დარდები.
ერთ დღესაც, დილით, როცა თვალს გაახელ და წინა დღეს მომხდარს გააანალიზებ, მიხვდები რომ სიზმარი არ ყოფილა. მერე იტირებ, ბევრს იტირებ, იქამდე იტირებ ვიდრე ცემრლები არ დაგიშრება, დარდებს ამოაყოლებ, მაგრამ დარდი არ გაქრება. მერე ადგები და საკუთარ თავს სარკეში შეხედავ, შეხედავ რომ შეიბრალო. შეგებრალება საკუთარი თავი. ოთახის კუთხეში, ცარიელ საწოლს შეავსებ და იტირებ. იტირებ, ვიდრე არ დაგიშრება ცრემლები. გაგახსენდება წინა ღამით ოთახის კუთხეში შეყუჟული, ხმამაღლა როგორ ტიროდი და კიდევ ერთხელ შეგებრალება საკუთარი თავი. დარდი შეიძლება დროებით დაივიწყო, დარდი არსად ქრება, ყოველთვის თან დაგდევს და როცა მშვიდად მყოფს დაგიჭერს, მაშინვე გაგხსენებს თავს. მერე დაჯდები და ისევ იტირებ. იტირებ სანამ შეგიძლია. ასეა, შეხვდები ადამიანს, რომელიც ერთ ცა ვარსკვლავებს თვალებში აგიციმციმებს და ერთ დღესაც ყველა ვარსკვლავს ჩაგიქრობს. შენს საკუთარ ვარსკვლავებსაც ჩაგიქრობს და დაგტოვებს უკუნეთ სიბნელეში. მოვა, გრძნობებს გაგიღვიძებს, მიგიჩვევს, მიგიჯაჟვებს, გიჩუქებს და ერთ დღესაც სანაგვეში მოგისვრის. სანუგეშოდ გეტყვის, რომ სამუდამოდ არ გემშვიდობება. იმედს მაინც გიტოვებს. მერე, შენ ცხოვრებას გააგრძელებ იმედით, რომ დაბრუნდება და ვარსკვლავებს აგინთებს. ლოდინი უსასრულოა, და შენც უსასრულოდ ელი, ელი იმას, რისიც არ გჯერა. ადამიანი მიგატოვებს და ნახევარ სიციცხლეს გაატან, ნახევარი სიცოცხლით კი შენ აგრძელებ ცხოვრებას, ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით და ელი... მუდამ ელი.. არც შენ იცი რას(ვის) ელი მაგრამ, მაინც ელი. უსასრულოდ. ასე გადის თვეები, ნახევარი სიცოცხლით. შენ ცხოვრობ, მაგრამ არ ცოცხლობ. ყოველთვის რაღაცას(ვიღაცას) ელი. ადამიანები მიდიან, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებთ, დარდები არ ქრებიან. ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრებას, დარდებით და ვარსკვლავების გარეშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.