შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კითხვა


20-09-2021, 16:44
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 852

დაგღალა, იცი? როლების მორგებამ და პერსონაჟების ალაპარაკებამ დაგღალა. მერე, რა, რომ ისინი შენს საფიქრალს აჟღერებენ და შენი ტკივილი სტკივათ? მათ მაინც თავისი ცხოვრება აქვთ, თავიანთი ადამიანები ჰყავთ ან არ ჰყავთ, თავისებურად განიცდიან და არ აქვს მნიშვნელობა - შენი წარმოსახვის ნაყოფია თუ არა მათი დიალოგები, ხვდები?
როგორ გსურს, რომ ცოტა ხნით მაინც საკუთარი თავი იყო და რამდენჯერაც ამას ცდილობ, სისუსტე გძლევს და აფრენას არ გაცდის. ფრთებს ძირში გაჭრის და შენ ვერ ხვდები - იარა გტკივა, თუ ის, რომ შემდეგ ცდამდე ქრისტე კვლავ უნდა დაიბადოს.
დაიბადება, მაგრამ შენს აფრენამდე ისევ წავა და ისევ მოვა. ასე ათასჯერ ან უფრო მეტჯერ. არ ვიცი და არც მსურს, რომ ვიცოდე, რადგან შენ მე ვარ.
სავსეა მთვარე? რაოდენ გულისამრევია, რომ კალენდარში ჩახედვა არ გჭირდება, რომ ამ კითხვაზე მიპასუხო.
ჯერ კიდევ შვიდი წლის ხარ, საძინებელში დგახარ სავსე მთვარის ფონზე და უყვირი, რომ წავიდეს, რომ მოგშორდეს და უკან აღარ დაბრუნდეს.
არა, შენს თვალებში არ ხარობს ყვავილების ბაღი, არ ირევიან ზღვის ფსკერის არსებები ერთურთში... შენს სხეულზე აურაცხელი რაოდენობითაა სხვადასხვა ზომისა და ფორმის სოკო, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას გაცლის. პარაზიტებით ხარ სავსე და ზოგჯერ თავსაც კი იბრმავებ.
დაობდი და ყარხარ. ტვინის ხვეულებს ობი მოეკიდა და არ გაძლევს საშუალებას, რომ ჯანსაღად იაზროვნო.
ეს რადიკალიზმი ცოცხლად გხრავს, შენ კი ჯიუტად არ გსურს გაიგო, რომ ასე არ შეიძლება.
მაგრამ, ვინ დააწესა რა შეიძლება და რა არა? ვის აქვს უფლება გითხრას შენ, მეოცნებე ადამიანს, რომ ეს შეიძლება, ეს კი არა? რომ ეს არის სწორი, ეს კი არა? რომ კეთილი კი არა, სულით ხორცამდე ბოროტი ხარ? რომ ნორმალურობის არაფერი გცხია?
ვინ თქვა - რა არის ნორმალური და რა არა.
ფსიქიატრიულში რადგან იწექი, გიჟი ხარ?
გახრჩობს. ეს რეალობა გახრჩობს. ტუჩებს გილურჯებს ის, რისი მიღებაც ვერ მოახერხე და არ გსურს. თავსაც ექაჩები და ბოლოს, გესმის?! მიღება არ გინდა, მაგრამ გინდა, რომ წინ გადადგა ნაბიჯი.
შენისთანა წარსულს ჩაბღაუჭებულმა ადამიანმა როგორ უნდა გადადგას ნახევარი ნაბიჯი მაინც წინ? ოცნებებმა შეგიპყრეს და შენ მათი მონა გახდი. გგონია, რომ შენი ნებით ემსახურები მათ, მაგრამ სინამდვილეში როგორ არის საქმე?
ჰა? როგორ ხარ? რას გრძნობ? რას განიცდი? რა გტკივა? ვინ გტკივა?
წავიდა? გაქრა? იქნებ აღარც არის ცოცხალი? რაც არ უნდა იყოს რეალობაა, მწარე, დედაარღნილი რეალობა, რომელსაც სადაც არ უნდა დაემალო, რა სისწრაფითაც არ უნდა გაექცე, აზრი არ აქვს, გესმის?
მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანი ემოციურ ტკივილს მხოლოდ შვიდი წუთის განმავლობაში განიცდისო. ასე წავიკითხე სადღაც, ან სხვანაირად არ მახსოვს. ახლა კი შენ მიპასუხე კითხვაზე - რამდენი ცხოვრებაა გრძელდება შენი შვიდი წუთი? რამდენ შვიდ წუთს განიცდის შენი ოცდაერთი გრამი დღის განმავლობაში? წლებზე რომ გადავამრავლოთ?
იპოვი იმ ძალას, რომელზეც გესაუბრებიან? ასაკი მოიტანს ამ ძალას? რაც არ გკლავს, გაძლიერებს?
აუცილებელია, საძილე არტერიაზე დანის მიდება, რომ ვინმემ მოგკლას? ის, რასაც გრძნობ რეალურია თუ თვითშთაგონება?
ამ კითხვებიდან ზოგზე პასუხი გაქვს, ზოგზე არა. თუმცა ცხოვრებაა ასეთი, ჰომ იცი, არა?
მაგრამ… რაზე შეგიძლია თქვა, რომ ასზე მეტი პროცენტით იცი? მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. გაიცვითა, გაბანალურდა, მაგრამ ჭეშმარიტება იცვლება იმით, რომ ბანალურდება?
ან რა არის ჭეშმარიტება? არსებობს კი?
ყოველთვის გეგონა და გგონია, რომ არა. სიმართლე ყველას თავისებური აქვს, ჭეშმარიტება კი იმ მარტივი მიზეზით არ შეიძლება არსებობდეს, რომ ობიექტურობა არ არსებობს. თავად ღმერთიც კი არ არის ობიექტური, გახსოვს რომ ამბობდი?
აღარ გახსოვს რატომ თქვი, მაგრამ თქვი და გეთანხმები.
წრეზეც კი აღარ დადიხარ, ეს უკვე წყეული სფეროა. გგონია, რომ სხვა გზას დაადექი, მაგრამ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
იქნებ, სხვა გზა სულაც არ არსებობს? იქნებ, ის ახალი ფურცელი, საიდანაც იწყებენ ახალ ცხოვრებას, იგივე ხისგან გადამუშავებულია და ძველი ცხოვრების ახლებურად ამონთხევის საშუალებას გაძლევს?
რატომაა შეუძლებელი წარსულის დავიწყება? რატომაა ყოველი განვლილი წუთი უკვე წარსული? რა ცნებაა მომავალი? არ ვიცით, ვერც ვერასოდეს ჩავწვდებით, რადგან ვერასოდეს დავეწევით.
აქ და ახლა ერთადერთია, რაც გვაქვს. რაც გაქვს და შეირგე ბოლომდე თითოეული წამი, რომელიც გაქვს, რომლითაც ცხოვრობ.
აქ და ახლაც გაქრება ოდესღაც, როცა შენი სხეული მიწაში გაცივდება. ან არ ვიცი, შეიძლება დაგწვან კიდეც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent