ხან ესეთი დღეებია
ხანდახან ასეთი დღეებია... ნაცრისფერი, უღიმღამოდ უფერული... ამ დროს “არაფერი” ვარ ან “ ვერაფერი”... ამ დროს ძალით ნათქვამ ,,გამარჯობასავით" გამოვიყურები, ან ცალმხრივ სიყვარულს ვგავარ, ან გაცვეთილი წიგნის ყდას, ან ობოლ ლეკვს თავშესაფრიდან, ან, ან, ან... ბევრნაირი ვარ მაგრამ არანაირი.... უბრალოდ ამოუხსნელი განტოლება ვარ, გაუშიფრავი კოდი, გასაქცევად გამზადებული სახელდახელოდ ჩაყრილი აბურდული ჩემოდანი ან წლების მიტოვებული სოფლის ქოხი, ბევრი მტვრით და აბლაბუდით.... არადა... ამ დროს ქალი ვარ, ქალი რომელმაც დიდი სიყვარული გავბედე.... იმდენად ვითავხედე, რანდენადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.... ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ “რამდენი” ვიყავი, ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ თითოეულ მათგანს შეეძლო ჰყვარებოდა ასე ძლიერად,ნამდვილად,უშიშრად. იქ,იმ გრძნობაში ქალი ვიყავი,ვინც ზრუნავდა,ვინც უსმენდა, გასცემდა და იღებდა, განიცდიდა, გული უჩუყდებოდა, მარტივად ტიროდა და მერე ბედნიერებისგან იღიმოდა... იქ მე ყველაზე ძლიერი ვიყავი ყველაზე გამბედავი, თავნებაც და თავხედიც.... ფიქრით-ნათქვამი, შეხებით-ნაგრძნობი, შეხედვით- ამოხსნილი გრძნობის შემოქმედი ვიყავი.... მთავარი რეჟიც, სცენარისტიც და მსახიობიც, ჩემი თეატრის ჩემს პიესაში... ჩემი მოყოლილი ამბით, ჩემი თამაშით და ჩემი მოქმედებით... თქვენი აპლოდისმენტებით, ბევრი ანშლაგით, ბევრი ტაშით, ბევრი ოვაციით... მერე დაშვებული ფარდით, კულისებისკენ ჩქარი ნაბიჯით, გასახდელის უხეშად მიხურული კარით.... .............. ისევ სიმარტოვით, ისევ ჩემი ფიქრით, ისევ შენზე ფიქრით, ისევ მონატრებით, მერე მოგონებით, მერე ოცნებებით, მერე???? უსასრულოდ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.