ადამიანები და გრძნობები
აცივდა და ეს აციება მგონია, რომ ადამიანების გრძნობების გაციებამ განაპირობა, ესეთი აციება სულში არაერთი გზით აღწევს.. შეგნებულად იცვამ გრძელ სახელოებიანს იქნებ გათბე, სული გაითბო... ამასთან სახელოებს დაბლისკენ ექაჩები რომ სხვებივით სულთან ერთად ხელებიც არ გაგეყინოს... ხელებს იფარავ, იცავ, მაგრამ სულს? სულს ვერა, მისი შენარჩუნებისთვის იბრძვი, და ცდილობ ამ ბრძოლაში არ დამარცხდე, არ დამარცხდე საკუთარ თავთან. სიცარიელის შეგრძნება გეუფლება, ცდილობ რამე დააფარო რომ აღარ შეგახსენოს თავი მაგრამ წონასწორობას კარგავ და ვარდები გაურკვევლობის ბნელ უფსკრულში... იქ მაშინათვე ხელებს ცივი კედლების გემოს ასინჯებ და შემორჩენილ ერთ წვეთ სითბოსაც მას ჩუქნი. ფარხმალს არ ყრი თავს აძალებ დამშვიდებას და უცებ ელვის სისწრაფით სახეზე ხაზად სითბოს გრძნობ რომელიც კაპლად ჩამოგეკიდა ნიკაპქვეშ, ეს ბოლო ცრემლია რომელში ყველა კარგი, ცუდი, ამაღელვებელი და საშიში ემოცია ჩადე. აი ასე მწარედ აცივდა აქ ამ სამყაროში და ეს აციება ადამიანების გრძნობების გაციებამ განაპირობა, რომელსაც ვერც გრძელსახელოებიანი და ვერც თბილი, ჭრელი პლედი ვერ გაათბობს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.