენოდა ამით, არამედ იმიტომ, რომ გავქცეულიყავი შორს, გამეშალა ბრთები და ეს ჯოჯოხეთი წამებით მაინც მომეშორებინა მხრებიდან, თუმდაც მერე ისევ ჯოჯოხეთში ჩავსულიყავი.
- რით ერეოდი საკუთარ ტავს?
- ბევრი ვერაფრით, უბრალოდ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და რომ არავის ანაღვლებდა როგორი დეპრესიული ვიყავი, ან ამჩნევდნენ და არ იმჩნევდნენ, ნუ ვის ანაღვლებს, ფაქტი ერთი იყო კარგად ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ დიდი აღშფოთება ნაღდად არავისი გამოუწვევია ჩემ ამ მხარეს რადგან უმეტესად კარგად ვინიღბებოდი.
- და რატომ არ ამბობდი სიმართლეს?
- ვფიქრობ არ არის საჭირო იმის თქმა რაც ისედაც ცხადია, რადგან თუ არ უნდათ ვერ შეამჩნევენ, თუმცა ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა, არასდროს მინდოდა ჩვეულებრივი ვყოფილიყავი, მაშინებდა ის ფაქტი, რომ ბრბოს ნაწილი გავხდებოდი და მეშინოდა ამის აღიარების, არ მინდოდა ერთ დღეს ტალახი მეც მესროლა სხვისთვის, ეს ხომ ასეთი მარტივია, როცა შენ მთლიანად ტალახით დაგსვარეს/
- კარგი რა მარიამ, ისედაც ვიცით, რომ არ გიყვარს გაცვეთილი ფრაზებით საუბარი.
- ხანდახან ფრაზები ზუსტად აღწერს მდგომარეობას.
- ხო მაგრამ მთლად ასეც არა, ღმერთო ჩემო მართლა შეშლილივით ლაპარაკობ.
ჩამეცინა..
- შენ გელაპარაკები და შეშლილივით რა შუაშია, ეს ხომ ფაქტია.
- უნდა გაექცე, თორემ ჭკუიდან გადაგიყვანს…
- გზა ერთია, ხერხია ბევრი, უბრალოდ ვვარსებობ და ესარის…

№1  offline მოდერი Mary Drey

გაჯერებული ფსიქოლოგიური მომენტებით... აი, ესაა რაც მე მიზიდავს. დასაწყისი ძალიან კარგი იყო. ფაქტობრივად ვაღიარებ და შენი ნაწერი სამჯერ შემომეკითხა. ადვილი არ არის ისეთი ადამიანის განცდების ფურცლებზე აღბეჭდვა, რომელსაც შინაგანი არეულობა, ქაოსი აწუხებს. შენ ეს შეძელი. შუა ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა, როდესაც ბრბოს ფსიქოლოგიას შეეხე. მაგრამ ბოლოს რაღაც დამაკლდა... ალბათ იმიტომ, რომ მეც ხშირად ვესარჩლები ხოლმე საკუთარ ანარეკლს იმის მიუხედავად რომ საერთოდ გულზე არ მეხატება იგი. თუმცა იგი ერთადერთია რომელიც რეალურად ჩემი სულის მოუშუშებელ იარებთან ყველაზე ახლოს დგას.
როდესაც საკუთარ ანარეკლს ესაუბრები საშუალება გეძლება, რომ შენს შინაგან ამოუცნობ ფენებს ჩასწვდე.
ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ იგი საკუთარ თავს იცნობს, თუმცა როგორც კი საკუთარ თავს რაღაც სიღრმისეულ კითხვას დაუსვამს მასზე პასუხი არ გააჩნდება. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტიცაა.
როდესაც საკუთარ თავს ესაუბრები, შენს გარშემო ფერები ერთმანეთს ერწყმევა. ხშირად მინდება ხოლმე საკუთარი აჩრდილი ხელებში მოვიქციო და ირონიული ღიმილით შევეგებო მისი სულის დალევას. ამის წარმოდგენისას ხშირად ვკაიფობ.

მე მიყვარს მსგავსი თემატიკის ჩანახატები თუ წიგნები.
ბევრჯერ ელაპარაკე საკუთარ თავს... განსაკუთრებით როდესაც მარტო ხარ.

კარგი ხარ...
და იმედია კვლავ ვიპოვი შენამდე გზას, შენივე ნაწარმოების მეშვეობით.

№2  offline წევრი Frigga

Mary Drey

სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ანარეკლი გელაპარაკება და შენ არ აწყვეტინებ ან სარკეს არ ამსხვრევ და სისხლიანი ხელით არ ტოვებ სიჩუმეში მდგარ ჩარჩოს heart_eyes ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის heart_eyes

№3  offline მოდერი guroo

სიკვდილი ყველაზე საშინელი აკვიატებაა, რომელიც აღარ მოგასვენბს, თუ გონებაში შეუშვებ.
თუმცა გადაწყვეტილება, რომლის აღსრულება ასე ძალიან გვიანდება, ვერ მოიტანს სიკვდილს, ვერ მიიყვანს ადამიანს სიკვდილიმდე. და გავა კიდევ უამრავი დღე, როცა ანარეკლი ცალყბად გაიღიმებს ხოლმე და ეტყვის რეალურ ადამიანს, რომ თურმე აღარ ელოდა. ირონიული დღეები გაგრძელდება უსასრულოდ.
სიკვდილი ძალიან პატარა ადამიანის ტრაგედიაა. იმ სიყვარულს ჰგავს, რომელიც თავბრუდამხვევად დაგატყდება თავს და შენ, სრულიად მოუმზადებელს, არაფერი გექნება საიმისოდ, რომ მისი სიყალბე გამოააშკარავო, ბინდი გაფანტო, ღრუბლები ჩამოხსნა იდუმალ ცას.
შენ ძალიან გინდა, რომ შეგამჩნიონ რა ძლიერ დეპრესიული ხარ. შენ მოგწონს საკუთარ თავში ეს მძიმე განცდები, მათი მავნებელი გავლენის ქვეშ ყოფნაც მოგწონს და თვლი, რომ ამის გამო განსაკუთრებული ხარ. და რატომ არ გამჩნევენ? იმიტომ, რომ უხარისხოა შენი დეპრესია! ეს არ გამოდგება სხვათა მოსახიბლად. ცუდი სათამაშოა, რომლის ჩუქება არავისთვის ღირს, რადგან ყველა გულისრევით მოისვრის სადღაც და იმწამსვე დაივიწყებს.
ადამიანებს სხვისი ემოციების დანახვა ისე უხარიათ, როგორც ცხოველებს - შესისხლიანებული ხორცისა. ნუ გახდები მათი ლუკმა. ნუ ივაჭრებ დეპრესიით. საფასურს მაინც არავინ გადაიხდის.
ბედნიერი იყავი, წარმატებები!

№4  offline წევრი Frigga

guroo

დეპრესიაში იმიტომ ვარ, რომ ადამიანებზე შთაბეჭდილება მოვახდინო? საიდან მოიტანე, რომ დეპრესიაში ვარ? ;დდ რეალურად საერთოდ არ ვარ დეპრესიული და დამიჯერე ბევრი დეპრესიული გამომიყვანია დეპრესიიდან, სიყალბეს რაც შეეხება, არ მგონია, რომ ამ ჩანახატით უნდა აფასებდე პიროვნებას, მაგრამ როგორც გინდა. მაინც მადლობა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent