შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახსოვს თუ არ გახსოვს....


19-11-2021, 00:29
ავტორი სოფოკო
ნანახია 9 567

მახსოვს ძმის ყვირილი და კამათი რეალობაზე...
მახსოვს როგორ ვიფიქრე, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო...
მახსოვს როგორ გავიქეცი შეშინებული საპირფარეშოსკენ...
მახსოვს როგორ ვეჯაჯგურებოდი აბაზანის კარებს...
მახსოვს როგორ მეჭირა მისი სისხლით მოსვრილი მკლავი და შველას განწირული ვითხოვდი...
მახსოვს როგორ გადავიყვანე სააფადმყოფოში საკუთარი ხელებით...
მახსოვს როგორ შეიყვანეს საოპერაციოში...
არ მახსოვს მისი გამოსვლა...
მახსოვს როგორ გადმოვიღე ხელშეუხებელი კოლექციიდან პირველი ბოთლი...
მახსოვს მძაფრი სუნი, მწარე გემო, კარგი შედეგი...
მახსოვს როგორ მოყვა მას მეორე...
მესამე...
მეხუთე... თუ  მეექვს?...
მერვე...
მეცხრე...
მეთოთხმეტე... ხომ...
მახსოვს ხალხის გამოხედვა ჩემსა და კონიანის ბოთლზე...
მახსოვს ის ტკივილი, რომელიც თითქოს და ნელდებოდა...
მახსოვს გამოგხიზლება და კიდევ ერთი ჭიქა...
მახსოვს ათასჯერ აღებული და უკან დადებული დანა...
მახსოვს მილიონჯერ მანახი მისი ერთი და იგივე ფოტო...
მახსოვს ჩემი ძმის დაუვიწყარი ღიმილი...
მახსოვს ის და მეტი არაფერი...
მახსოვს მისი სიტყვები,  რომ რაც არ უნდა მოხდეს ვიცოცხლო...
მახსოვს პირობის შეუსრულებლობის გამო დაქცეული ღვინო და კედელს შელეწილი ჭიქა...
მახსოვს ჩემი ტირილისაგან დასიებული თვალები...
მახსოვს ფრჩხილებისაგან დაკაწრული სახე...
მახსოვს სარკესთან დებილივით მჯდომი ჩემი თავი..
მახსოვს მას შემდეგ პირველი ადგომა...
მახსოვს მას შემდეგ პირველი გარეთ გამოსვლა...
მახსოვს მას შემდეგ პირველი გაღიმება...
მახსოვს მას შემდეგ ხალხის ,,მხარდაჭერა"...
მახსოვს მას შემდეგ ,,ბედნიერი,, ჩემი თავი...
მახსოვს მას შემდეგ დალუქული ფოტოები...
მახსოვს მას შემდეგ წარსულით სიძლიერე...
მახსოვს მას შემდეგ ჩემი ძმა...
მახსოვს მას შემდეგ მისი სუნთქვა, მისი არსებობა...
მახსოვს...
მაგრამ მაინც ფეხზე ვერ წამოვდექი...
ვერ დავივიწყე ტკივილი, ისე როგორც გვჩვევია...
ვერ ჩამოვიშორე ცხოვრების გზიდან მტკივნეული წარსული...
თუ გგონიათ რომ რამე შეიცვალა, დამიჯერეთ, ისევ ისეთი დეპრესიული, ალკოჰოლიკი და გამოუსწორებელი ვარ, როგორიც გახსოვდათ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent