შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესორო ! აჰაა შენ ღვთაებრივი სიგიჟის ტკბილი მტვერი


22-11-2021, 03:04
ავტორი აიესმე
ნანახია 9 353

- რითი დავიწყოთ ? რა არის ის პირველი ნაბიჯები ჰარმონიისკენ ?

შენ ამ პირველი ნაბიჯებზე იმაზე მეტი ვიცი,ვიდრე შენმა წარსულის თავმა.რადგან შენ ხომ შეძელი ყოფნის გემო გაგეგო ? ესარის პირველი და უკანასკნელი ნაბიჯები.რომლითაც დაუსრულებლად მოგიწევს სიარული.მანამ სანამ უბრალოდ არ შეწყვეტ სიარულს.

- ანუ რომ მოვკვდები ?

მოკვდები ? არა,შენ არ მოვკვდები.

- რას ნიშნავს,არ მოვკვდები ? ყველაფერი კვდება ჩენს ირგვლივ,ჩვენი ჩათვლით.და შენ მეუბნები,რომ არ მოვკვდები ? როგორ.

არაფერიც არ კვდება ჩვენს ირგვლივ.ეს ყველაფერი შთაგონებაა.შთაგონება რომელიც გაიძულებს დაიჯერო სამყაროს ამაოებათა ამაოება.

როდესაც შენ იცი,რომ ერთ დღესაც აუცილებლად მოგიწევს სიკვდილი შენ ერთადერთი რასაც გეგმავ ამის განხორციელებაა.ეს შთაგონება გაიძულებს ყოველივე პროგრესული იდეა,რომელიც შენს არსებას ეხება,არ განახორციელო.

ამის მაგვირად დაემორჩილო კიდევ ერთ უდიდეს ბორტებას,რომელიც გაიძულებს მუდამ სიმშვიდის მდგომარეობის ძებნაში იყო,ვერ იპოვო იგი ვერსად და როგორც იტყვიან სამყაროს წყევლაში ამოგხდეს სული.სიმშვიდის ძებნას ყველა პასიურ მდგომარეობაში ცდილობს.რადგან ეს შეუძლებელია ! . თუმცა თუ შენ ყველა ამ შთაგონებას თავს დააღწევ გაიგებ იმას,რომ შენ,უბრალოდ არ შეიძლება,რომ მოკვდე.

- კი მაგრამ,როდესაც დადგება დრო,რომ ჩემი სხეული მიწაში გადამალონ და შეერიოს მას... მაშ ეს რა იქნება ?

ჯერ კიდევ ვერ გაიგე... თუ თავს არ დააღწევ მთელ ამ შთაგონებებს,მთელს... პატარ პატარა ნაწილების ჩამომტვრევით,ვერასდროს მიაღწევ ჩვენს უდიდეს მიზანს.შენი ფიზიკური სხეული,შენია.მაგრამ შენ როგორ შეიძლება,რომ ის იყო ? თუ შენ შენი ფიზიკური სხეული ხარ.მაშინ შენ,უბრალოდ მაიმუნი ხარ ! რომელმაც გემოვნება გაიღრმავა და ბანანის იქით დაინახა უფრო მეტად მომხიბვლელი საკვები.

- მაშინ არც მაიმუნია თავისი სხეული ასეა ?

მაიმუნი თავისი სხეულია.რადგან მასში არ არის ის ძალა რაც შენში.რასაც,რაც გინდა ის უწოდე.ცნობიერება-სული-მე-არსება საკუთარი თავის აღქმის უნარით დაჯილდოვებული. ვინაიადან ისინი არ აღიქვამენ თავს ისე როგორც ჩვენ და არ აქვთ ის მახასიათებლები რაც ჩვენ.ისინი მოვკდებიან.მაგრამ ამგვარად ჩვენც მოვკვდებით,რადგან მაქსიმალურად ვემგვანებით მათ და რა თქმა უნდა,თუ არ იქნება არანაირი განსხვავება შენსა და მაიმუნს შორის,შენ მოკვდები.

- აბა რაზე მელაპარაკებოდი წამის წინ,როცა მითხარი არ მოკვდებიო ?

შენ არ მოკვდები თუ მთელ ამ ეკალბარდებს თავს დააღწევ.თუ ამას არ იზავ,შენ ვერ გაიგებ ამ ხედვით რატომ გესაუბრები. ყველა დაინახავს,რომ მოკვდი . დიახ ყველა და შენ მართლაც მოვკვდები.შენ კი არ გეცოდინება,რომ მოკვდი. და განაგრძობ სიცოცხლეს ისე როგორც ამას აქამდე აკეთებდი.იქნები მკვდარი !

- ახლა მკვდარი ვარ ?

თუ ამ სამყაროში ხარ,მაშინ მკვდრებს შორის ხარ.რადგან ასეა,მაშინ მკვდარი ხარ.~

- სიკვდილი,რომელზეც შენ საუბრობ ძილს უდრის ?

შენ მშვენივრად გაიგე ის,რომ მთელ დედამიწაზე მყოფი,გონიერი არსებები ცრუ ნებით არსებობენ მთელი თავისი ეგრეთწოდებული "ცნობიერი" ცხოვრების განმავლობაში.ეს ისაა რასაც ეშმაკის ცდუნება ჰქვია.ეს ის დიდებული ტყუილებია,რომელსაც ადამიანი თავად ქმნის თავის თავზე და იჯერებს მას.მაშინ როდესაც კაბრიოლეტით მიჰქრის და თავს უბედნიერეს და უძლიერეს არსებად აღიქვამს,მთელი თავისი ნაყარ ნუყარი საგნების ქონით.

- მაშინ რა არის ნამდვილი ბედნიერება და ძლიერება ?

უნდა გაიგო,რომ ბედნიერებისა და ძლიერების წვდომა.ყოფნის გარეშე შეუძლებელია.რადგან ყოველივე ძლიერება და ბედნიერება ფიზიკურ სხეულში მიმდინარე რაღაც რაღაც ნივთიერებების გამომუშავებას ემყარება.ეს არის ჩვენთვის ნაცნობი ძლიერება და ბედნიერება.მაგრამ მკვდარი გინახავს ძლიერი ან ბედნიერი ?

- მაშ რა უნდა ვქნა,რომ გავცოცხლდე ?

იგემე ღვთაებრივი სიგიჟის მტვერი,რომელიც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ჩვენ შორის იფრქვევა.აჰაა

მაგრამ იმისათვის,რომ გაიგო ამ მტვრის გემო და ძალა, საჭიროა მტვრის,რომლის მიღებაზეც ასე ხარ დამოკიდებული,დროებით შეწყვიტო.თავიდან რაღაც განსაზღვრული დროის განმავლობაში გონივურულად.შემდეგ კი შენი სურვილისა და მიზნების შესაბამისად მოიხმარ უწინდელ ჯოჯოხეთის მტვერს.

- ანუ რას მეუბნები ვერ გავიგე.

გეუბნები,მთელ დედამიწაზე რამაც შეიძლება,რომ დაიპყროს შენი ყურადღება და იქცეს სურვილად ან მიზნად.ეს ჯოჯოხეთის მტვერია.~

- აბა რა ვქნა ?

არ უნდა შეისუნთქო მთელი ეს ნაგავი,რადგან იგი სიკვდილის გზაზე გატარებს.ხომ ხედავ მთელ ამ ძალთა ქმედების ამაოებას ? როგორ აღგაგზნებს რაღაც,მიილტვი მისკენ,მიიღებ და აი

საოცრება

რატომღაც კარგავს იმ მიზიდულობასა და იმ ხიბლს რა ძალაც გააჩნდა.არასდროს გიფიქრია რატომ ? რატომ არ შეგიძლია იმ სიამოვნებების გამუდმებით კეთება რაც საერთოდ სიამოვნებას განიჭებს ?~

- აჰაა...

აჰაა,ეს დიდებული ტყუილია.არ იხმარო ამის გასაგებად სიტყვა ულიზია.რადგან ილუზია თავის თავში ტყუილს ატარებს.ხოლო ტყუილი,უბრალოდ ტყუილია.~

- ესეიგი მთელი ჩვენი ქალაქი,პლანეტა და ირგვლივ ყველაფერი ეს,უდიდესი ტყუილია ?

ასე მარტივადაც არა. ეს დიდი,მძლავრი,დიდებული ტყუილია !

- მაგრამ ვის სურს ეს ? ვის სურს რომ ტყუილში გვამყოფოს... ?

ისწავლე ფასეული კითხვების დასმა.~

- ეს როგორ გავაკეთო ? რას გულისხმობ.

აი,ამ წამსვე მიიღე პასუხი თუ ვინ ქმნის მთელ ამ დიდებული ძალის ტყუილებს.შემდეგ ? ალბათ შემდეგ იკითხავ თუ რატომ ქმნის ის ამას.რა სჭირდება ჩვენგან და ასე შემდეგ...
საქმე სწორედ ამაშია,შენ არ უნდა გადარდებდეს ამას ვინ აკეთებს.არამედ უნდა ფიქრობდე იმაზე თუ რა უნდა მას შენგან.

- კი მაგრამ,როგორ გავიგებ რა უნდა ჩემგან ?~

ძალა...მას ძალა უნდა.რომელსაც შენ მრისხანებას,ტყუილ სიყვარულსა და ნებისმიერი თითის გატოკებისას ხარჯავ.

საერთოდ არ იქნება შენთვის გაუგებარი იმის ახსნა,რომ ყველა არსება რაღაცას ასხივებს.რომ ალბათ არც ის იქნება გაუგებარი,რომ შენი ნებისმიერი დაძაბულობა ან სხვა,ენერგიის ხარჯებთან არის დაკავშირებული. ის ყველა საწყალმა ფილოსოფოსმა იცის,რომ ეგრეთწოდებულ სამყაროს დიდ ყუთში,არაფერი არ იკარგება . მაშ სად მიდის შენს მიერ გამომუშავებული და დახარჯული ენერგიები ? თუ იგი არ იკარგება ?

- სად,სად მიდის ?

არ დამიჯერებ...

- მიდი მითხარი...

ვამპირებთან,რომელთაც დიდი ეშვები და კლანჭები აქვთ !

- რაა ?

ნუ იქნები გულუბრყვილო... შეხედე ადამიანის,ანუ კაცობრიობის მთელ ისტორიას.და გაიხსენე ეგრეთწოდებული ჯადოქრების დასჯის უმკაცრესი მეთოდი ! მათი წვა.და გაიხსენე მსხვერპლთშეწირვის იდეა ! როგორ ფიქრობ,მათ სხეულებში განთავსებული ენერგია სად მიდიოდა ? მაღლა ცაში ? ზეცაში თუ მარსზე ? ჩვენთვის ცნობილ,უკეთილშობილეს ღმერთთან ?

- მგონი ვხვდები...~

არა,მინდა ღრმად ჩასწვდე მთელ იმ საცოდაობას რომელსაც ამ არსებებს აიძულებდნენ.რასაც ომი ქვია. რა ხდება ომში ? შენ არ შეგიძლია მშვიდად,წყნარად და აუღელვებლად იომო.

- არა რა თქმა უნდა.მთელი არსებით კანკალებ,გეშინია და იბრძვი !

სწორია,ხოლო დაძაბულობა შობს დაღლილობას იმიტომ,რომ რაღაცას კარგავ...

- აჰჰაა,ეს კი ძალაა ასეა ?

ასეა.

- და რაში სჭირდებათ მათ ეს ძალა ?~

არ დამიჯერებ !
რათა იბატონონ.ჩვენ კი საუკუნო მონობაში გავატაროთ სიცოცხლე.მათ შექმნან,იფიქრონ ის თუ როგორ ვიცხოვროთ და ჩვენ,შემდეგ,ვინმე „ღმერთი“-ის თუჯის შეჯახებაზე ვხარჯოთ ენერგიის უკანასკნელი წვეთები.

- საკუთარ თავს.კარგად მოვლივ ცხვარს ვადარებ...~ რომელიც ყვირის „მეე..“ „მეე“

ის დაინახე...თუ სადამდე მიდის ყველაფერი.როგორ შეიცვალა მონობის ბერკეტები.უწინ მონამ თუ იცოდა,რომ მონა იყო,იგი ან ეგუებოდა ან თავს იკლავდა.ანდაც ყველა საშუალებას ნახულობდა რათა გაქცეულიყო ბატონისგან.~ ~

- და ახლა ?

ახლა ? , ჩემო ძვირფასო მიმოიხედე. მონები ფიქრობენ,რომ ბატონობენ ! ~

- რა საშინელებაა... გულისამრეობა და საცოდაობა.ჭეშმარიტად ასეა !~

ეს კიდევ არაფერი.ბატონმა როგორც ჩანს უგენიალურეს ხერხს მიაგნო.ეს კი ისაა რომელიც სხვა არაფერია თუ არა ვოლიერი !~

- ზიზღმა შემიპყრო.~

როგორ მოექცეოდი იმ მონათა კათეგორიას,რომელიც მაშინვე,პირველივე შესაძლებლობის თანავე,სხვებსაც აგებინებდნენ მონობის შესახებ და ან გარბოდნენ ან თავებს იხოცავდნენ ?

- ალბათ დავხოცავდი .~

ნწ,მათ იმედი მიეცათ ! გესმის ? იმედი,რომ ხვალ-ე რაღაც შეიცვლება.შეიცვლება მომავალი !~

- მართლა ასეთი უიმედო მდგომარეობაა ?

არა,არ არის უიმედო მდგომარეობა.მაგრამ რა არის იმედი ?

- ალბათ რწმენა.-კი მაგრამ რა უნდა გავაკეთო რომ ამ მონობას თავი დავაღწიო ?

უნდა მოკლა შენში მონა !~ გესმის ?

- არა,ვერ ვხვდები ეს როგორ უნდა გავაკეთო. ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა მდომებოდა,ეს ხომ ამ სამყაროს ფარგლებს არ გასცდენია. რა ვქნა ?

ამაზე ვისაუბრებთ.მაგრამ ახლა იმ ადამიანთა კატეგორიას შეხედე.მხოლოდ არა ახლანდელებს.და არც ისე ძველებს.რელიგიის მსახურთ შავი ტანისამოსით.

- ამას რა მნიშვნელობა აქვს ?

ამას ჭეშმარიტად ყველაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ვინაიდან ჩვენ ყველა ვასხივებთ და ამ გამოსხივებას სპეციალურად ორგანიზებული ორგანო ისთვისებს.არსებებმა რომელსაც რაც გინდა ის უწოდე,მიაკვილეს გამოსავალს.და ეს გამოსავალი საკუთარი გამოსხივების ბლოკირებაა.შავი შემოსვით,ამის დახმარებით.

- გული ცუდს მიგრძნობს...

რა თქმა უნდა,რადგან ახლა იცი ჭეშმარიტად შავკანიან ხალხს რატომ დაემართათ ის რაც დაემართათ.

- მაგრამ მეცნიერები....

შეეშვი მათ ! ისინი ჯოჯოხეთის მსახურნი არიან.ისინი მთელ ამ ამაოებაში მთელ თავიანთ ძალღონეს ხმარობენ რომ ამ ამაოების ხარისხი იმდენად გაზარდონ რომ აჰა,მთელი უნივერსუმის სურათი მოგცეს,სადაც შენ ჭიანჭველაც კი არ ხარ ! ანუ,რომ სრული არარაობა ხარ !

- ასეა ეს კი სინამდვილეში ?

რა თქმა უნდა,ეს ასე არ არის და ვცდილობ რომ ამაში გაგარკვიო.

- ესეიგი გინდა,რომ შავი ტანისამოსით შევიმოსო,რადგან ჩემი გამოსხივება გარეთ,ამ სამყაროში არ გავრცელდეს ?

არა,მე ეს არ მინდა მანამ სანამ,კეთილ,ამაღლებულ გრძნობებს არ აღზრდი შენში.

- ამიხსენი...

საქმე იმაშია,რომ სწორიც არის,დაუსვა შენ თავს კითხვა.თუ კი გამოსხივებას რომელსაც შავი ღობე არ მისცემს საშუალებას რომ გაიჭრას დიდ გარეთა სამყაროში,მაშინ სად წავა იგი ? სად და იგი შენს შინაგან სამყაროში ჩაიღვრება,ანუ შენს სულში.სულში რომლიდანაც იბადება ყველა შენი აზრი და წარმოდგენა ყველასა და ყველაფერზე,თვით საკუთარ თავზეც კი ! და წარმოიდგინე თუ უკონტროლი და ნერვოზული ტიპის ხატებას დაატარებ,იცი ყოველივე ამის შესახებ.და აკეთებ ამას,როგორც მიზანს,რომ ენერგია დააგროვო და რაღაცად იქცე , „ანუ იმად რაც ნებისმიერი ადამიანის აღქმაში უნდა ყოფილი ადამიანი,ასე ვთქვათ ქმნილებათა გვირგვინი ! მსგავსი ღვთისა.“ გეუბნები იმას,რომ შენივე მავნე გამოსხივება შენვე გაგანადგურებს.

- მაშ რა უნდა ვქნა ?

ნელ-ნელა და ძლიერად უნდა შეცვალო შენი ხედვები.საკუთარ თავზე,სამყაროზე,არსებებზე.მისწრაფებებზე და საერთო ჯამში ჩაახშო და გაანადგურო ნებისმიერი არაჰარმონიული,უსიამოვნო და უკონტროლო გამოვლინება შენში რომელსაც შეამჩნევ,აირჩიო უმაღლესი ზნეობრივი განვითარების პროცესი,შეუდგე ამ გზას და ნელ-ნელა ისწრაფვოდე ჭეშმარიტი ჰარმონიისაკენ და საბოოლოდ მიაღწიო მიზანს.და აი ყოველივე ამის შემდეგ,როდესაც შენში მავნე გამოსხივების გამოფრქვევას შეცვლი ამის სრულიად საპირისპირო,ანუ რაც ყველა დროში სიყვარულისა და სიკეთის სახილით იყო ცნობილი.აი ამის შემდეგ შეგიძლია შეიმოსო.

- კარგი.წარმოვიდგენ რომ ყველაფერი შევძელი და ახლა,ჩემს არსებაში ვაგროვებ ყოველ მშენიერ გამოსხივებას და ძალას.რა მოხდება შემდეგ ?

შენ უდიდესი აფეთქებისთვის მოემზადები.

- და რა იქნება ეს აფეთქება ?

ტრანსფორმაცია.

- რა ტრანსფორმაცია ?~

შენ შავს თეთრით შეცვლი.შენ გახდები რაღაც ! და ეს რაღაც,ქვეყნიერების ბნელეთში თავისი ნათებით შეაწუხებს სიბნელის მსახურთ,ხოლო ვისაც სიცივე და სინათლე სწყურია.თავისთავად წყარო გახდები მათთვის.

- და მერე მე რა ?

შენ ცოცხალი იქნები მკვდრებს შორის.

- ჰოო... უხეშად გამომივიდა,ბოდიში.გამომასწრო ვერ შევაკავე.

დღეიდან,უნდა დაიწყო ამ მტვრის რაც შეიძლება ხშირად შესუნთქვა და შეაგროვო მასალა,შენი ხელმეორედ დაბადებისთვის.

- როგორ გავიგო მასალა,რომელზეც შენ საუბრობ სად და რა არის ის ?

ამის პოვნა არ გაგიჭირდება,ეს ყოველივე იქნება რაც საბოოლო ჯამში უმაღლესი ზნეობრიობის,სიყვარულისა და სინათლის საცრელში,გაცრას შეძლებს...

- იქნებ ცუდი ავირჩიო ? მერე ?~

ცუდი ? როგორ აირჩევ ცუდს ჩემო სიხარულო... როგორ ? შენ ერთადერთი არჩევანი გაქვს.სიყვარულო ! ეს სიყვარულია,ნათელი და კარგი.

როგორ შეგიძლია საკუთარი თავი დაარწმუნო,არაჰარმონიულობის დროს რომ შენ კიდევ შეგიძლია არაჰარმონიულობა აირჩიო ? რა თქმა უნდა შეგიძლია შენ ეს გააკეთო მაგრამ ვის ავნებ ? საკუთარ თავს გაანადგურებ.ანუ ბოლოს ფსიქიატრიულში მოხვდები.

- არა მე მინდოდა მეთქვა,რომ....

შენ გინდოდა გეთქვა,რომ ქცეულიყავი მხეცად ? და ადამინათა ცხოვრებისთვის ზიანი მიგეყენებინა !~ ნუ ღელავ.მათ ვერას ავნებ.რადგან....

- ვიცი,ვიცი მართალიც ხარ ! მაშ საბოლოო ჯამში როგორ დავიწყო ?

იფიქრე ამაზე ხშირად.რომ შენც საკვები ხარ ! რომ ყველანი საკვები ვართ.რომ უმოწყალოდ გვწურავენ და გვიყენებენ.როცა ამის სრული შეგნება გექნება.და ამასთან ერთად შენ თავთან იქნები და არ დაკარგავ მას...დააგროვებ ძალას, ეგრეთწოდებულ ნებისყოფას.და ახლა შენ შეგიძლია მოიგონო ათასი ხერხი მის მოსაპოვებლად რადგან იცი,ის უნდა აკეთო რაც არ გინდა ! და არა ის რაც გინდა.აი ამის შემდეგ,როდესაც ამ ყველაფერს სინათლისა და სიყვარულისკენ სვლის,დაუოკებელ წყურვილს გაიჩენ უკვე შენი ნებით, და შენ აღარ იქნები არსება,რომელიც მავნე გამოსხივების მატარებელ არსებად ჩაითვლებოდა... ამის შემდეგ,მხოლოდ ამის შემდეგ,მოგეცემა სხვა საფეხურები !,რომელთა გავლაც,მხოლოდ უმაღლესი ზნეობის,სიყვარულისა და ჭეშმარიტების მაძიებელ „სულს“ ძალუძს...

- ხომ არ აჯობებს,რომ ყველაფერს გავეცალო მაქსიმალურად ?

არა,შენ იქ უნდა დაიწყო გარდაქმნა სადაც “დაიბადე და გაიზარდე“.ამ გარემოში,შენ შეხება გაქვს 100-დან 99-შემთხევაში მავნე გამოსხივებასთან,შენ ამ ყველეაფერს კი არ უნდა გაექცე.უნდა დასძლიო და გარდაქმნა ისინი.შენ,ამ ჭაობში უნდა აღმოცენდე სხვა გზა არ არსებობს.

- რატომ ?

თუ შენ ძალის იმ ადგილებს მიატოვებ სადაც მთელი ეს მავნეობანი ხდება,მაშ მითხარი როგორ გეცოდინება ის,რომ შენ მათზე გაიმარჯვე და უკვე ძლიერი ხარ ? შენ გექნება ამის წარმოდგენა,რომ ეს სწორედ ასე მოხდა.წახვალ მონასტერში ან მიუწვდომელ მთაზე დაიდებ ბინას.ჩამოხვალ ხეობაში და ყველაფერი კვლავ დაგსვრის ! გაანადგურებს შენს მთელ მაღალ წარმოდგენებს. დააკვირდი შენი აზრებისა და წარმოდგენების ცვალებოდას.ერთ წამს სიყვარული შეგიპრყობს მაღალ,ძლიერ წარმოდგენებზე სიკეთესა სინათლეზე,მთელი კაცობრიობის კეთილდღეობაზე და მეორე წამს ყოველივე არარაობად და ამაოდ მიგაჩნია.თვით საკუთარი თავიც.მოკლედ ფეხი არ მოიცვალო ! იქ აღმოცენდი სადაც ხარ.

- რა იქნება შემდეგი ნაბიჯები ?

შემდეგი ნაბიჯები არ იქნება თუ საკუთარ თავში საკუთარი თავის სრული არარაობისა და ამაოების შეგრძნება კვლავ იარსებებს შენში.უნდა გაჩნდეს ყოველივე ამაზე ამაღლებული გრძნობა.

შეეშვი საკუთარი თავის განსაზღვრას ! არა და არა ! არ შეუქმნა შენ თავს ჩარჩოები !

იქამდე გაწელე შენი ფანტაზია სადამდეც საერთოდ შეძლებ.როგორც კი დაინახავ,რომ ეს ბოლოა და ვეღარ მიდიხარ ამის მეტს ! უცბადვე მორჩი საკუთარი თავის განსაზღვრას რადგან ეს შეუძლებელია ! ამიტომ ვუკუაგდებ იდეას,ღმერთზე ! რადგან მათ განუსაზღვრელი ძალა,შემოსაზღვრეს !

გესმის ?

- ძალიან,ძალიან მშვენივრად მესმის !

მაშ მიდი,ნელა იჩქარე ! ქვა ქვაზე დადე და აღმართე დიდებული ტაძარი შენში.ტაძარი რომელიც უმაღლესი ჰარმონიის წყაროდ იქცევა ! ვიცი,არ აირჩევ ყოველივე ამის საპირისპიროს.რადგან ეს არც კი შეგიძლია.სინათლეში სხვაგვარად დაიწვები !
თუ კი ბნელეთის ბატონობა ამდენად მძლავრია რასაც ხედავ ? მაშ სინათლე,რომელიც წვავს ის რაღა იქნება ?

- მოიცა,რა ? ახლა მიდიხარ ?~

ჯოჯოხეთის მტვერმა დაკარგა ძალა.ჩემი წასვლის დროა.დავბრუნდები !

მიიღე ჩემი ღვთაებრივი სიგიჟის ეს ტკბილი მტვერი ! დათვერი მისით. მერე კი მთვრალმა ჩვენ,ბნელში მყოფი აღქმები და გრძნობები შევაწუხოთ !~




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent