ცხოველური გრძნობები
შენში იკლავ ცხოველურ გრძნობებს, ყოველ საღამოს ფანჯარასთან გაცქერი ქუჩას იდუმალებით მოცულია შენი სამყარო, რომელსაც დიდი დასასრული არასდროს უჩანს. ვერ გიგებენ და გაუგებრები გიჟს გიწოდებენ ვერ გწვდებიან და გიცქერიან ბნელი თვალებით ბოღმა ახჩობთ, რომ ვერასდროს ვერ გიმონებენ ასე ცხოვრობენ დამთრგუნველი ფიქრთა წვალებით. შენ კი იცი ყოველი დღე შენი სივრცეა სასიამოვნო და ნანატრი დიდი ვნებები როგორც გინდა ყველაფერი მუდამ ისეა, გულს გიმშვენებს აწმყო, ტკბილი მოგონებები. არ აჩერებდა ემოცია უძირო ღამეს სანაპიროზე რომ დაანთეთ ბნელში ნათელი შერცხვა ზემოდან მანათობელ ვერცხლისფერ მთვარეს რომ შეგხედათ თქვენში იყო ვნების სანთელი. გრძნობაახსნილი, სხვანაირად გული გახსნილი მოქმედება ხანგძლივი და აღვირახსნილი, ახლა უშვებ ცხოველურ გრძნობებს შუაღამისას, არ დაეძებ გადმოფენილ სხივებს მთვარისას ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.