მერე იბზარება გრძნობების საცერი
ვიცი,გადიქროლებს ეს ცივი ქარები, ფანჯარას მიაწყდება ყინულის ჯარები, თეთრად გამოაწყობს ბუნებას ზამთარი, და მშვენიერი გახდება ავდარი. ტკივილი ძვლებსა და სისხლძარღვებს დაივლის, აღარ მოფრინდება სარკმელთან თოლია, სალტებად შემოიჭერს ეს გული ყინულებს და ამ ტკივილებს ვერ ვუძლებ მგონია. დაიდებს ჩემს სულში საიძირკველს ნაღველი, თმებს გაათეთრებს თოვლი და ხორშაკი, თვალებს დააბნელებს გლოვა და ნამები, ხელებს დააბერებს ავხორცი წამები.... ვიცი გადიქროლებს ეს ცივი ქარები, სხეული უკუნეთ ტკივილსაც ეჩვევა, მერე იბზარება გრძნობების საცერი, ფანჯარას მიაწყდება ყინულის ჯარები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.