შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკა ძამიაშვილი — Voodoo Doll / ვუდუ თოჯინა


1-10-2020, 14:11
ნანახია 1 617

შენ იქამდე ხარ პატარა გოგონა,
სანამ თამაშობ თოჯინით,
გსურს გამოკვებო, ჩააცვა, დააძინო და ჩაეხუტო მას.

გინდა შეურჩიო სახელი,
რაც გენებოს დაარქვი, ანაბელის გარდა.

ღამდება შენი სურვილის გარეშე.
როდესაც —
მორიგი კოშმარის შემდეგ გულამოვარდნილი გაიღვიძებ,
და იგრძნობ,
ის როგორ ცდილობდა სიზმარშივე შენს დამშვიდებას.

თვალდახუჭულიც განიცდი მისი ხელის სითბოს
და როდესაც ის გაახელს ორივე თვალს,
შესაძლოა გაიღვიძო სველი საწოლით.

დაგემართოს პედიაფობია,
მაგრამ მაინც ვერ გაბედო გადააგდო საკუთარი თოჯინა,
რომელიც ასე გიყვარდა და უვლიდი.

ახლა კი,
ის იწყებს შენი ფსიქიკის მართვას,
გამარცხებს უამრავი ცრუ რწმენების სახით,
რომელსაც გაჯერებს,
გაშინებს,
როგორც სპირიტუალიზმით,
ანუ არავისგან და არსაიდან გამოძახებული —
შენგან ხორციელად სამუდამოდ მიტოვებული
რომელიმე ადამიანის ჩასახლებული სულით,
ან საკუთარი თავის,
მშობლებისა და ნათესავების სიყვარულთან დაშორებით.

შენ კი ემორჩილები,
შფოთავ, არ გყოფნის ჰაერი და გაქვს ძლიერი არითმია,
ვერ ხვდები ვინ თუ რა ხარ,
ან სად იმყოფები,
ოფლიანობ და კანკალებ..

ძლიერ გსურს
ჩაეხუტო შენ საკუთარ დედას
და გწამს რომ მას ჩაეძინა შენს გვერდით ოთახში,
მაგრამ მალევე რწმუნდები,
რომ შენს ბინას არ აქვს სხვა ოთახი!..



№1 სტუმარი სტუმარი დაკი

ძალიან კარგია...

 


გმადლობ დაკი, გენაცვალე, დღეს კიდევ ერთს ვაპირებ დავდო და დღესვე მისცემენ დამტიკებას თუ ხვალე, არ ვიცი.. ისაც სერიოზულია და საინტერესო, ჰო, შეიძლება მეგობარს ვთხოვო და მან დამიდოს მეორე :) გმადლობ, რომ დროს მითმობ, მკითხულობ. კარგი დღე!.. ♡

 


№3 სტუმარი სტუმარი დაკი

ის მეორეც წავიკითხე უკვე)) და ისიც მომეწონა... მანამდეც ვიცოდი რამოდენიმე ლექსი თქვენი შემოქმედებიდან.. მიხარიააქაც რომ ვხედავ,ყოველთვის წავიკითხავ☺
ასევე კარგი დღე თქვენ ☺☺

 


გამიხარდება თუკი ფეისბუქზე მომწერთ!.. აუუუ, შენ ის დაკო ხომ არ ხარ, ფოტოგრაფი, კარგი, თბილი გოგონა, წლები რომ დაიკარგე, ჰა, გენაცვალე?.. ვინც არ უნდა იყო, გამიხარდები, მომწერე, ან სურვილისამებრ, დამიმატე.. yum kissing_closed_eyes relaxed

facebook — ნიკა ძამიაშვილი

 


№5 სტუმარი სტუმარი დაკი

არა,მე სხვა დაკი ვარ :დდდ
და ფეისბუქი არ მაქვს ????

 


№7 სტუმარი ჰმ

რა დებილობაა. სადაა რითმა :დდდდ

 


ჰმ
რა დებილობაა. სადაა რითმა :დდდდ


ლექსი არაა, მხოლოდ რითმა, რაც არ ითქვა, ნაცარს კითხვა, თუნდაც ფლიდმა, და ასე შემიძლია ნებისმიერი რამ გაგირითმო, გზადაგზა, ფრისტაილი, ანუ რაც გადგება ენაზე და მაგარი ვარ ყველაზე, და რომ დავდგები სცენაზე, ვიბაზრებ ნებისმიერ თემაზე.. ია-ლია-გია, მომე ფია-ფია და მსგავსი რამ.. აყვავდა ნუში, ჩემთან ხარ გულში, ვერ გნახე გუშინ და გნახავ დღეს, გიძღვნი ამ ლექსს და მსგავსი სისულელე თუ მოგწონს არ იცი გემო პოეზიის, ასეთი და მსგავსი ვაი-ლექსის მსგავსი ს**ობა შემიძლია დღეში 1500 ზე მეტი გამოვუშვა და რა გგონია, თავისუფალი ლექსი, ახალი თემაა, არა, ჯერ კიდევ კონვენცია არ იცოდნენ რა იყო, ანუ მარტივად რომ დაგიღეჭო, რითმა არ იცოდნენ, რომ წერდნენ თავისუფალ სტილის პოეზიას. აი, რა უნდა გესაუბრო.. შენთვის მეფეა გალაკტიონი და მის იქით შესაძლოა არც არავინ იცოდე და აი, მე გიპასუხებ ძმაკაცის ფრაზებით ლექსებიდან — "სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება" და "შენი მარადიული სიყვარული ჰქვია ჩემს დროებით სიცოცხლეს" და იქამდე გექნება მოხაზული, სანამ აქამდე ახვალ და ჩაწვდები, თუ არადა იყავი შენთვის.. მე შემეშვი..

 


№9 სტუმარი izabela

stuck_out_tongue_closed_eyes satisfied wink wink yum stuck_out_tongue_winking_eye მაგარიააააააააააააააააააა

 


№10  offline წევრი Hilalli

მგონი რითმის შეგრძნება დავკარგე... არა კიარგაკრიტიკებ უბრალოდ რაც წავიკითხე არაფერი არმომეწონა მაგრამ ესეთი ურითმოც მგონი არაფერი წამიკითხავს... თუ ეგრე გაქ ჩაფიქრებუკი რო რითმა არუნდა ქონდეს კარგია ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent