..❥..
ტკივილს მივეჩვიე...რამდენიმე აბ გამაყუჩებელს, ხარბად ვეწაფები ხოლმე და ყველაფერს იმ ორგანოებში ვტოვებ, რომლებიც ტკივილის ჟამს, მუდამ ჩემთან არიან. საიდუმლოს გაგიმხელ, გინდა? რა თქმა უნდა, გინდა. ეს ყველაფერი, დღეს დილამდე მეგონა, მაგრამ იცი რას მივხვდი? რაღაც უხილავი მჭამს, მტკივა, მაგრამ ყოველივეს დასაამებელი წამალი, ჯერ არ გამოუგონებიათ. შენი აზრით, არ იქნებოდა ერთი კოცნა საბოლოო სიმშვიდის წყარო? ვერ მიპასუხებ...არა და ისე მინდა...ისე მინდა შეგეძლოს, მაგრამ... ზოგჯერ, პულსს ვისინჯავ. მაინტერესებს, ისევ ისე გამალებით ცემს თუ არა, თუმცა...იმდენად სუსტია, ვერც კი ვგრძნობ მის არსებობას. ტკივილის სუნი, იმაზე მეტად ყარს, ვიდრე რომელიმე, უპატრონოდ მიგდებული, მკვდარი ცხოველის ლეში. ხედავ? ლეშს ვადარებ საკუთარ თავს, რომელიც ყველამ დაივიწყა, მაგრამ ყველა როდი იყო საჭირო...მხოლოდ შენ... ძველი წიგნიდან ამოგლეჯილ ფურცელს დაემსგავსა ჩემი სული. ის ისე გაიმეტეს ბუხრის მოგიზგიზე ალში დასაწვავად, რომ წარბიც არ გატოკებულა. ვიწვი...ბუხრის უსასრულო სიღრმეში ვიწვი და ჩემი ყრუ ღრიალი, არავის ესმის. საძილე აბებს ვსვამ, მაგრამ მხოლოდ სხეული იძინებს. გონება, კვლავ კვდომას განაგრძობს მოუშუშებელი ტკივილებისგან და ნელ-ნელა, შეგრძნებებიც ქრება. იკარგება...მხოლოდ ვსუნთქავ... ცივი სიო მელამუნება სახეზე. ჯერ ისევ ბნელა...დაახლოებით, დილის ოთხი, ან ხუთი საათი იქნება. კაბინეტში შევდივარ...ჭიქას ვისკით ვავსებ, ვსვამ და ვგრძნობ, თუ როგორ მიბუჟდება ტუჩები, რომელთაც კოცნის გემო დაავიწყდა. შეშუპებულ თვალებს, ვისკიან ჭიქაში ვუყურებ და ფილტვებს კვამლით ვივსებ. ნელ-ნელა, სიმთვრალე იჭრება ჩემში. ვგრძნობ, რომ ჰაერი ვხდები. მიმსუბუქდება სხეული და დიდი სურვილი მიპყრობს იმისა, რომ უკიდეგანო ზღვის სივრცეში შევცურო. გავცურო ნავით და დინებამ, შენამდე მომიყვანოს, მაგრამ იმდენად შორს ხარ... შენს სხეულზე, ჩემი ნაზად მოთამაშე ხელები მენატრება. გლუვი კანი და სიამოვენებისგან დახორკლილი სხეული...სიცივე იჭრება ჩემს სულში და მოქმედების უნარს მიკარგავს, როდესაც თვალებს ვხუჭავ და წარმოგიდგენ შენი მკვრივი და სავსე მკერდით. ცხოველური ჟინი მიპყრობს იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაგეწაფო და შეგიგრძნო. შევიგრძნო სითბო...სითბო, რომელიც ასე ძალიან მაგიჟებს და ჟრუანტელს მგვრის. ცივი ოფლი მასხამს, როდესაც სიამოვნებისგან და ნეტარებისგან დაღლილ ჩვენს სხეულებს, ერთმანეთზე დასვენებულს ვხედავ. ერთგვარი მირაჟი გახდი. გული მეკუმშება. სისხლი მიდუღს. მხოლოდ ვნების ტალღები მივლის და მთელ ორგანიზმს მიწვავს. შენი ვარდისფერი, სავსე და ტკბილი ტუჩები, რომელთაც სისიხლის გემო დაჰკრავს, ემოციების აფეთქებას იწვევენ. ჰო, აი, ასე შორიდან. თვალები...შავი..კუპრივით შავი, მაგრამ მზესავით ნათელი. შენი გახსენებაც კი მზარავს... სასიამოვნოდ მზარავს. რომ შეგეხო, ავფეთქდები? რომ შეგიგრძნო და ისევ ჩემი გაგხადო, ერთიანად შთავინთქმები მორევში? არ ვიცი...მხოლოდ ერთია ცნობილი-ტკივილამდე მჭირდები და მინდიხარ. შენი ღიმილი მენატრება. ისევ ისე იღიმი? ისევ...? მაგრამ არა. ახლა, ალბათ სხვა ზრუნავს შენს ღიმილზე. იქნებ...იქნებ ახლა უფრო წრფელია შენი გრძნობებიც? ისევ გსურს რომ ჭიქა ღვინით, გათენებამდე მომიყვე შენი გრძნობების, თავგადასავლებისა და ემოციების შესახებ? ალბათ არა. ეგოისტი ვარ. დიახ, ეგოისტად ვიქეცი. მხოლოდ ჩემთვის მინდოდი. მინდოდა, ის კაცი მომეკლა, რომელიც შენს გვერდზე ამაყად დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთი ვიყავი, გესმის? ერთადერთი, რომელიც შენს გვერდით წარმომედგინა. სხვისთვის ვერ და არ მეთმობოდი. ვოცნებობ...პატარა, სულელი ბავშვივით ვოცნებობ, რომელსაც სჯერა, რომ ზღაპარში-პრინცი და პრინცესა, საბოლოოდ ერთად იქნებიან... მაგრამ... ვისკის კიდევ ერთი მოზრდილი ყლუპი, რომელიც ერთიანად ყელს მიწვავს, მახსენებს რეალობას. იცი, იმდენად არ მწვავს ვისკი, რამდენადაც შენი მონატრება და სიყვარული. ისე შევეჩვიე ალკოჰოლს, სისხლიც კი ჩამინაცვლა. ერთად ვცხოვრობთ... დავიღალე. ქუჩებში მარტო სიარულითა და ყოველ ღამით, ბუხრის წინ საკუთარი თავის ლანძღვით...ფიქრებით, ემოციებით...ყველაფრით დავიღალე, მაგრამ როგორც შენ ამბობდი, გახსოვს? ამბობდი, რომ მშიშარა ვიყავი. იცი, მართალი იყავი. მშიშარა ვარ. იმდენად მშიშარა, რომ საკუთარ წამებასაც ვერ ვასრულებ... სასაცილოა. ოდესმე, ალბათ ისევ შეგეხები, მაგრამ შემდეგ რა იქნება? გამაგდებ? ღირსიც ვიქნები, თუმცა ისე წასვლას არ ვაპირებ, რომ შენი თბილი სუნთქვა და ცხელი ტუჩები არ შევიგრძნო. შეიძლება, უბრალოდ ტკბილ მოგონებადაც შეგინახო... სულ არ გემშვიდობები, არც კი იოცნებო. სასმელი თავისას შვრება, თორემ ისევ გავნაგრძობდი ჩემი ქვეცნობიერის უსასრულო მორევში ბოდიალს და შენზე მოგონებების ზღვაში ლივლივს... ........................................ სალამიით, ხალხოუ...როგორ ხართ? დიდი იმედი მაქვს რომ კარგად ხართ. მოკლედ, მოვედი ასეთი რაღაცით. აი, სულ სულ უბრალოდ შემომეწერა. პატარა მონახაზი მქონდა ისტორიის, მაგრამ ეს შემომექმნა. დიდად ემოციური და გულის ამათრთოელებელი არ არის, მაგრამ იცით რა მომენტია? რომ გეწერინება, გინდა დაწერო, რაღაცა შეფუთო ლამაზად და დადო, მაგრამ არ გიშვების ფიქრები და ნაბიჯს დგამ...ნაბიჯს, რომელიც სტიმულს მოგცემს და უფრო დიდისკენ გიბიძგებს-აი, ეს იყო ესეც. იმდენი ხანია არ დამიწერია სრულად და ერთი ამოსუნთქვით, დავმძიმდი. ამოვისუნთქე და იმედია, ნელ-ნელა უფრო გამიხშირდება სუნთქვაც. გელით, როგორც ყოველთვის. დიდი მოთმინებითა და გულის ფანცქალით. პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.