შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსარების საიდუმლო


13-12-2021, 18:28
ნანახია 773

მახსოვს,პირველი სტიპენდიით უზარმაზარი წითელყდიანი ბიბლია რომ ვიყიდე და ლექციების დამთავრებამდე ხელები მტკიოდა მისი ტარებით,იქნებ,მერე აღარ იყოს_მეთქი.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.ახლაც ვუზივარ იმ ბიბლიის უკვე გაყვითლებულ ფურცლებს და ვინ იცის,უკვე მერამდენედ ვცდილობ ,,საიდუმლოს ამოხსნას". მე როგორც გავიგე,სხეული რომ ჩაქრება,სული აინთება.
მიჭირს_მეთქი,ღმერთო,_ვეუბნები ჩუმად,_მოკვდავ ადამიანებს სად შეგვიძლია,აქ რაც წერია,ყველაფერი დავიცვათ და შევასრულოთ.
გემძიმებაო?_იმან,
ჰო_მეთქი,ძალიან.
არ ვჩერდები...ისევ ვეკითხები.
_როდის ვისწავლი ფრენას ფრთების გარეშე,გულით ფრენას როდის ვისწავლი,რომ აღარასოდეს დავეცე?
დუმდა და უპასუხოდ დამიტოვა ეს კითხვა.

რთული დრო იყო.გაჭირვება იყო ჩასაფრებული და ყველა ჩვენგანს ცივი ხელებით გვებღაუჭებოდა.თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვქონდა,ვერც სამსახურს იშოვიდი.
ერთი სამსახური ვიშოვე ,მაგრამ,როგორც ხდება ხოლმე,ისეთი სამუშაო რეჟიმი იყო,გვიან ღამე სახლში მისული ლოგინზე რომ დავეგდებოდი,საჭმელადაც ვეღარ ვდგებოდი.
ვიდრე არ იტირა დედაჩემმა,თავი დაანებე მაგ სამუშაოსო,არ მოვდიოდი იქიდან,მერე კი წამოვედი დედას ხათრით.
როცა რაიმე უკიდურესი საჭიროებისთვის ფული მჭირდებოდა,დედას ვერ ვთხოვდი,მაინც დამნაშავედ ვთვლიდი თავს.ამიტომ დედაჩემის ჩამთისკენ წამიცდა ხელი და ხურდაფული მიწვავდა ხელს,სანამ დავმალავდი.მერე ვეღარ დავემალე ჩემ თავს,მომკლა და არ დამტოვა ამ ამბავმა.

აღსარების სათქმელად წავედი მამა გიორგისთან,რომელსაც მარადი ლოცვით და ფეხზე დგომით შესიებული ფეხები ისევ ქუსლებჩადრეკილ ფეხსაცმელში წაეყო,კიდევ უფრო მომიჭირა გულზე სინდისმა.
აღსარების რიგს დაველოდე და ყველაფერი დაუფარავად ვუამბე მამა გიორგის,მან ჩამოიღო ოლარი და მითხრა:
ეგ ცოდვად არ ითვლებაო.
სხვას რომ მოეყოლა ეს ამბავი,არ დავიჯერებდი.
მამა გიორგიმ იცოდა და გადაწყვიტა ღმერთსა და ადამიანს შორის.მე კი გაკვირვებული ეკლესიის სარკმელში ვიყურებოდი სადღაც შორს,სადღაც ,,იქამდე".
აღსარების საიდუმლო ამოვხსენი იმ დღეს.
იმ დღეს უფრო შემიყვარდა ღმერთი და ადამიანები.

დასასრული



№1 სტუმარი ნინა ტერიკო

ხათო,მეორედ წავიკითხე ♡ სიკეთე გოგო ხარ შენ♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent