აღდგომა
დავუბრუნდები საკუთარ თავს და კიდევ ერთხელ , ჩემს განდიდების მანიას მოვიხმობ მაშველად, ისიც აჯანყდება, თვითგვემას ატეხავს რომ კვლავ ფერფლად ვიქცე.. და შემდეგ კვლავ აღვსდგე.. გგონიათ მხოლოდ იესოს შვენის და ძალუძს აღდგომა?! შემცდარხართ მწარედ... მინახავს ჩემივე თავი, ოთხად მოკეცილი,(და კიდევ უფრო მეტად) წარსულისაჩრდილებთAნ ბრძოლით გადამწვარი,სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვისას სულისმოკვლამდე ატირებული, გგქონიათ მომენტი როდესაც საკუთარი თავიგებრალებათ? აი ისე რომ გინდა ჩაეხუტო, ხხელი მოკიდო და უბრალოდ მისცე საშუალება რომ დაიცალოს ტანჯვისგან?!.. გინახავთ საკუთარი სასოწარკვეთა, უკვე რომ ფორმას იძენს და სხულდება გამოხედვაში? დაგიმარხიათ იმედები თქვენივე გრძნობის ნაგავსაყრელზე? დაგიტირიათ ის საკუთარი თავი, რომელიც იქნებოდით რომშეგძებოდათ? დრო რომმოეცათ.. არ დაეტანჯეთ?.. გახდით ისეთივე როგორთან ყოფნასაც გიშლიდნენ ,მაშინ როდესაც პატარები იყავით? მესმის მეც თქვენი... რა მოგცათ ცხოვრებამ და რა წაართვით საკუთარ თავებს? თქვენივე თავი რამდენჯერ წაართვით თქვენივე თავებს? რამდენნჯერ ეწამეთ რომ გეწამათ? იწამეთ კი? რამდენჯერ დაეცი? ვინ აგაყენა? ახხლა სად არიან ვისთვისაც ეცემოდით? ახლა შენ სად ხარ, მათთვის, როდესაც ადექი? რამდენ 'მე' მკვდარი 'შენ' ხარ? რამდენჯერ დაგისვამს ტკივილით შეკითხვა 'რაღა უნდა მოხდეს?' რა დამრჩა გადასალახი? და თუ ხვდები რომ ყველა შეკითხვას პასუხებს ახალი ტანჯვით სცემ? როდემდე... და რისთვის?.. თითოეული, მოდერნიზებული ლუციფერები ვართ, ჩვენი,პერსონალური ჯოჯოხეთებით,რადგან ცვენივეთAვებსგამოვუტანეთ განაჩენები , და გაძევება,ჩვენივე სიმშვიდის მეებიდან... ხვდები რომ ღმერთი ხდები? როდესაც სჯი საკუთარ თავს, სასოწარკვეთით, აგონიით, განკითხვით, თვითგვემით, შენივე ტკივილებს შეექცევი საუზმეზე მოგონებებთან)) დაუფიქრდები და ხვდები რომ შენით იწყება ,გრძელდება და სრულდება არსებობა,ტანჯვა,აღმაფრენაც და დაცემაც რომგამოფხიზლდე, რომ იგრძნო როგორ ხარ,რომ მიხვდე სადაც ხარ... რატომ არ გინდა, ხელი მოკიდო, იმ პატარა ბავშვს, წარსულში რომ დატოვე რადგან ეტკინა?მას ხომ კიდევ სტკივა, ეშინია და დედას ელის რომ იხსნასსაწოლის ქვეშდამალული მონსტრისგან... შეენ გელოდება, შენივე თავი, მარტოდ,აჩრდილების გარემოცვაში... მე მწამსრომ ასე არ მოექცევი არადროს არავის სხვას, სიცოცხლედაც რომ დაგიჯდეს, მაშ შენივე საკუთარმა თავმა რა დაგიშავა რომ მიატოვე და გაიქეცი... შეეცადე, წარმოიდგინო,დაინახო და დაეხარო შენივე თავს... იქ სადღაც,ვიცი რომ იცი, ვიცირომ ნათლად ხედავ ყველაფერს რასაც გეუბნები.. აპატიე ის სისუტე შენსავე თავს, ვიცი რომ გეშინოდა,გტკიოდა მაგრამ გზა უნდა გაგეგრძელებინა,ასე იყო საჭირო, ვიცი და მესმის.. ახლა ის დროა რომ დაუბრუნდე, მოეხვიო, დაუყვავო და შეიყვარო ხელახლა აწ უკვე სამუდამოდ.. შიში მოიშორე, შიში ვერ გაგების, წყენის ან გაბოროტების... უბრალოდ მენდე... შენც ხომ იცი როგორ გჭირდებოდა იმ მომენტში გვერდით ვინმეს დგომა... ჰოდა შენ იყავი ის გვერდით მდგომი შენივე თავის, შენივე თავი... ხომ იცი, ყველაზე საუკეთესო ,ყველაზე კარგი, ვისაც კი იმსახურებ, შენ თავადვე ხარ... არ დაკარგო და არ შეიცვალო... უბრალოდ სცადე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.