ნინო მიდოდაშვილი-ზაფხულის ღამეები
გაუსაძლისი სიცხეა,ბიცოლაჩემის აივანზე მერცხალი გარიჟრაჟს ელაპარაკება,სარეცხის გასაფენ თოკზე ზის და რაღაცს მეუბნება,ბავშვობიდან ვიცი,რომ ამ დროს უნდა წამოიძახო ,,ჩიტო კარგი ამბავიო,ჩიტო შენს პირს შაქარიო.." ქალაქში ციმციმებს გაუსაძლისი სიცხისგან გათანგული ლამპიონები და სადაცაა თავი მოეწვებათ,დაკარგავენ თავიანთ განათებებს.. აი დაიძრა და უკვე ვხედავ,როგორ ზანტად..გაუგებარი მოძრაობით მოდის ის ქალი.. ზაფხულის გაწურული ღამეები იყო.. დილით,შუადღეს..ხან საღამოსაც,ეს ქალი კვეთდა ჩემ წინ მანძილს და მე შემელო შემენიშნა ის.. ,,მე მგონი,ამდენის ატანაც არ შემიძლია_მეთქი" ვფიქრობ ჩემს თავში.. აქაურ ,,პატივმოყვარე" მეზობლებს,როცა თავს ვუქნევ გაუაზრებლად,საუბრისას სხვა რაღაცაზე ჩაფიქრებული..უზრდელი რომ არ ვეგონო,აი მაშინ მძულს ჩემი თავი.. ვნება დაკარგული,გალურსული ღამეები თენდება..ერთი,ორი,სამი.. მე ვერ ვფიქრდები,ადამიანს რა უნდა გაუჭირდეს ასეთი,მსგავს გზას რომ დაადგეს..და შეეგუოს ამ გზას. ცივი დილები იყო მაშინაც ვითომ,შუადღის სიცხისგან ვერ გაარჩევდი რიჟრაჟის ჰაერს. მეზობლები ამბობდნენ ,,არაწესიერი ქალიაო" მე კიდევ გონებაში ჩამრჩა,ვიღაც საწყალი გოგო..შესაბრალებელი ადამიანი,რომელსაც არცერთი ,,პატივმოყვარე" მეზობელი არ ესაუბრებოდა.. ,,მოიცა რა,ვიღაც ნამუსგარეცხილია .." მე კიდევ გონებაში ჩამრჩა,ვიღაც ქალბატონი,რომელსაც ერთ დროს ეძახდნენ ,,შვილოს".. მამა თავზე უსვამდა ხელს..დედა ელოლიავებოდა,ბებია სკოლის ნიშნებს ეკითხებოდა..თაყვანისმცემლებიც ყავდა ალბათ.. სარეცხის თოკზე მერცხალი გალობს.. ,,უკეთესი ადგილი ვერ იპოვნა ამ სილამაზემ,რომ იქ დაიმკვიდროს ადგილი მეთქი?" დავინტერესდი უხამსად.. მე მძულს სამყარო,სადაც ადამიანებს,გზების არჩევა და მათთან შეგუება უწევთ.. გარდაცვლილი კატის დაკრძალვა მინდოდა უწინ,რომელიც კორპუსთან გდია,მკვდარი. მოხუცი ქალი მიაბიჯებს სისხამ,საქონლის მოსაწველად..ვიაზრებ რა ლამაზია ადამიანი,როცა უყურებ როგორ მიაბიჯერ,როცა ზურგიდან უყურებ.. მე ვერ ვიგებ,ისეთი რა უნდა გაუჭირდეს ადამიანს,რომ ასეთ გზას დაადგეს და შეეგუოს ამ გზას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.