შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბის მწერო !


4-01-2022, 23:41
ავტორი აიესმე
ნანახია 979

რა რიცხვია დღეს ? - ეი შენ... როდის უნდა მოიშორო შენი გონებიდან ათვლის წერტილი ?! ნუთუ ვერ ხვდები.ნუთუ ჯერ კიდევ ვერ...ნუ ითვლი,ნუ უყურებ წყეულ მექანიზმებს.ნუ თვლი დროს ! შეხედე დედამიწას,ამ დედამიწაზე შენს თავს.დღისა და ღამის მონაცვლეობას.შენი სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობას ! შეხედე...შეხედე ათვლის წერტილის აბსორდულობას.რჩევას მოგცემ -მიდი გაშალე ხელები და შეიგრძენი მარადისობა.მარადისობა რომელშიც გახვეულ იყავ,შენივე არჩევნის გარეშე.საერთოდ რა არჩევანს ითხოვ ? „მომშორდი“ აი მე გეტყვი,მეტი რა გინდა ?! მეტი რა გინდა... ხომ იცი,ყველაზე დიდებული მოვლენა შენ ხარ.შენ ! - შენ რომელიც არ გამორჩი მთელი ყოფიერების ყოფნას.განა არ გიხარია ?! განა მეტი კიდევ შეიძლებოდა რაიმე ? ამის მეტი... შენ შენ თავს აცნობიერებ.შენ დაჯილდოვებულიხარ საკუთარი თავის აღქმით ! შენ შეგიძლია შეიგრძნო. „მე ვვარსებობ“ ცოცხალი ვარ.ვარ ! მოიშორე ყველა ის იდეა რაშიც გახვეულ იყავ,როგორც საზოგადოების ანუ გამოთაყვანებული ხალხის ინტერგირებული ნაწილი.მიდი,ამოგლიჯე შენი თავი.ნუ დაუჯერებ მათ.მათი სახეები ისეთივე მაცდურია,მაშინ როდესაც თავდაჯერებით აცხადებენ „მე ვიცი“ - ო... როგორც მთელი ამ ყველასთვის ხილული სამყაროს დიდებული ტყუილები.თუმცა...მოდი ვაღიაროთ.ეს სამყარო,რასაც თვალით ვხედავთ,,ხელით ვეხებით და ვგრძნობთ,გრძნობის სხვადასხვა ორგანოებით... მართლაც რომ დიდებულია.ამიტომ ახლავე სჯობს რომ პატივი ვცეთ მათ ვინც ამბობს. „მე ვიცი“- ო.რადგან მათ მართლაც იციან.თუმცა ეშმაკმა უწყის სინამდვილეში რა ხდება.მორჩები ოდესმე ათვლის წერტილის,ყოველი წრის ბოლოს,კვლავ თავიდან ათვლას ? შეხედე... სიცოცხლეს იმოკლებ ! ამბობ,ერთი დღეც... ერთი წელიც.... ერთი წელიც... და საერთოდაც რატომ არ გინდა მომავალზე ფიქრს შეეშვა ?! დანებდი დინებას... დანებდე დინებას ნიშნავს სრული შეგნებით აცნობიერებდე იმას რომ ამავე დინებას,ძალიან ძალიან სწრაფად მიყავხარ სადღაც... სადღაც,გასაქრობად.დანებდე დინებას ნიშნავს პირველად გააცნობიერო ის რომ რაღაც დიდებული,ამ შემთხვევაში სამყარო,იმდენადაა დიდებული,რამდენადაც შენ ის კარგს არაფერს გიპირებს ! გაიღვიძო და დაიწყო ბრძოლა არსებობისათვის.მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ?! როგორ ? როგორ შეგვიძლია,ჩვენ წვეთებს... რომელნიც უმოწყალო დინებაში მოვხვდით,საერთოდ რაიმე რომ „ვიცოდეთ“ ? უფრო მეტიც,ამავე ცოდნის შესაბამისად ვიმოქმედოთ ?.რაღაც სხვა დინებაში გადასახტომად.იმ დინებაში გადასახტომად რომელიც უკიდეგანო ოკეანეს უერთდება ? არა,უეჭველია.ეს დინება კარგს არაფერს გვიპირებს.თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი არაფერი გვეშველება... სულ რომ ტირილი და ლოცვა ვედრება დავიწყოთ ! გთხოვ,გთხოვ... ნუ მიმაქანებ ასე ძლიერ სწრაფადო.მას ვერ შეცვლი,რაღაც სხვააა გასაკეთებელი.რაღაც სხვა ! მოდი,ახლავე შევთანხმდეთ აი იმაზე რომ მთელი რიგი იდეების შემდეგ,უმედობას არ მივცემთ უფლებას რომ დაგვიპყროს.და უმთავრესი რაზეც ახლავე უნდა განვაცხადოთ თანხმობა,ეს ისაა... სხვები რატომ არ ფიქრობენ ? და ანუ შემდეგი პრობლემა,მთელი რიგი იდეების განხილვის შედეგად დაუფლებული უიმედობის განცდის მერე,მოდის ეს... ეს კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა „სხვები“.სხვებში იგულისხმება ნებისმიერი ორფეხა არსება,რომელშიც უნებლიე სიკეთე და ბოროტება ურთიერთქმედებენ.არსებები რომელთაც მხოლოდ ერთი რამ უნდათ ! თავიანთი სიმართლით და არარსებული ჭეშმარიტების განცდა რომ ჩააქსოვონ შენში,გამოგათაყვანონ და ბოლოს და ბოლოს მიაღწიონ თავიანთ მიზანს.მოგგკლან ისე როგორც თაავად აპირებ ამას.კარგი... კარგი... საკმარისია,და საერთოდ რა ვქნათ ? აი რა უნდა გაკეთდეს ! რა ??? - მე გეტყვი. საერთოდ რატომ ფიქრობ რომ რაიმე არის გასაკეთებელი ? აჰა გადმოგცემ ჩემს გამოცდილებას.

აი გავდივარ ავიანზე.ვჯდები სკამზე რომელზეც უამრავჯერ ვმჯდარვარ და ფურცელში ძალიან წვრილად დაქუცმაცებულ,ორ განსხვავებულ ბალახს ვუმადლი მომავალი ხედვებისთვის,მათზე წვდომის საშუალებას.ერთი მწვანეა მეორე კი ყავისფერი.ორივენი ჩემთვის მართლაც რომ ფასდაუდებელი მეგობრები არიან.თუმცა მათ ჩემთვის არაფერი კარგი არ უნდათ.მე ვიცი ეს.მიუხედავად მათი ავკარგიანობისა ვიწყებ.ვიწყებ ცეცხლით... მეცამეტე სართული,აივანი.ჩემს წინ გადაშლილი სამყარო რომელიც ასე გამოიყურება.აი ჩემი მზერის წინ არსებული შენობა,რომელსაც საავადმყოფო ქვია და მის გვერდით უფრო მაღალი ხარისხის ავადმყოფებისთვის განკუთვნილი შენობანაგებობა რომელშიც რთულ პაციენტებს ათავსებენ. გიჟებს ! ვუყურებ და ცეცხლი კვლავ მაღლა მიდის,ის ყოველ წამს ქრება... ყოველ ახალ წამს ხდება გარდაქმნა და მისი გაუჩინარება.გმადლობთ მეცნიერნო და დიდო თავნო რომ ამ პროცესის ხანგრძლივად ყურება ჩემს აივანზე შემიძლია.ვუყურებ ამ ორ შენობას და საკუთარ თავს ვეუბნები რომ სიამოვნებით მოვხვდებოდი მარჯვნივ განწესებული ავადმყოფების სიაში.სიამოვნებით ვნახავდი მათ გამოვლინებებს პირადად.ძალიან ძალიან მინდა ეს ! ნეტა ჩამახედა მათ თვალებში როდესაც „შეტევა“ ეწყებათ.აჰა,ამ ორი დიდებული ნაგებობის იქით ვხედავ პატარა ნაძვნარს,რომელიც მთლიანი ამ იდიალურად ორგანიზებული შენობების მიღმა სრულიად არეულად,ალაგ ალაგ „ნაურაზე“ ჩაუყრიათ.პატარა ნაძვუკების შემდეგ მოჩანს ლიანდაგები და ამ ლიანდგებთან აქეთ იქიდან მწვანე ბალახი თითქოს სპეციალურად გაეფინათო.თუმცა ყველამ ვიცით... ეს შემთხვევითია.ამ ბალახმულახის შემდეგ მოჩანს სამანქანო გზა,სადაც ორმხრივი,თითქმის დაუნდობელი მოძრაობაა... რა,არართხელ მინახავს როგორ სასაცილოდ ასკდებიან საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან გიჟი მემანქანეები ერთმანეთს.ამიტომაც ვთქვი დაუნდობელი მეთქი.ამ სიკვდილის გზის შემდეგ იწყება ტერიტორია,რომელზეც ჯერ კიდევ შემორჩენილია კომუნისტების დროინდელი შენობები.ეს მუშათა მიწაა.სადაც აღარავინ მუშაობს.ვხედავ... ვხედავ რომ მუშებსაც ყელში ამოუვიდათ მონობა და მიატოვეს ყველაფერი.აღარ უნდათ აღარ ! დაიღალა ყველა.აღარავის აქვს ამის სურვილი ! აღარავის.მთელი ამ უშველებელი ტერიტორიის იქით,მოჩანს ისევ ეს ნაძვები... მხოლოდ უფრო ძლიერნი,აშკარაა ეს პატარა ნაძვუკები მათ წაართვეს... რას განიცდიან... ნეტავ არ გრძნობენ დანაკლისს ? ამავე ზრდასრული ნაძვების იქით მტკვარს ვხედავ ! მტკვარი რომელიც გამუდმებით მახსენებს წყეული დინების უმოწყალო თვისებებს.აი ამის იქით კი კიდევ ერთი სამანქანო გზა იწყება,თუმცა აქ პირველთან შედარებით უფრო ორგანიზებულ სასტავს უმუშავია.რადგან გამყოფი ზოლითაა გაყოფილი მოძრაობის ზოლები.სადაც ავარია თითქმის არ მახსენდება.თითქმის მეთქი ვთქვი იმიტომ რომ მაინც ვნახე ერთი თუ ორი შეჯახება,მხოლოდ ერთ მოძრაობის ზოლში.მადლობა ღმერთს,არავინ დაღუპულა.მხოლოდ წყეული რკინა გაფუჭდა.ალბათ ყველაფერი კარგად დამთავრებოდა და არ მიახოცავდნენ ერთმანეთს... ამ შედარებით ჰარმონიული გზის შემდეგ იწყება მთა,მთა რომელიც დეკმებრისა და საერთოდაც მომავალი ორი თვის განმავლობაში ძალიან ლამაზია.ეს შავნაბადის მთაა,ამ პერიოდში მთებზე ხდება სასწაული და ის თითქმის ნამდვილი სახით წარმოუდგება მხილველს.მასზე არ ბრწყინავს ფერები.და ეს რომ არ ხდება,უფრო მეტად შეიგრძნობა ის რომ ჩვენი სამყარო არც ისეთი მრავალფეროვანია როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.ამ მთებს იქით კი ჩემი თვალი ვერ იხედება.თუმცა ვიცი,მის იქით არის უამრავი რამ,თუმცა ჩემი აღქმისთვის მიუწვდომელი.მორჩა,ესაა ჩემი სამყარო.ვფიქრობ საერთოდ არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი იმას რომ ეს ყველაფერი პირადაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთია.მაგრამ ჯოჯოხეთის ცეცხლი ვერას გვავნებს.ცეცხლი რომელიც კვლავ ექვემდებარება ამ სამყაროს წინასწარგანსაზღვრულობას,ისევ თავის საქმეს განაგრძობს.კვლავ გარდაიქმნება... კვლავ უჩინარდება.მთელ ამ მომაკვდავ პროცესს ვწყვეტ და ჩემს უახლოეს მეგობრებს საშუალებას ვაძლევ ცოტახნით მესტუმრონ,მოძებნონ სასიამოვნო თავშესაფარი ჩემს ორგანიზმში.მე ხომ სტუმართ-მასპინძლობის შესახებ იმდენს მელაპარაკებოდნენ... როგორ ვაწყენინებ მათ ? აჰა,პირველი ნაფაზი საკმარისია რომ გიჟების სიაში ჩაწერის სურვილი ერთი ასად გამიძლიერდეს.მეორე ნაფაზზე კი ჩემში თანაგრძნობა იღვიძებს... ამ საწყალი ნაძვუკების მიმართ.მესამე ნაფასზე ვუყურებ მანქანებს როგორი სისწრაფით უვლიან გვერდს ერთმანეთს და მადლიერი ვარ რომ ეგრეთწოდებული ფსიქიკური შესაძლებლობების სწორედ ის უნარი,რომელსაც აზრის ძალას უწოდებენ,ამ მანძილისთვის საკმაოდ შესუსტებული მაქვს.თორემ უკვე ის დროა,სიამოვნებით გავაკეთებდი ამას... სიამოვნებით ! ერთიშეხედვით მოწესრიგებულ მოძრაობაში ქაოსს შევიტანდი.განა ეს მაგარი სანახავი არ იქნებოდა ? ეს მომაბეზრებელი ჰარმონიული მოძრაობა... სად მიდის ეს ხალხი. არ სჯობს უდიდეს მიზანს მოემსახურონ ? ჩემს ნებას ! შეეხეთქნონ ერთმანეთს და მომანიჭონ სიამოვნება ? კარგი,მათ დაღუპვაზე ასე სერიოზულადაც არ ვფიქრობ. როგორც მათი,ანუ მძღოლების,იმ გაქცეული მუშებისა და მთელი ამ ავადმყოფი-გიჟების ინდივიდუალურობის თითქმის სრულ არარაობაზე.მათი არსებობა ჩემთვის გახსენებაა,რომ ისინი არ არსებობენ ! მთელი სხეულით ვვიბრირებ და ძალას ვკარგავ.თვალები უნებლიედ მეხუჭება.თითქმის ვეღარ ვსუნთქავ.არავინ მყავს თორემ განწირული ხმით გადმომცდებოდა „წყალი...“ . ორიოდე წუთში გონს მოვდივარ.ამ ნივთიერბებს იმიტომ კი არ მოვიხმარ რომ რაღაცას რასაც „ჭეშმარიტება“ ქვია ამას მაზიარონ.არამედ მოვიხმარ იმიტომ რომ ცოდნა დავაგროვო.ცოდნა,პირადი ცოდნა ! რომ ამაოების ხარისხი არ განსხვავდება.რომ ამაოება,ამაოებაა და მორჩა. რ ო მ არ არსებობს განსხვავება დაობებული პურის ღეჭვასა და უგემრიელესი ჰამბურგერ-ჩიზბურგერის ღეჭვას შორის.არარსებობს განსხვავება სახელებს შორის ! ტანსაცმელს შორის.სახლებს შორის,არანაირი განსხვავებაა არ არის ადამიანების ფიზიკურ სხეულებს შორის.მთელი ეს სიმდიდრე რაც საერთოდ ასე ბრწყინავს ადამიანის ოცნებებში,უბრალოდ რომ ნაგავია.ნაგავი რომელიც თითქმის ყველას უნდა.უფრო სწორედ უმრავლესობას ეს უნდა ! და მთელი რიგი თემების შემდეგ,როცა უკვე ჩემი სახელი მესმის იმ პალატებიდან რომელში მოხვედრასაც ასე ვლამობ ხოლმე,აი სწორედ ამ დროს ვხვდები რომ ადამიანური არსებობის ყველა პრობლემის ყველა უბედურების მიზეზი ეს... „ნდომაა“ და არამხოლოდა ადამიანური... ეს რომ ასე იყოს კიდევ რა უჭირს,რაღაცას შეცვლიდა კაცი ! ბოლო ბოლო მთლიანად ამ პირუტყვებს მივუჩენდით თავიანთ ადგილებს.მოვკლავდით მათში ნდომის სურვილს და ბოლოს და ბოლოს მივიღებდით იმას რაც ასე გვსურს. სიმშვიდეს !!! როგორც ვთქვიი,არამხოლოდ ადამიანურია ეს პრობლემა,ანუ თვითონ ნდომა.ეს სამყაროს პრობლემაა.ეს პრობლემა ამ ყოფიერების პრობლემაა ! ეს პრობლემა ღმერთის პრობლემაცაა.აბა ? თავად განსაჯეთ. პირველი ხო მან თქვა - მინდა,მინდა ! იქმნას ნათელი.

უკვე უამრავჯერ ჩამძინებია ამავე სკამზე.მთელი ამ,ვინ იცის... უაზრობებსა თუ აზრიან თემებთან ერთად. და ყოველ ჯერზე როდესაც სიცივე აფხიზლებს ჩემს სხეულს და ვიღვიძებ.არ ვიცი როგორ,უგრძვნია თუ არა ვინმეს საერთოდ ეს... მაგრამ როდესაც ვიღვიძებ,იმედი მაქვს... იმედი.

იმედი იმის რომ სამყარო ნებისმიერ წამს გაშლის მთელ თავის საიდუმლოებებს.რომ უმაღლესი არსება ვარ რომელსაც ასეთივე უმაღლესი არსებები „ბოროტად“ ეხუმრებიან. და რომ მოხდება ფარდის ახდა, და მეტყვიან...- სულელო,ასე ძალიან რამ შეგაშინა ? გაიღიმე.ხუმრობა იყო.

მიყვარს ენერგიის ხარჯვა მსგავსად.ანუ მთელ რიგ ყბედობებში.ეს მხოლოდ იმიტომ რომ პირადად მე „მესია“- ს ველი. ვიღაცას,ვინც დაიხსნის მთელი ამ მარწუხებიდან თავის არსებობას,შემდეგ კი მოაკითხავს ყოველ გამოთაყვანებულ ადამიანს და არა თუ შეეცდება,არამედ შეძლებს ამავე ადამიანების დახმარებას.

ეს - შეიძლება ნებისმიერი ერთიამადგანი აღმოჩნდეს.ნებისმიერი ! ვინც უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებს თავის თავს.

ნუთუ ისეთი უნიათო ვარ რომ ჩემი მკითხველის გონებაში ვერაფრით ვახერხებ იმ პატარ პატარა ბიძგების გაგზავნას,საერთოდ რაღაცის შემეცნების სურვილს რომ აღძრავს ? ასეა ეს ? მიმიფურთხებია,რადგან ეს ზემოქმედება რომელიც „ვიღაცისთვისაა“ განკუთვნილი შესაძლოა ეს ვიღაცა თავად აღმოვჩნდე. ეგოიზმი... ეგოიზმი.ეს არის რაც არის ! რომ არა მე,თქვენზე არ ვიდარდებდი.თქვენ იქნებოდით,მე კი არა.შესაბამისად რა დიდი ფილოსოფოსობა და ჭკუა ამას სჭირდება რომ არც მედარდებოდით ? გაიღვიძეთ ! თუმცა მესმის,ეს რთული კია.რთულია საკუთარ სახეს თითით მიაწვე,საკმარისია იგრძნო ეს... წყეული მატერია,შენი სხეული,რომ უიმედოდ დარჩე.უიმედოდ... რომ ამ მყარისაგნების იქით არაფერი არ არსებობს. რა არის გასაკეთებელი ? მაინც რა უნდა გაკეთდეს ?! გასაკეთებელია ეს.არაფრის გაკეთება ! უაზრობად ჟღერს,ვიცი.თანაც შეუძლებლად.მხოლოდ რომ უაზრობის ელფერი ეკრას რა უჭირს.ეს შეუძლებელია.ვერ მოსდებ აღვირს შენი არსების ნაწილებს. რადგან აღვირი ცხენებს ეკუთვნით.ადამიანი ცხენი არაა,ის არც ხეა რომ არაფერი აკეთოს.ის ადამიანია ! ღვთისშვილია.ღვთის რომელიც თავად არის „ნდომა“ და რა ძნელი მისახვედრია ნდომის შვილი რა გამოვა ? პატარა მინდუკა.სწორედ ეს... სწორედ ეს... როგორ დაიწყო ყველაფერი ?! არსების „მინდა“- თი. როგორ დამთავრდება ყველაფერი ? თუ დამთავრდება რა ძნელი მისახვედრია თუ როგორ... რა ხდება ახლა ? ყველას უნდა ! მაგრამ რა ? ნაგავი-ოქროს ნაცვლად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent