შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Ŕeđ Łađy


5-10-2021, 22:28
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 996

წითელი დაჰკრავდა ღაწვებს ქალისას, რომელიც აეროპორტში იდგა და მოთმინებით ელოდა დროს. დროს, როდესაც 11 წლიან ტანჯვას ქარს გაატანდა და დაიწყებდა ცხოვრებას ფერებით, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა მისი სამყაროდან.
წითელი ემოსა ტანზედ, რათა ბრბოში, სადაც შავი ჭარბობდა შესამჩნევი ყოფილიყო და ახლა მაინც დაენახა მას, ვინც აქამდე ყურადღებასაც არ აქცევდა.
წითელი თუტჩსაცხი უმშვენებდა ბაგეებს, რომელიც მზად იყო საკოცნელად.
დრო საშინლად იწელებოდა. წამები, წუთებს მისდევდა..წუთები საათეებს და აი, ნანატრი დროც.
ამსტერდამის რეისი, როგორც იქნა დაეშვა საქართველოს მიწაზე.
გულმა გამალებით იწყო ფეთქვა. სუნთქვა გაუხშირდა, მწვანე თვალები, სისხლისფრად აელვარდნენ. ყველაში მას ეძებდა. თვალებს, პატარა ბავშვივით აცეცებდა, რომელიც დაკარგულ მშობელს ეძებდა.
ცრემლის ბურთები, უკვე კედლების გადაკვეთას ლამობნდნენ. ვეღარ სუნთქავდა. 11 წელი ელოდა. მეტი აღარ შეეძლო...
-ანასტასია..-და აი, ხმა...სწორედ ის ხმა იყო, რომელსაც ამდენ ხანს ნატრობდა. ეძახდა კოშმარების ჟამს. უნდოდა...მთელი სულით, გონებითა და ყველა უჯრედით ითხოვდა მის სიახლოვეს, მაგრამ არ ჩანდა. ჯიუტად არ მოდიოდა.
-დაბრუნდი..-მხოლოდ ეს თქვა. ამდენი წელი ითმინა და მხოლოდ ერთი სიტყვა...მეტი ვერ გაბედა. ხმის იოგები
გაწყდა. თითქოს, ხმამ არსებობა შეწყვიტა.
-მეტს ვერაფერ გაიმეტებ ჩემთვის?-ჰკითხა და ხელები გაშალა.
-მე...-ქალი იდგა და ადგილს ვერ სცილდებოდა. დაბნეული იყო. არა და იმდენს ფიქრობდა. იმდენ აზრსა, თუ ქმედებას წარმოიდგენდა, მაგრამ რეალობა, იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრები.
-ჰო, შენ. მოდი ჩემთან.
გადადგა ნაბიჯები გაყინული ფეხებით და მამაკაცის სხეულს, ბოლომდე აეკრო. ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, მაგრამ დაცემის საშუალება არ მისცა იმ მიზიდულობამ, რომელიც 11 წელი კილომეტრებს ითვლიდა. ახლა...ახლა კი...
-მეშინია.-აღმოხდა ქალს, როდესაც მამაკაცის ხელებში დაიდო ბინა.
-რისი?-გაეღიმა.
-შენი დაკარგვის.-ცრემლებმა, კვლავ ჩანჩქერივით იწყეს სრბოლა.
-ნუ გეშინია. ყველაფერი, წარსულს გავატანოთ და ერთად გადავშალოთ ახალი ფურცელი, სადაც შევქმნით ისტორიას. ისტორიას, რომელშიც ჩვენზე დავწერთ და აღარ იქნება ცალ-ცალკე-ანასტასია და ალექსანდრე...ერთი მთლიანობა შევქმნათ.
-მიყვარხარ.-თქვა ქალმა და კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაიხუტა საყვარელი მამაკაცის სხეული.
-მეც..-იყო პასუხი.

შემდეგ...
ნისლივით გაიფანტა ყველაფერი.
იგრძნო სიცივე, რომელიც ასე კლავდა და იგრძნო გულში ჩხვლეტა-ძალიან მტკივნეული და დამანგრეველი.

დაესიზმრა...ისევ სიზმარი იყო. ლამის ყოველ დღე ხედავდა, თუმცა რეალურად, ჯერ არავის დაეწერა სიზმრის კარგი, ან სულაც ცუდი დასასრული.
ისევ იქარგებოდა ცხოვრების ზოგისთვის პატარა, მაგრამ წითელი ქალბატონისთვის დიდი თარგი.
როდის დაინახავდა სრულ ნაქარგს, არავინ იცოდა, მაგრამ იმედი, რომელიც ანასტასიას ჰქონდა, ანთებული კელაპტარივით მიჰყვებოდა ცხოვრების რთულ და ეკლიან გზაზე...


..........
-ბებო, როგორ ფიქრობ, დაბრუნდება წითელ ქალბატონთან?
-ეჰ, შვილო, მე კი არა, შემოქმედმაც არა იცის.
-მაგრამ, ანასტასია, ხომ ისევ ელოდება, არა?!
-კი, ელოდება, თუმცა მისი არასდროს ყოფილა, ალექსანდრე. უყვარდა, მაგრამ ცხოვრებამ ასე ისურვა და ვერ შეეწინააღმდეგა ქალბატონი.
-იცი, მჯერა, რომ ერთდ დღეს, როდესაც გათენდება, ანასტასია ბედნიერი გაიღვიძებს, აღარაფრის შეეშინდება და ალექსანდრესთან შესახვედრად, წითელ კაბაში გამოწყობილი წავა. აღარ მისცემს ცხოვრების აზვირთებულ ტალღებს მისი დამსხვრევის უფლებას და მწუხარების ცრემლების ადგილს, სიხარულის ცრემლები დაიკავებენ. შენც ხომ გჯერა, ბები?
-მჯერავს, ბები, მჯერავს...



..........
გამარჯობები....როგორ ხართ, აბა?!
დიდი იმედი მაქვს თქვენი კაათ ყოფნისა.
მოკლედ, მეც გამოგეცხადეთ.
ამ ჩანახატით, არ ვიცი რა მინდოდა, მაგრამ ერთი იცოდეთ...ყოველთვის უნდა იპოვოთ მიზეზი ღიმილის, თუნდაც მცირედი. დაიწყოთ ყოველი დილა ბედნიერად და გწამდეთ, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც ინათებს კაშკაშა მთვარე ცაზე(მზეს, მთვარე მირჩევნია...)

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი მე

თეთრო შოკოლადო :) ისე, მე რომ მკითხო, ჩემი ზეგანვითარებული ტვინით - შავი შოკოლადი ჯობია, გემო უკეთესი აქვს, ფერიც - უფრო შოკოლადისფერი ;)
წავიკითხე.
ვერ გეტყვი რომ შეცდომები არ გაქვს სწორ წერაში, მაგრამ ჩავთვალე რომ სისწრაფის და მოუთმენლობის შედეგია, არა? თუმცა საგანგაშო არაფერი.
მიხარია რომ წერ.
თახვო.

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

მე
თეთრო შოკოლადო :) ისე, მე რომ მკითხო, ჩემი ზეგანვითარებული ტვინით - შავი შოკოლადი ჯობია, გემო უკეთესი აქვს, ფერიც - უფრო შოკოლადისფერი ;)
წავიკითხე.
ვერ გეტყვი რომ შეცდომები არ გაქვს სწორ წერაში, მაგრამ ჩავთვალე რომ სისწრაფის და მოუთმენლობის შედეგია, არა? თუმცა საგანგაშო არაფერი.
მიხარია რომ წერ.
თახვო.

გააჩნია რასთან ასოცირდება შენთვის შოკო(ზარმაცას სმაილი):დდდ
რაც შეეხება შეცდომებს...კი, ვიჩქარე, აზრები ერთად მომაწყდა და აღარ დავუკვირდი. მხოლოდ შინაარსზე ვკონცენტრირდი, მაგრამ ისიც არის, რომ არაა ეს ღრამაწიკული სისტორე ჩემი ძლიერი მხარე:დდდ ნამეტანი ბალღი ვარ და უკეთ რომ ვისწავლო, ეგეც მეზარება.
თუმცა, ისეთი შეცდომებიც არ უნდა იყოს, რომ კითხვა შეგეზაროს, ან შეგაძულოს:დდდდ(რა ვიტრიპაჩე...)
მეც უნდა მიხაროდეს?:დდდ
ალბათ, კარგია...რიავიცი.

 


№3 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ჩემი ალუბლის მინანქრიანი ტორტი ხარნშენ თეთრი შოკოლადით.
ისეთი მსიამოვნებდა კითხვა, და ბოლოს მარტივად ვიტყვი...
პირი დავაღე..
რატომ?
აი მართლა , რატომ?
გამისკდა ჩემი უსათუთესი გული..
რა იყო , რატო......??!!
როგორ შეგეძლო ?(ასე გემწარა?)
დავიხრჩვი .
ძალიან სასიამოვნო იყო , იმდენად თანახმა ვიყავი გაეგრძელებინა 1000 სი გვერდი თუ ასე ქარიზმატული ემოციები მოდივიდოდა.
აუ ძაან მომეწონა თან არ.
იმიტომ რომ ასე გამიწბილე ნეიტრალური დასასრულით , არც ცუდი არც კარგი...
"ერთადერთი , იმედი დარჩა , რომ მიტოვებს პოზიტივს...
მაგრამ ძალიან კარგი იყო..
აი რომ მომენატრა ისეთი.(:

 


№4  offline წევრი Chocolate from White Hell

სტუმარი Life is beautiful
ჩემი ალუბლის მინანქრიანი ტორტი ხარნშენ თეთრი შოკოლადით.
ისეთი მსიამოვნებდა კითხვა, და ბოლოს მარტივად ვიტყვი...
პირი დავაღე..
რატომ?
აი მართლა , რატომ?
გამისკდა ჩემი უსათუთესი გული..
რა იყო , რატო......??!!
როგორ შეგეძლო ?(ასე გემწარა?)
დავიხრჩვი .
ძალიან სასიამოვნო იყო , იმდენად თანახმა ვიყავი გაეგრძელებინა 1000 სი გვერდი თუ ასე ქარიზმატული ემოციები მოდივიდოდა.
აუ ძაან მომეწონა თან არ.
იმიტომ რომ ასე გამიწბილე ნეიტრალური დასასრულით , არც ცუდი არც კარგი...
"ერთადერთი , იმედი დარჩა , რომ მიტოვებს პოზიტივს...
მაგრამ ძალიან კარგი იყო..
აი რომ მომენატრა ისეთი.(:

მეც ზუსტად ეგრე ვიყავი..წერის პროცესი, ისე მსიამოვნებდა და ისეთ ნირვანაში მაგდებდა რომ წარმოვიდგენდი მთელი სიცხადით, რომ არ ვიცი...დასასრულმა, მეც სუნთქვა გამიჩერა. ვერ გავიმეტე ვერც კარგისთვის და ვერც ცუდისთვის, წითელი ქალბატონი..)))
რეალობაც ხომ ასეთია, არა?! ხან ცუდი ხდება, ხან კარგი, ხან კიდევ...ხან არაფერი და სიცარიელეა.
რომ გაგაწბილე, ბოდიში, ჩემო კარგო, მაგრამ რომ მოგეწონა, ძალიან მიხარია.

რაც შეეხება იმედს, რომელიც პოზიტივს გიტოვებს..ხომ იცი, გამოვანათებ ჩემი კვარახჭინობებით:დდ
აბა ისე ხომ არ დავტიებ?!

მებედნიერება, აქ რომ ხარ. მიხარიხარ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent