პროფესორო ! აჰაა მტვრის მოქმედების ძალა
ყოჩაღ ! მშენივრად ართმევ ყველაფერს თავს.ვხედავ მონას,რომელსაც თვალები უბრწყინავს სიბნელეში.ის ხომ გაქცევისა და საოცარი ქმედებების განსახორციელებლად ემზადება.უჩუმრად. - თავს მშენივრად ვგრძნობ ! ფანტასტიურად.მას შემდეგ რაც შევძელი ყოველივე ამაოების შემჩნევა,მისი უკუგდება,თითქოს რაღაც გამონთავისუფლდა ჩემში. ეს სწორედ ისაა რაზეც გესაუბრებოდი. შენ ნაგავს ყრი და აღარ გაწუხებს მისი მყრალი სუნი ! - ეს მართლაც ფანტასტიურია ! ახლა რა ვქნა ? რა არის შემდეგი ნაბიჯები ? ახლა მინდა წარმოიდგინო უშეველები მთა ! თანაც ისეთი,რომელსაც ბოლო არ უჩანს. ახლა კი ასევე წარმოიდგინე კიბის საფეხურები,ამავალი „ცისკენ“ რომელსაც ასევე არ უჩანს ბოლო. - ვხედავ,ვხედავ... სანამ მოგაკითხავდი,შენ ხეობაში იყავი.ორმო ხომ გახსოვს ? - აღარც კი მჯერა,რომ იქ ოდესმე ვიყავი ! რა თქმა უნდა,შენი მთელი წარსული ნელ-ნელა სასაცილო სიზმარს დაემსგავსება. - ზუსტად ! თითქოს ასეც იყო.თითქოს სიზმარში ვიყავი სადაც ყველა და ყველაფერი მოქმედება ჩემზე.ახლა კი რაღაც შეიცვალა... ახლა შენ მოქმედებ შენ თავზე ! ეს იმ ძალის დამსახურებაა,რომელიც საკუთარ თავში ყოფნის ბრძოლისას მოიპოვება. და მას ვერაფერი შეედრება.ის არის ნამდვილი ზე “თავისუფალების“ შეგრძნება. მხოლოდ ამ მთის მწვერვალში მდგომს,შეგიძლია ყოველგვარი რწმენისა და ღვთის შიშის გარეშე გაუწოდო მეორე ლოყა ,მაშინ როcა პირველ ლოყაში დაუმსახურებლად აგაწნავენ ! მხოლოდ ამ მთის მწვერვალზე გელის მდგომარეობა,რომელშიც გეყვარება არსება,რომელიც დღედაღამ გამუდმებით შენს განადგურებაზე იფიქრებს. - რა არის ამ მიუვალ მწვერვალზე ? რა არის იქ ? იქ სიყვარულია თანდართული მწუხარებსთან ერთად.იქიდან ხომ მშვენივრად ჩანს თუ რა ხდება კიბის დასაწყისში ? როგორ არიან მიჯაჭვულები ადამიანები მიწას.იქიდან მთელი ხეობა ჩანს ! მხოლოდ იქ მყოფს შეგიძლია,გაჰყვე ორჯერჯერ მეტ მანძილზე მას ვინც სადმე გაყოლას გაიძულებს.იქ... იქ აღქმის შეუზღუდაობაა.იქ ძალაა.იქ არის საჩუქრის პირვანდელი სახე ! ახლა მის აწყობას უნდა შევუდგეთ,რომელიც დაშლილ მდგომარეობაში დაგვახვედრეს. - მაშ,როგორ შევდგა პირველ საფეხურზე ფეხი ? სიხარულო...შენ უკვე პირველ საფეხურზე დგახარ.შენ მაშინ შედგი პირველ საფეხურზე ფეხი როდესაც საკუთარი თავის უარყოფა შეძელი ! მაშინ როდესაც შენში ცხოველურ მოთხოვნილებებზე,კეთილსინდისერად იღებდი პასუხისმგებლობას და აკავებდი მას.ეს მაშინ მოხდა როდესაც შენ აქ იყავი.აქ ! ამ დინებაში,და ამავდროულად არ ეკუთვნოდი ამ დინებას.შენ ხომ ნერგებს უვლიდი,რომელიც მე გადმოგეცი.~ - .... არა,არაფერი თქვა,სიხარულო.უბრალოდ მყარად იდექი,მყარად ! რადგან როგორ სიმაღლეზეც არ უნდა ახვიდე გეშინოდეს,რომ პირველი საფეხური არ ჩამოინგრეს.რადგან თუ კი ეს მოხდება,იქ,ზევით ! შენ ვარდნა გელის.~ამიტომ რადგან გაიღვიძე,იბრძოლე,რომ აღარასდროს დაიძინო.რადგან პირველ საფეხურზე მყარად დაგიდგია ფეხი,დააკვირდი რომ არ განიცადოს მოშ₾ა ! თუ პირველ საფეხურს რაიმე დაემუქრება,ნებისმიერი არსების ბოლო ამ გზაზე,კარგად ორგანიზებული დაწესებულებაა,რომელსაც ფსიქიატრიული ჰქვია ! ეს უმთავრესად ყველაზე უბრალო და თვითკმარ ჭეშმარიტებად მიიღე ! - მე უბრალოდ მადლიერი ვარ შენი !~ არა,ეს მე ვარ მადლიერი შენი.რადგან სინათლისკენ ისწრაფვი,მის მოსაპოვებლად,რადგან შენს მეზობლებს,გვერდით მჯდომთ,მოუტანო იგი,როცა მას საკმარისი რაოდენობით მოიპოვებ. - ასე ვთქვათ... პირველი კიბის მოთხოვნილებები სრულად დავაკმაყოფილე ? თითქმის.შენ ეს როგორც გითხარი მაშინ გააკეთე როდესაც შენ თავს უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადე.მაგრამ ესს,ბრძოლა,რომელსაც საკუთარ თავთან გადიხარ,ნაყოფიერი და მრავლის მომცემი რომ იყოს,საჭიროა განაგრძო სვლა და განაგრძო პირველი კიბის „“გამოკვება“ რომ როგორც გითხარი არ ჩამოინგრეს იგი. - მე აღარ ვაპირებ,ნაგავში დაბრუნებას.ნუთუ პირველი კიბის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ არის ? საკმარისი არის,მხოლოდ იმისთვის რომ შენი მკერდი რამოდენიმე საფეხურით ასწიო მაღლა ! მაგრამ ვინაიდან გადავწყიტეთ მთელი ეს მწვერვალი დავიპყროთ,ამისთვის კიდევ უფრო დიდი ძალისხმევებია საჭირო. - რა უნდა გავაკეთო ? შენ ახლა კეთება უნდა დაიწყო !~ - ხომ იცი... საჭიროა ამიხსნა. აი მაგალითად,აიღე ფურცელი და ყოვლად უაზრობა გააკეთე - მაგალითად ? მაგალითად 60 წუთის განმავლობაში,საკუთარ თავს შესძახე,რომ მოწყდები ყველა საქმეს და რომ ვერაფერი ვერ შეგიშლის ხელს და აიძულებ შენ თავს,მთელი ამ საქმის კეთების უაზრობისა და ამაოების მიუხედავად გააკეთო ეს,და დაიწყე ამ ფურცელის ერთი ასობგერით გავსება ! - რა უაზრობაა... სცადე ! თუ გსურს,რომ მეორე საფეხურზე შედგა ფეხი,მთელ შენს ცვლილებებთან ერთად ეს უნდა გააკეთო. - და რას მომცემს ეს მე ? შენ ეს მუშაობის საშუალებას მოგცემს,რომელიც აუცილებლად მოგიწევს. - ამის გარეშე არ გამოვა ? არა,იმისათვის რომ საკუთარ თავზე ნაყოფიერად შეძლო მუშაობა.ამისთვის საჭიროა რომ სამუშაოს შესრულება შეგეძლოს.და შენ უნდა შეძლო ისეთი საქმეების კეთება,რომელიც ყოვლად უნტერესო და უაზრობაა შენთვის.აი მაგალითად დაშალო და დაახვიო ძაფი ! ... მოკლედ ყოველივე ამაო,არაფრის მომცემი საქმე ! რომლის დროში კეთებაც მოგიწევს.მისი განმეორების სახით.ანუ მისი მომაბეზრებლობის სახით,რომელიც არ მოგცემს სიამოვნების მონიჭების უფლებას. - და ეს რას მომცემს ? ეს მოგცემს იმას,რომ შემდგომში იმ სამუშაოზე,რომელზეც უნდა იმუშაო,შეძლო მუშაობა. - აჰაა,მე ეს შევძელი ! გავაკეთე რაც მთხოვე.მაგრამ ახლა იცი რას ვფიქრობ ? და რას ვგრძნობ ? ამას აღარასდროს ვიზავ ! სწორედ ეს მინდოდა ეს . მაშ,აღარასდროს გააკეთებ ამას ? ~ - არა,არასდროს ! სიძულვილიც კი დამეუფლა ამ უაზრობის კეთებაზე. აჰაა.ეს მათი ბერკეტია ჩემო ძვირფასო. - რაა ? რატომ ივიწყებ მათ,ვინც მთელ ამ ყველაფრში გვაიძულებს ყოფნას ? რატომ ? ეს მათი ბერკეტია - მეთქი,რომ გეუბნები ასეა ! ეს მათი შთაგონების ნაწილია.სიძულვილი რომელიც შენ იგემე.კარგია რომ ეს პირველივე ცდაზე მოხდა.რადგან შესაძლებელია,სხვას მეორეჯერ და მესამეჯერაც გაეკეთებინა,მაგრამ ვერ ეგრძნო.მაგრამ ის სხვაც,ზუსტად იგივეს განიცდიდა დავუშვად მეთერთმეტე მცდელობაზე. - რატომ ხდება ასე ? იმიტომ,რომ მათ შრომის სიძულვილი გვასწავლეს ! შრომის გარეშე როგორ გინდა მთის მწვერალზე მოვხვდეთ ? ან ძალისხმევების გარეშე ავიაროთ ეს კიბე... სადღაც მიუვალ ადგილას,ზეცისკენ რომ არის აღმართული ? . მხოლოდ ასეთი საშუალებების გამოყენებით შეგიძლია,რომ ახვიდე ამ კიბეზე.მხოლოდ ამით. - და სადამდე ვაკეთო ? როდის შევწყვიტო ? საკუთარი ნებისმცდელობები არასდროს არ უნდა შეწყვიტო . დაიმახსოვრე !~ არასოდეს. ეს მოდუნების ტოლფასია.აქ კი მოდუნებას მხოლოდ ზიანის მოყენება შეუძლია.სიმშვიდე,სხეულის სიმშვიდე.ესეც მათი ბერკეტია ! სხეულის ყველა სიამოვნებით ისინი ჩვენ ჯერ გვაძინებენ,შემდეგ გვკლავენ და გამოცოცხლების თითქმის არანაირ შანს არ გვიტოვებნ ! - ესეიგი ეს დაუსრულებლად უნდა ვაკეთო ? - ეს ხომ შეუძლებელია. არა,ეს უნდა გააკეთო,რაღაც განსაზღვრულ დროში.შეგნებულად იმისთვის,რომ იცი... რომ შემდეგ მუშაობაა საჭირო.თუ ამის გაკეთებას შეგნებულად ვერ შეძლებ.მაშინ საკუთარი თავის სრულყოფის იმ გეგმას ვერ გაყვები. - ეს რა გეგმაა ? ეს ძალიან,მარტივი და უბრალოდ გეგმაა. გეგმის საბოოლო მიზანი არის საკუთარი ბერკეტების ბატონ პატრონობა. - აჰაა.ჩემს მეორე მცდელობებზე საკუთარ თავზე ისე ვრბაზობდი,რომ არ ვიცი ეს საერთოდ რა იყო.ახლა მიკვირს,თანაც ძალიან.მესამე და მეოთხე მცდელობებზე მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავჯერ მქონდა სურვილი კეთების პროცესსში რომ გადამედო.მაგრამ ვინაიდან ვიცოდი შენი ხვალ-ის იდეა.რასაც ვიწყებდი ბოლომდე მიმყავდა. იცი ? თავში რაღაც უცნაური,არ ვიცი... ყველაზე უკეთ ამ სიტყვით შემიძლია გითხრა,მაგნიტური ჟრუანტელი „თუმცა არ ვიცი ასეთი რამ საერთოდ შეიძლება თუ არა არსებობდეს“ ვიგრძენი.თავიდან შემეშინდა,მეგონა მთლიანად მომიცვავდა და რაღაც დამემართებოდა.შემდეგ და შემდეგ გამეორებებზე,აღარ ავღელვებულვარ.და ის უკვე სასიამოვნო ვიბრაციად აღვიქვი,რომელიც თითქოს ჩემს თავის ტვინში აღმოცენდებოდა და სადღაც მიემართებოდა. რა დრო დაუთმე ამის კეთებას ?~ - ოცდამეათე დღეა,დღევანდელის ჩათვლით.დღის გამოუტოვებლად,იმდენ ხანს რამდენის საშუალებასაც მაძლევდა ესა თუ ის დღე.ძაფი ავირჩიე.ჰო კიდევ,თითქმის ყველგან და ყველაფრში ამ პრინცპის ვიყენებ.თვით იძულებას,რომელიც უფრო ჩემი ნამდვილი ნებაა.თითქოს მე რაღაც ვარ,რაც ვიღაცაში სახლობს და იმონებს მას ! ჩაგრავს და უკრძალავს რაღაც რაღაცეებს.და აიძულებს ყველაზე უაზრო და არაფრის მომცემი საქმეებით დაკავდეს.რაღაც ძალას ვგრძნობ ! რაც აქამდე არ განმიცდია ჩემს თავში. ეს უკვე შენ ხარ ! შენ,შენში ძველ ტანსაცმელს ხევ.ძალიან კარგია ! ახლა შეგიძლია მეორე საფეხურზე ფეხის წვერი დადგა,რომელიც გულისხმობს იმას,რომ შენ პირველ რიგში რა თქმა უნდა არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტო ნებისმცდელობები და ყოველთვის ბოლომდე მიიყვანო ის რასაც დაიწყებ.ასევე ყველგან და ყველაფრში გგქონდეს კონტროლი იმაზე თუ რას აკეთებ, გინდა თუ არა იმის კეთება რასაც აკეთებ.ეს,ასე ვთქვათ,იმ ჩვეულებრივ სიტვაციებში რასაც ჩვეულებრივი ცხოვრების პროცესები გთავაზობს და აი სწორედ ახლა საჭიროა განსაკუთრებულ ძალისხმევებს მიმართო და დღე ღამის განმავლობაში იმდენჯერ რამდენჯერაც შეძლებ.,უმცა ახლანდელი ან სამომავლოდ აღმოცენებული ცხოვრებისეული სიტვაციების შესაბამისად,როგორც მინიმუმ სამჯერ დროის ნებისმიერ მონაკვეთში,მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ მცირე პაუზებით.მოძებნე ადგილი სადაც არცერთი სულიერი არსება არ შეგაწუხებს.მოძებნე ადგილი სადაც იგრძნობ,რომ საკუთარ თავთან მარტო ხარ ! სრულიად მარტო.თუ ასეთი ადგილის მოძებნა არ გძალუს,ოთახის კარი გადაკეტე ! მუშაობის დაწყების წინ.ყველა და ყველაფერი შენს ირგვლივ უნდა მოკვდეს,დროებით.და ასევე ყველასთვის და ყველაფრისთვის შენ უნდა გაქრე.მას შემდეგ რაც საბოლოოდ მარტო დარჩები.და უმჯობესია ეს რაიმე ერთი ადგილი იყოს,სადაც სისტემატიურად შეძლებ მუშაობს.აი რას აკეთებ. ამოირჩიე ერთი ნებისმიერი თემა.საკითხი,რომელზე ფიქრიც წინასწარ იცი,რომ სიამოვნებას მოგღვრის.აირჩიე საგანი . დაიწყე ფიქრი და შეეცადე იფიქრო ისეთი ძალით ამ ფიქრზე,რომ „არ იფიქრო,რომ სწრაფად უნდა იფიქრო“ არა,მშვიდად და აუღელვებლად,სხვა აზრები რომლებიც შეეცდებიან რომ წარგიტაცონ შენ.წარიტაცონ შენი ყურადგება არ გამოუვიდეთ ეს. უნდა იფიქრო მხოლოდ და მხოლოდ შენს მიერ ამორჩეულ თემაზე,ერთი ვარჯიშისას დაუთმე ამას მინიმუმ 30 წუთი. მას შემდეგ რაც შენ ამას შეძლებ. და უკვე შენთვის პრობლემა აღარ იქნება ის,რომ მოკალათდე და შეგნებულად დაიწყო შენს მიერ ამორჩეულ თემაზე ფიქრი,რა თქმა უნდა ისე,რომ მთელი დროის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიო და იფიქრო მხოლოდ იმ თემაზე,რომელიც ამოირჩიე.მხოლოდ მასზე და სხვა დანარჩენ არაფერზე. დაინახავ,რომ უკვე სიხარულითაც კი აკეთებ ყოველივეს.და აი ყოველივე ამის შემდეგ უმჯობესია ამ სავარჯიშოს პრინცპებს ახლავე მიუხვდე. შენ უნდა შეძლო,რომ ნებისმიერ გარემოებაში შეგეძლოს შენს მიერ ამორჩეულ ფიქრზე შენი ნებით და განსაკუთრებული ძალით ფიქრი.თავიდან სიჩუმეში დაიწყებ.შემდეგ კი გადი გარეთ,გაიკეთე ნაოშნიკები თვალის ასახვევად. და ის რასაც სრულ სიჩმეში აკეთებდი ახლა ისეთ ადგილას განახორციელო ეს სადაც ხმაურია. - აჰაა,გავიგე. მთელ შენს მომავალ ცხოვრებაში,ხელსაყრელ მომენტებში,რაც შეიძლება ხშირად კითხე შენს თავს “ვინ ვარ,სად ვარ და საერთოდ რას ვაკეთებ“ - და არავითარ პასუხს არ დაელოდო.შეეცადე იმდენად გაწყვიტო ფიქრი რამდენადაც შეძლებ.ეს ყველაფერი მშვიდად და აუღელვებლად,აუჩქარებლად აკეთე. - აჰაა,მართალი იყავი.პირველ მეორე და მესამე მცდელობებზე აშკარად ვხედავდი თითქმის უძლურების მსგავს რაღაცას რომ არ შემეძლო ჩემს აზრებთან დაუკავშირებელი აზრების მოცილება სწრაფად.მაგრამ შემდეგ მოხდა ის,რომ ნელ-ნელა თითქოს მათ გამოჩენას ელვისუსწრაფესად ვამჩნევდი და აღმოცენებისთანავე შემეძლო გამენადგურებინა,როგორც რაღაც პატარა პარაზიტები.და საბოლოო ჯამში მივაღწიე იმ მდგომარეობას,რომ სრულ სიმშვიდეში,სრულიად აუღელვებლად შევძელი მეფიქრა ყოველგვარი აღმონაცენისა და სხვა აზრის შემოტევის გარეშე იმ ჩემს მიერ ამორჩეულ ნებისმიერ თემაზე. კიდევ,როდესაც მივიჩნიე,რომ დროა და ახლა ამ ყველაფერს ხმაური უნდა დავურთო თან - მეთქი.პირველივე მცდელობაზე თითქმის ყველაფერი იპყრობდა ჩემს ყურადღებას.თითქმის ყველაფერი.შემდეგ და შემდეგ მოხდა ის,რომ როგორც არასასურველი აზრების აღმოცენებისას გამიჩნდა ხელწიფება მათი განადგურების,ასევე აქაც.მე შევძელი ყურადღება ელვისუსწრაფესად დამებრუნებინა თავის ადგილზე.ანუ გავყოლოდი ჩემს თემას.მიუხედავად პატარ პატარა წამიერი ამოვარდნებისა და საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა,რომ ჩვეულებრივი ხმაური ქუჩებში ჩემთვის აღარავითარ პრობლემას არ წარმოადგენს,ეს საოცარია.თითქოს მართლაც კვდება ირგვლივ ყველაფერი.ამასთან... განსაკუთრებით ღამით,მშვიდ მომენტებში როდესაც ვეკითხებოდი გულწრფელად ჩემს თავს ‘ვინ ვარ,სად ვარ და საერთოდაც მართლა რას ვაკეთებ’ - მეთქი.თავიდან არაფერი,მაგრამ შემდგომ გრძნობამ დამიწყო სტუმრობა,რომელიც რაღაცნაირად მისტიური,საოცარი და შემაშინებელი აღმოჩნდა.შემაშინებელი იმიტომ,რომ გრძნობა რომელზეც გიყვები მეუბნებოდა,რომ ნამდვილად წარმოდგენა არ მქონდა,იმაზე თუ ვინ ვარ ! ნამდვილად არ ვიცი სად ვარ ! რა ხდება საერთოდ,და რას ვაკეთებ.მაგრამ უკანასკნელზე იმედი მალე მიბრუნდება და საკუთარ თავში გრძნობას ვატარებ,რომ მე “ვიზრდები“. ეს კარგია ? ჩემო მშვენიერო... ეს ყველაფერი გასაოცარია ! ეს დიდი მიღწევებია.ყოჩაღ.ახლა შენთვის აღარ წარმოადგენს პრობლემას შენივე ფიქრები,ისინი ახლა შენს ნებას მორჩილებენ.შენს სურვილს.ეს გრძნობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაძლიერდება.და იგი მართლაც შეგაშინებს.მაგრამ დამიჯერე... აუცილებლად გადავა ღრუბლები,აუცილებლად.და ერთ დღესაც ინათებს ! ახლა კი საჭიროა,სამუშაოს ახალ ნაწილზე გადახვიდე. ამისთვის კი აი რა არის საჭირო. დაგეგმე დღე ! დაგეგმე ერთი ნებისმიერი დღე. ნებისმიერ ფასად მოახერხე ის,რომ სახლიდან დილით გახვიდე და საღამოს დაბრუნდე შინ.ასე ვთქვათ...აიღე შვებულება ! გააკეთე ეს ! გააკეთე.რა არის ამაში რთული ? აი რა უნდა ქნა.ყველა ნივთისა და რესურსის გარეშე წადი და იმოგზაურე.არცერთ შემთხვევაში წინასწარ არ შეარჩიო ადგილები.არავისი და არაფრის შეგეშინდეს.ვერაფერი გავნებს,დამიჯერე ვერაფერი ! დილით,რომ გაიღვიძებ ლუკმა არ გაიკარო,მხოლოდ წყალი დალიე და შთააგონე შენ თავს,რომ საღამომდე წყალსაც არ მიიღებ.ადექი,გააღე ვოლიერი და დატოვე ზოოპარკი.ქალაქიდან გასვლას შემდეგ,მიენდე ბუნებას.არავითარ შემთხვევაში არ იჩაქრო.არაა ! არსად არ გეჩქარება.მხოლოდ ამ ზოოპარკის დატოვება გჭირდება,სრულიად მარტოს.მხოლოდ ეს ! ყველაფრის გარეშე.მოგზაურობის დროს შეეცადე ყველაფერი,დილიდან საღამომდე მაქსიმალურად დეტალური აღწერილობით დაიმახსოვრო,მხოლოდ ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაამახვილო.უბრალოდ ესეც წინასწარ განიზრახე.ეს შემდგომი ვარჯიშისთვის გამოგადგება.დრო ისე განსაზღვრე რომ არ მოგიწიოს ღია სამყაროში დარჩენა.გითხარი თან არაფერი წაიღო.ყველაფერი დატოვე.და არავის არაფერი არ უთხრა,არა თუ მოგზაურობის შესახებ,არამედ საერთოდ იმ ყველაფრის შესახებ რაც შენს თავს ხდება.წადი ! თან მხოლოდ ამაღლებული ფიქრები წაიღე.ყველა უსიამოვნება უკან მოიტოვე.გაუკეთე შენ თავს საჩუქარი და მას დაარქვი „ზოოპარკის დატოვების სადღესასწაულო დღე“ .ახლა შენ შეგიძლია შენი ნებით,მართალია არა მთლიანი ყურადღება და აზრები,მაგრამ ის რაც უკვე შეგიძლია საკმარისია იმისთვის,რომ მართო და დაიწყო შენი მოგზაურობა.გააღე კარი და წადი ! შენი თავის იმედად,შემოქმედის იმედად.სამყაროს იმედად.ვერანაირი ძალა ვერ მოგეკარება,ვერაფერი გავნებს ! მოგზაურობისას რაც შეიძლება ხშირად ახედე ზეცას,და ჰკითხე საკუთარ თავს „ნეტა მართლა რა ხდება ? ვინ ვარ ! რა ვარ ! სად ვარ საერთოდ და რას ვაკეთებ“ მიიღე მთელი ამ დიდებული ტყუილის საოცარი საჩუქრები რასაც იგი შემოგთავაზებს.დატკბი აღმაფრენით რომელიც დაგეულფება.თუ კი სახლში უდროოდ მოგინდება დაბრუნება,და ეს მწუხარებას მოგიტანს ჩაახშე იგი.ყველაფერი ჩაახშე რაც გაიძულებს გაფიქრებინოს,რომ ბედნიერების შესაგრძნობად რაიმე რომ გჭირდება.ჩასწვდი იმას,რომ გაიგო თუ რა არის საჭირო ამ სამყაროში ბედნიერებისთვის ! და სახლში,რომ დაბრუნდები,იმედია დაღლილი და დაქანცული იქნები,რადგან შენ ხომ ბევრი სიარული მოგიწევს.იმ დღეს არც შეჭამო და არც შესვა. და იცოდე ერთი უეჭველი და გარდაუვალი რამ.შენ გეწვევა დაუოკებელი სურვილი,იმისა რომ დატოვო ზოოპარკი.თანაც სამუდამოდ.მიატოვო ყველა და ყველაფერი ! წარსდგე გაურვკეველი ბედის,მომავლის წინაშე.და როგორც კი ეს ფიქრები გეწვევა,მოჭერი ძირშივე.რათა მართლაც,რომ უაზრობა არ გაგაკეთებინონ და ნაადრევად არ გაგაქციონ სახლიდან ! შენ აღმოჩნდები ასეთ მდგომარეობაში : შეგზიზღდება ზოოპარპკი და სადღაც,ღია კოსმოსში ყველაფრის გარეშე ყოფნის სურვილი შეგიპყრობს. ზოოპარკში გაჩერება უკვე გაუსაძლი გახდება,მაგრამ იცოდე,რომ იმ ღია კოსმოსშიც ვერ გადარჩები.ამისთვის ჯერ პატარა ხარ.თანაც იცი,რომ მიზანი ეს არ არის ! მიზანი მწვერვალის დაპყრობაა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზოოპარკში დარჩენით შეგიძლია.ნურცერს სულიერს აღაფრთოვავნებ შენი მონაყოლით.ბაგედან არაფერი დაგცდეს ! იყავი,ჩუმი გიჟი.არავინ მიგიხვდეს “სუ !“ რომ ნელ-ნელა ჭკუიდან იშლები.თორემ გეტყვიან მართლაც გაგიჟებულხარო.და შენს უკან დაბრუნებას შეეცდებიან. საბოლოო ჯამში არავინ არ დაუჯერებს შენს სულში აღმოცენებულ იდეებსა და აზრებს.თავიდან,ძალას რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მოიპოვე,მოყოლას თუ დაიწყებ ამაში დახარჯავ,და ისინი მაშინვე შეწყვეტენ ყურის გდებას შენთვის.შენც ძალა გამოცლილი,კვლავ თითქმის ამოსავალ წერტილში დაბრუნდები.მაგრამ ძილს ვეღარ შეძლებ.თუ ხმას ამოიღებ და დაიწყებ ღაღადს.ამას აზრი არ ექნება.რადგან მინიმუმ ის უნდა გააკეთოს მან ვისაც უყვები რაიმეს,რომ შენი მონაყოლის ფასი გაიგოს,ან დაინტერესდეს რაც შენ გააკეთე.ანუ მინიმუმ საკუთარ თავთან უნდა იბრძოდეს.მოკლედ ამ ყველაფერს შემდეგ და შემდეგ უკეთ დაინახავ.როდესაც გონს მოხვალ,რომ არა მთლად სულ მარტო.მაგრამ ახლა ეულად ხარ,იმედს ნუ მოიშლი და გზა განაგრძე.წარმოდგენაც არა გაქვს წინ რა გელის... მოკლედ,რომ გაიღვიძებ იმ დღის მეორე დღეს.სავარჯიშო ასე შეცვალე.ახლა არა შენი გემრიელი აზრები უნდა დააყენო წინ,არამედ მაქსიმალურად უნდა ეცადო სწორედ იმ დღის მთელი დღის გახსენებას.მხოლოდ რაღაც განსაზღვრულ დროში.მართალია ვერ მოასწრებ მთელ დღეს,რადგან რაც შეგეძლება მაქსიმალურად და დეტალურად უნდა გაიხსენო და აღწერო იგი.მთელი თავისი გრძნობებით,სმენითი თუ ვიზუალური აღქმით.ყოველ ჯერზე როდესაც შეწყვეტ და შემდეგ დაიწყებ თავიდან სამუშაოს,ანუ იმ კონკრეტული მოგზაურობის,დღის გახსენებას, მთლიანად იმ დღეში უნდა ჩაეფლო.ყოველ ჯერზე და ყოველ ჯერზე იგი თავიდან უნდა დაიწყო. გირჩევდი ყოველი 6 დღის განმავლობაში დღეში რამდენჯერაც შეძლებდი იმდენჯერ გაგეკეთებინა ეს,და სიმბოლურად...მეშვიდე დღეს მოგენახა დრო და ადგილი,რომ კარის გაღებიდან სახლში დაბრუნებამდე ყველაფერი დეტალებამდე აღგედგინა.ყველაფერში ვგულისხმობ იმას რის აღდგენასაც შეძლებ.საბოლოო ჯამში შენ უნდა მიაღწიო იმ მდგომარეობას,რომ სწორად გაიგე... „თითქმის“ თითქმის არ იყოს განსხვავება ნამდვილ მოგზაურობასა და შენს მიერ გახსენებულს შორს.ის უნდა იყო მაქსიმალურად მიახლოებული,მთელი თავისი ყველა დეტალით,გრძნობით და აღქმით.ვიზიალურად და ასევე სმენით,გრძნობებით და ყველაფრით.როცა ამას შეძლებ,ანუ შეგეძლება განიცადო „ის რაზეც ფიქრობ“.არა ფიზიკური შეხების დონეზე ! არამედ ამასთან იმდენად ახლოს,რომ სხეული,რომ გგქონოდა ალბათ შეგეხებოდა... აი ასეთდონეზე... მხოლოდ მაშინ განვაგრძობთ მეორე საფეხურის კიბის „მოპირკეთებას“ - არ დამიჯერებ... მჯერა სიხარულო.შენ ეს გააკეთე ! მე ძალიან მაინტერესებს რა გადაგხდა,მომიყევი. - ალბათ ერთადერთი,ძეხორციელი არსება ხარ ვისაც შემიძლია ეს მოვუყვე. ყურადღებით გისმენ. - დღეების განმავლობაში ველოდები იმ დღის დადგომას რასაც შენ ზოოპარკის დატოვების სადღესასწაულო დღე უწოდე,ეს დღე მართლაც სასწაული აღმოჩნდა.მე იმდენი რამ ვისწავლე... დილით გავიღვიძე თუ არა,უჩუმრად დავიწყე გაპარვა.თითქოს დაძაბული ვიყავი.რადგან არ ვიცოდი რა იქნებოდა მას შემდეგ,რაც ჩემს მიზანს მივაღწევდი,ანუ ზოოპარკის გარეთ აღმოვჩნდებოდი.ასე იყო თუ ისე,იმაზე დავიწყე ფიქრი თუ საით უნდა წავსულიყავი.დასავლეთით თუ აღმოსავლეთით.ვეკითხებოდი ჩემს თავს ამას და რაღაცას ჩემს შიგნით დასავლეთის ხსენებაზე იგი ემჟავებოდა.რამოდენიმე ხანს ვბჭობდი.ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი,რომ აღმოსავლეთით უნდა მევლო,რადგან დასავლეთი ხო ის მხარე იყო,რომელიც მზის სხივებს ყლაპავდა და სიბნელეს ამკვიდრებდა.ამ ფიქრის შემდეგ კიდევ უფრო ვსტიმულირდი,მე ის გასაოცარ ხედვად მივიჩნიე,დღევანდელი ცივილიზაციის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო და როგორც გითხარი აღმოსავლეთისკენ გავწიე.თან მხოლოდ ფული წავიღე.წინასწარგაზრახულად,რადგან სადმე არ დავრჩენილიყავი.როდესაც საკმაოდ შორს წავედი,მანქანიდან გადმოვხტი და არავის,მაგრამ მართლაც,რომ ვიღაც უხილავს ვუთხარი... აჰჰა,მე აქ ვარ ! მოვედი-მეთქი.თან გამეცინა.ყოველი გამოვლინება ჩემში,რასაც ადრე საერთოდ ადგილი არ ჰქონია და რაც ტკბილ სიგიჟედ მეჩვენებოდა ყოველთვის მართობდა.უბრალოდ ვიღიმოდი და ბევრი ასეთი მომენტის შექმნასა და დაჭერას ვლამობდი.როდესაც ტყეში შევედი,თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.ცოტახანში სრულიად ნათელი გახდა ის,რომ მე სრულიად შეუმჩნევლად ვაყურადებდი მოსალოდნელ ხმებს,რომელიც ადამიანების შემწეობით იყო შესაძლებელი,მაგრამ არა და არ ხდებოდა არაფერი.ბოლოს კი საერთოდ გადამავიწყდა ყველა ცოცხალი არსება ! მივდიოდი და მივდიოდი.ისეთი გრძნობა მეუფლებოდა,რომ რაც უფრო შორს მივდიოდი მით უფრო არ არსებობდა ის ყველაფერი საიდანაც წამოვედი.ვუყურებდი ხეებს,ფოთლებს,კენჭებს ქვებს.ცასა და მზის სხივებს,მფრინველთ,რომელიც მართ₾აც,რომ სიზმრისეულ ეფექტს სძენდა ყოველივე იმას რასაც ჩემს ირგვლივ და მიწაზე ვხედავდი.არ ვიცოდი სად მივდიოდი.შიშს არ ვგრძნობდი.დროდადრო იმას ვფიქრობდი,რომ იმდენად შორს არ წავსულიყავი,რომ სახლში დაბრუნება ვეღარ მომეხერხებინა.ამ აზრმა,რომელსაც თავიდან შეგნებულად არ ვიცილებდი და ვცდილობდი,მაღვიძარას მსგავსი ფუნქცია შეესრულებინა,ყოველ გამოჩენაზე მაღიზიანებდა.და იმდენად დავივიწყე ეს რამდენადაც შევძელი,რადგან გუნებას მიფუჭებდა.როდესაც ვისვენებდი.დროდადრო თვალებს ვხუჭავდი და ვეკითხებოდი ჩემს თავს „ვინ ვარ ! რა ვარ ! სად ვარ და რას ვაკეთებ საერთოდ“ - მეთქი და ვახელდი თვალებს.დროდადრო შიში მიპყრობდა ! შიში,რომ ეს ნამდვილი.“რეალური“ სიზმარი იყო და გრძნობა,რომ მე აქ გავიჭედე.მთელი ამ დიდებული გამოსხივებების მიუხედავად რაღაც ოხრავდა ჩემში.ეს მე ვიყავი,დროდადრო ვერ ვიგებდი ვერაფერს და თავს ვეუბნებოდი რომ ეს ხომ საჩუქარი იყო,საჩუქარი რომლის გახსნასაც ამ უპასუხო კითხვებით ვცდილობდი,და მე ეს შევწყივტე.მივიღე საჩუქარი.გაქრა შიში გაურკვეველი მდგომარეობის,ეჭვები და ყოველგვარი ღელვა.მე კიდევ უფრო შორს წავედი.დროდადრო შიმშილი და წყურვილი მსტუმრობდა.მაგდებდნენ გარემოდან.ზოოპარკს და ჩემს ვოლიერს მახსენებდნენ,თითოეული საკვების ფორმა რომელიც იჭრებოდა ჩემში,მას მთელი ზოოპარკი მოჰქონდა ჩემთან.ჩემს თავზე ვბრაზობდი.სიარულის დროს მიწას ფეხს ძლიერად ვაბიჯებდი,იმის ნიშნად,რომ ვერანაირ საკვებს ვერ მიიღებდა.რადგან ახლა დარწმუნებული ვიყავი რომ სწორედ იმ ქმედებების გამო ვიყავი ასეთ ფანტასტიურ მდგომარეობაში რომელსაც თვეების განმავლობაში ვანხორციელებდი.რაც უფრო მეტს მივდიოდი მიტ უფრო მეტად ვგრძნობდი შიმშილს.თითქმის დავნებდი.მან თავიდან პატარ პატარა ცდუ-ნებების შემოტევით დამიწყო.ათასგვარი გამართლებით,რომ შეიძლებოდა რაიმე ზიანი მიმეყენებინა ჩემი თავისთვის და ასე შემდეგ...საბოლოო ჯამში კი თითქმის იმ აზრზე დავდექი,რომ უკვე დრო იყო სახლში დაბრუნების.თითქოს აღარც მშიოდა და სულაც არ მწყუროდა.და მაშინვე გავიაზრე,რომ თუ ამას ვიზავდი ეს ჩემი მარცხი იქნებოდა.და რომ ეს ორი საყვარელი არსება კვლავ მეწვეოდა.და რომ ეს მათი მზაკრული გეგმა იყო.საკუთარ თავს დავცინოდი.ყველა აზრისა და ხედვისთვის.ვგმობდი საკუთარ ყველა ხედვასა და აზრს.თავს ვკარგავდი.ვბრაზობდი ! რაღაც ჩემს შიგნით ყოველმხრივ მაჯერებდა,რომ საფრთხე მემუქრებოდა და სახლში დავბრუნებულიყავი.მე ვბრაზობდი ამ ყველაფერზე.რადგან ვიცოდი,სახლში არაფერი მესაქმებოდა.ნელ ნელა მთელ ამ სიგიჟესთან ერთად ტყე დავტოვე და ეკლესიას მივადექი.დაახლოებით ორასი მეტრი მაშორებდა.ვიდექი და ვფიქრობდი.ეკლესიის მსახურებაზე და უცბად...გამიჩნდა აზრი,რომ იდიალური იქნებოდა მომენახულებინა რომელიმე მსახური და დავლაპარაკებოდი მას.მხოლდ არა ცოდვების მიტივების საკითხზე... არამედ უფრო მეტად არსებითზე,რაღაც მისტიური საუბრის უდიდესი მოთხოვნილება გამიჩნდა.რაღაც რეალურის,ფასეულის,გამოსადეგის,ნამდვილად ნამდვილის ! არც ისე დიდხანს ვიდექი ასე გაშეშებული.და არც პირდაპირ,ამ მიზნის მისაღწევად არ მიცდია შემეღწია ეკლესიაში.უბრალოდ მსურდა მომენახულებინა იქ მყოფი არსებები და საჭიროების შემთხვევაში თუ კი ეს მოხდებოდა,გაგვეცვალა სიგიჟის ტკბილი მტვერი.... და აი კარს მივადექი,ვხედავ ეზოში არავინაა.არც არანაირი ხმა მესმის,მაეჭვებს ყველაფერი.ვფიქრობ,ნუთუ არავინაა ? ან რა მერე თუ არავინაა ? ან რა რომც იყოს ვინმე ? ჩემმა უაზრობამ თავი გამაქნევინა,აღვკეთე ყველა ფიქრი და კარში შესვლა დავაპირე.კარი დაახლოებით 40-50 სანტიმეტრის სიმაღლის იყო.ღობეც შესაბამისად ამ მაშტაბებში იყო.და ეს კარი დაკეტილი დამხვდა.არ გაიღო.გამეცინა - და ფიქრებში ვინმე „ღმერთს მივმართე. ალბათ არ მიცნობ ? მივდივარ,მივდივარ „ - მეთქი. და დამანაღვლიანა შემდგომში ჩემში დაწყებულმა სიგიჟემ,რომელიც მაჯერებდა ღვთის შეგნებულ უარყოფას რომელსაც მე ვაკეთებდი. და აი მაშინ თვალები დავხუჭე,როდესაც ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და საკუთარ თავს ვკითხე ის რასაც ჩვეულებისამებრ ვეკითხები ხოლმე „ვინ ვარ ? რა ჯანდაბა ხდება საერთოდ ? სად ვარ და რას ვაკეთებ „ - მეთქი.დავმშვიდდი,კვლავ გამახსენდა,რომ მე არ ვიყავი ვინმე,და არ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ! იმან უფრო მეტად დამამშვიდა,რომ საერთოდ არ ვიცოდი მთელი ამ ჯანდაბის ამბავი.იმან საერთოდ გამამხიარულა რომ ისიც არ ვიცოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.მზე გადადიოდა,ვფიქრობდი რომ სახლში წასვლის დრო მოვიდა.მაგრამ არ მივდიოდი.ასე მეგონა იქ თუ დავბრუნდებოდი მოვკვდებოდი ! აბსოლიტურად სხვაგვარად ვხედავდი ყველაფერს და მე მართლა მეგონა რომ ჩემი სახლში დაბრუნება სიკვდილის ტოლფასი იყო,რადგან ასეთ აზრებთან,ხედვებთან და გრძნობებთან ხომ პირველად მქონდა ზიარება... მიუხედავად ეკლესიის დაკეტილი კარისა.არაფრის დიდებით არ წავედი სახლში,მანამ სანამ არ დაღამდა.თვალები დახუჭული მქონდა,მაშინ როცა უბრალოდ დასვენება გადავწყვიტე.მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი,რომ იქ,იმ წერტილში დავრჩებოდი სადაც ვიჯექი.ეკლესიას დაახლოებით 100 მეტრი მაშორებდა.სულ მთლად ჩამობნელდა.რატომღაც არც მთვარე „ამოსულა“ და არც ვარსკვლავები ! როცა მაღლა ავხედავდი,უფრო ღია შავ ფერს ვხედავდი ვიდრე დაბლა.ვიცოდი,ის ცა იყო.თავისი შავთავიანი ღუბლებით.საკუთარ თავს ვეკითხებოდი,შენ აქ ხომ არ აპირებ სიკვდილს ? ამ ბნელეთში.დანებდები ? და რაღაცეებს მოვთქვამდი.იმ მდგომარეობამდე მივედი,რომ ხმამაღლა დავიწყე საუბარი.სიცილი და ღრენა.ვიღაცეებს ვანსახიერებდი,დიალოგებს ვკრავდი,ვერთობოდი და ვიცინოდი.საკუთარ თავს,მთელი ამ მდგომარეობების დასრულების შემდეგ ვეუბნებოდი,რომ ვსიო... ეს იყო სიგიჟე.მეტი მინდოდა კიდევ რაიმე ? მაგრამ ვხვდებოდი,რომ ეს სიგიჟე ნორმალურობაზე ათასჯერ აღმატებული რამ იყო.თავს ვაქნევდი და ჩუმად ვიძახდი,თითქოს არავის რომ არ გაეგო.მიმიფურთხებია ნორმალურობისთვის,ორჯერ ვიმეორებდი.ხოლო შემდეგ ღმამაღალი ხმით ვეკითხებოდი ჩემს თავს „რაა? რა თქვი ნორმალურობაზე ? „ პირველ კითხვას „რაა?“-ს ღმამაღლა ვყვიროდი,კითხვის „მეორე ნაწილს“-ს ჩუმად.პასუხად კი ვღრიალებდი „შევეცი თქვენს ნორმალურობას“ - მეთქი ! როცა მივხვდი,რომ უკვე ზედმეტებში გადავედი და თანაც სერიოზულად.რომ ჯერ კიდევ ვერ გამეგო ეს ყველაფერი ასე ძალიან როგორ მართობდა და როცა რაღაც სტაბილურობის მსგავსი დავიბრუნე.ერთი იდეა გამიჩნდა,გამეხსენებინა ეკლესიასთან ჩემი დგომა.და მე ის თითქმის ისე გავიხსენე,რომ თითქმის მის წინ ვიდექი.გამიკვირდა.სულ მთლად აღარ ბნელოდა.დავაკვირდი რომ ყველაფერს რასაც წარმოვიდგენდი "თვალებ გახელილ მდგომარეობაზე" უფრო მკაფიოდ და ხასხასად ვაკეთებდი ამას ვიდრე,თვალ დახუჭულზე.იმდენ ხანს არ ვკეცდი ქუთუთოებს სანამ ცეცხლივით ცხარე ცრემლები არ მაიძულებდნენ რომ დამეხურა ისინი.მთელ ამ გაწამაწიაში,ისეთი აზრები მებადებოდა რომ უბრალოდ ვეღარ ვიტევდი.ბოლოს ძლიერი სიცივე ვიგრძენი.ვიფიქრე,აქ ღამე თუ გავითიშებოდი,მზის სინათლეს ვეღარ ვიხილავდი.ამან საოცარი საბრძოლო ჟინი აღმიძრა.სრულ სიბნელეში როგორც ვთქვი დაახლოები 100 მეტრის მოშორებით მყოფმა.ეკლესიისკენ ავიღე გეზი.გზად სულ ის მაშინებდა,სადმე არ გადავჩეხილიყავი მაგრამ,საოცრება.ნელ-ნელა რომ მივდიოდი თითქოს ვგრძნობდი,რაღაცეებს,თუ ხე იყო ეს,რაღაც „ძნელ“ - ი შეგრძნების სახით ვგრძნობდი მას ჩემს წინ.და აი ასე ბრმად მივადექი ყველა ამ „ძნელ“ ი შეგრძნების ავლით იმ ეკლესიას.კართან მივედი.ხელი მოვკიდე.დავმშვიდდი,რომ იქ ვიდექი.საკუთარ თავს ვკითხე,რა იქნებოდა ახლა ყველაზე სასაცილო ? რა,რა უნდა მექნა ? - და ჩემივე თავს ჩუმად ჩავუღიმე,მაცადე, მეთქი.სული მოვითქვი და დავიყვირე, არის აქ ვინმე ? - ჩუ - მეთქი,ჩამეცინა.ვაყურადე...სიცილს მოვყევი,საკუთარ თავს ვუთხარი,იქ ? ხელი ზეცისკენ ავღმართე და თითქოს გემრიელი კანფეტის გახსნისთვის მოვემზადე,და მეორედ კიდევ უფრო ხმამაღლა შევძახე.გახსენით !!! ვიცი მანდ ხართ - მეთქი ! უაზრობის ფერი გადამეკრა.გაბრაზებულმა ვთქვი,ნწ,ხო გითხარი - მეთქი ! და კარს გადავაბიჯე.ეკლესიის შუა გულ ეზოში მუხლებზე დავემხე და ჩუმად,ჩემთვის რაღაც ლოცისმაგვარი დავიწყე, „შენ,ვინც სიცოცხლე მაჩუქე,შეისმინე !,არ მეშინია,მე ასე არ მოვკვდები ! არ დავნებდები.იმისთვის არ გეძახი,რომ ჩემი ამაო არსებობა გადაარჩინო უბრალოდ მომეცი თვალის სინათლე.გამაგონე და მაგრძნობინე მეთქი „ ამას ვიმეორებდი.არაფერი რომ არ ხდებოდა ამან გამაბრაზა,ყვირილი დავიწყე.რატომ რატომ... რატომ ვარ ასეთი ბრმა და ყრუ-მეთქი.განა რას გთხოვ - რომ გამაცოცხლო ეგ ძნელია-მეთქი ? და ვყვიროდი და ვოხრავდი.უცბად მთელს ამ სიბნელეში რაღაც შუქი სახეზე მომეცხო.კანკნალი დავიწყე,ვხტუნავდი და ვღრიალებდი. როდესაც პირველი სიტყვები წარმოსთქვა მაშინვე მივხვდი,რომ იგი ვინმე იყო და დავწყნარდი: წყნარად წყნარად შვილო ჩემო,წყნარად.აქ ამ შუაღამისას... „ ვუბრაძნე გაჩუმებულიყო და ან წასულიყო ანდაც ფანარი დაეტოვებინა და ისე წასულიყო. გაეცინა,მითხრა,რომ კარგად ვხუმრობდი,მაგრამ ის რაც მოისმინა ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მეტისმეტი იყო.და რომ ყველაფერში კარგად უნდა გავრვკეიულიყავი კიდევ ერთხელ ! და მოყვა ყველა კეთილი თვისების ჩამოთვლას,იმ არსების,რომელსაც მე ვუხმობდი.ტირილი დავიწყე.მაშინვე ვიფიქრე და ვიგრძენი კიდეც,რომ ვერავინ მიშველიდა,ძეხორციელი არ იყო ასეთი.დავმშვიდდი,მე მას ვთხოვე თავისივე უფლის სახელით რომ შემშვებოდა და დავეტობინე ამ ბნელეთში.სწორედ იმ მისტიური გაგებით „განსაცდელი“ რომ ჰქვია და მეორე სინამდვილით,ძალიან შემაწუხა წამოდი და ჩემთან გაათენეო,ძალიან შემაწუხა არა იმიტომ რომ სიკეთეს მთავაზობდა,არამედ იმიტომ,რომ გრძნობების სხვა ტალღაზე მაყენებდა.იმასაც კი ვფიქრობდი „მომაგნეს“ - მეთქი ! როდესაც კვლავ მარტო დავრჩი,სიცივემ უფრო და უფრო იმატა.თავიდან ადგილზე დავიწყე სირბილი მაგრამ მალევე დავიღალე.შემდეგ კიდევ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობდი სიცივეს,რაც უფრო მეტად ვცდილობდი მის დამარცხებას,უფრო და უფრო ვხვდებოდი რომ სრულიად უსუსურ მდგომარეობაში ვიყავი.ბოლოს კი ის გაუსაძლისი გახდა.ვიდექი გაშეშებული,თავისთავად ვკანკალებდი.ფეხის ფრჩხილიდან დაწყებული,თმის ღერამდე მაქსიმალურად დაჭიმული.თითები ისე მქონდა მოკაკული,წამიერ გაელვებებში მეშინოდა,რომ როგორღაც,მათ მოვიტეხდი,მთლიანი ფეხების დაკარგვის საშიშროებას ვგრძნობდი.ვფიქრობდი,გული გამიჩერდა - მეთქი.ძალა მაიძულებდა კბილები კბილებზე ისე მიმებჯინა,რომ ჭრიალი მესმოდა,მთლიანი თავი გასკდომაზე მქონდა,ყელი და მთელი კისერი,ისე მეჭიმებოდა დროდადრო რომ ვეღარ ვსუნთქავდიი.და სწორედ ამ დროს,მთელ ამ ტანჯვაში,საკუთარ თავს შევძახე,რომ ეს თავად ავირჩიე ! რომ მოვრჩენილიყავი საკუთარი თავის სიბრალულს და შემეხედა ! და მე შევხედე... თავი უბედნიერეს არსებად ვიგრძენი,სადღაც,რაღაც განუსაზღვრელის შიგნით.უდიდესი საოცრებისა და საიდუმლოს თანამონაწილეობა ვიგრძენი,ისეთი გრძნობა დავაგემოვნე,რომელიც აბსოლიტურად ყველაფრის ცოდნას სჯობდა.მე ჭეშმარიტად,ვიცოდი რომ წარმოდგენა არ მქონდა „ყოფნის“ მთელ ამ დიდებულ საჩუქარზე.მთელ ამ მისტიურ აღქმას მივყევი,რადგან ვხედავდი იმას,რომ ნამდვილად ვარსებობდი.ვიცოდი რომ ასეთი რამ არასდროს განმეცადა,რადგან ადრე სიცივეს და ყოველ უსიამოვნებას პირველივე შესაძლებლობისთანავე ვემალებოდი.ახლა კი როცა მის წინ პირისპირ აღმოვჩნდი,მე ძალა შევიგრძენი.ძალა სიცოცხლისა და ძალა სიკვდილის.ძალა ყოფნის და ძალა არ ყოფნის.ერთადერთი რაც ვირწმუნე,ის იყო რომ სამყარო ვინმე “ნების“ მქონე არსებამ შექმნა,და ჩემთვის სულ ერთი იყო ჭეშმარიტად რომელ რელიგიაში იჩენდა თავს,რადგან თითქოს თავად შევხვდი მას...ჩემს თავს მშვიდად და აუღელვებლად ვუგზავნიდი გრძნობებს.რომ ძალიან ძალიან გამიმართლა.ვხარობდი და გადავწყვიტე აქ არ დამესრულებინა სიცოცხლე.არ ვფიქრობდი,უბრალოდ აღქვივამდი,საკუთარ სურვილებსა და მიზნებს.ახლა კი მთლიანი დაჭიმულობის ძალა დავიპყარი და კიდევ უფრო დავჭიმე მთელი სხეულის აბსოლიტურად ყველა ნაწილი.მოკაკული თითები გავშალე და ისეთი ძალით გავჭიმე,რომ შემეშინდა...საცაა გამძვრებოდნენ.ზებედნიერება ვიგრძენი ! ჩემი ყოფნა,რომ დასტურდებოდა,თავიდან ნელ-ნელი მოძრაობებით დავიწყე.შემდეგ,ჭეშმარიტად,გიჟურად ვირხეოდი,ვძიგძიგებდი და შვებისგან ვვოხრავდი,ვკვნესოდი და ვღრიალებდი.ზუსტად ვიცოდი,ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ძველი ტანისამოსი მთლიანად შემოვიხიე და ახალ ტანისამოსში გამოვეწყე.როდესაც სხეულში საკმარს სითბოს ვაგროვებდი,თავისთავად ვითიშებოდი.ფანტასტიურ აღქმის მდგომარეობაში აღმოვჩნდი.საკუთარ თავს სხეულად არ აღვიქვამდი.არ მეშინოდა სხეულის სიკვდილის.ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი,სადაც ამას შევიგრძნობდი „მე სიკვდილს ვძლიე“ მაგრამ გარდაუვალ აუცილებლობას ვხედავდი, აუცილებლობას მისი შენარჩუნების.ვიცოდი ! შეუძლებელი იყო ჩემი განადგურება.ჩემი არ ყოფნა ! ვინაიდან არა სხეულს არამედ რაღაც სხვას წარმოვადგენდი ! რაღაცას... ძალას.ნებას.სურვილს !.მაგრამ დაგროვილი სითბოს გასვლის შემდეგ,ბრძოლა ამ ძალასთან უფრო და უფრო მიჭირდა,სიცივე თავს არ მანებებდა..შეუბრალებად მებრძოდა.მეკი ყოფნისა და გაგების უწყვეთ,საოცარ მდგომარეობაში ვიყავი.ერთადერთი რამ,მთელი არსებობის განმავლობაში,რაც ნამდვილად ჭეშმარიტად ვიცოდი,ახლა ის იყო,რომ მე ვვარსებობდი ! და რომ ცოცხალი ვიყავი.და რომ ეს საჩუქარი იყო,რომელიც უბრალოდ გავხსენი და არ დავუწყე შლა მას ! ბრძოლის რომელიღაც მომენტში საბოლოოდ გავითიშე.ეს ჩემი გამარჯვების ნიშანი იყო.არ ვიცი როდის მოხდა ეს.მთელი ღამის გასვლის შემდეგ თუ უკვე მაშინ როცა ინათა ? ბოლოს ინათა ! მე მივხვდი რომ დრო იყო სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. და მე სახლისკენ დავიწყე გეზის აღება.თანაც ისე რომ თითქმის აღარაფერი მახსოვს როგორ მოვედი სახლამდე.რადგან გზად მხოლოდ ზოოპარკში იძულებით დაბრუნების აუცილებლობას განვიცდიდი... შემდეგ რა მოხდა ? - შემდეგ ? სად ? რა თქმა უნდა ? შენს სულში.~ - ჰოო... აი შემდეგ : სიძულვილი გამიჩნდა ყოველივე პრობლემის მიმართ რაც კი ადამიანებს ჩემს ირგვლივ გააჩნდათ,ყველაფრის მიმართ რითიც ისინი ერთობოდნენ და მასში თავს კარგავდნენ.ვითმენდი ვითმენდი და გავსკდი ! და ლაქლაქი დავიწყე.დასაწყისში ყველას აინტერესებდა.ზოგიც იხიბლებოდა ჩემს თავში მობზუილე აზრებით.მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ეს არ უნდა მექნა,მაგრამ რომ ამან მასწავლა ის , რომ მსგავსი რამ აღარასდროს მექნა.დროდადრო ყველაფრის მიტოვებას ვოცნებობდი,რომელიც აუხდენელ ოცნებად მექცა,ოცნებად რომელიც მილიარდები ღირს,მე კი მხოლოდ რამოდენიმე ლარი მაქვს !.და აი ყოველივე ამის შემდეგ,ყოველგვარი მოსამართლე ღვთის შიშის გარეშე.შევფიცე ჩემს თავს რომ მხოლოდ სინათ₾ისა და სიკეთისკენ ვისწრაფებდი.რადგან ვიხილე ბოროტება,რომელშიც გახვეული ვიყავი. ეს შენი უდიდესი მიღწევაა,უდიდესი ! ბრავო. ტაშს შემოვკრავ და დავისვენოთ. () |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.