შემოდგომა
რა შორია მოლოდინი ახლა, ღამეები სისხლს ბოლომდე მწოვენ, მიმატოვე, აღარასდროს მნახავ ასე ყველგან მივიწყებულ პოეტს, უამრავი ფიქრი მოდის ჩემში, და წვიმები თეთრად წვეთავს ციდან, ცას ვგრძნობ როგორც დამწყვდეული მხეცი, გაბმული ვარ, და გაქცევა მინდა... წლები მიდის, მეც მეტყობა დაღლა, ცხოვრებასთან ვერ მოვნახე ენა, სიმარტოვე მიმაქანებს დაღმა და გზა და გზა მეკარგება რწმენა, საღამოა, ისევ მოდის ნისლი, ახლა ისევ იმ ქუჩაზე ვდგავარ, ჩუმად ვამბობ ლექსებს, უკვე სხვისთვის და უშენოდ აღარაფერს ვგავარ, რაც ვიყავი, აღარავის ახსოვს, შემოდგომაც ნაწყენია ოდნავ, აღარც მთვარემ მიმიკარა ახლოს, არც დრო მშველის, აღარც სხვისი კოცნა, ღამეები სისხლს ბოლომდე მწოვენ, დილით ხშირად მიბნედილი ვწევარ, მიმატოვე, იმედებიც მტოვებს ასე ყველგან მივიწყებულ მწერალს. Selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.