შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნას


4-08-2017, 13:30
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 817

შენს მეტს ვერავის მე ვერ ვხედავდი
დანგრეულ გულში მუდამ ელავდი
შენთვის ზედმეტის თქმას ვერ ვბედავდი
შენზე როგორც ზღვა ისე ვღელავდი

მე მხოლოდ ამან გამანადგურა
შენ იყავ მეფე, მე შენი მონა
უცებ სიჩუმემ დაისადგურა
შენს გარეშე მე არ მსურდა ყოფნა

შენი სურნელი მუდამ მათრობდა
და არაფერი მე არ მართობდა
შენზე ფიქრები მუდამ მახრჩობდა
ამ სამყაროდან მე სულ მაქრობდა

მე შენ მიყვარდი ჩემო ფერიავ
შენით ცხოვრება მე ამერია
შენ იყავი კერპი ჩემი
მიცურავდი როგორც გემი

ჩემს გულს შენ არ შორდებოდი
შენთვის კლდიდან ვგორდებოდი
-„ჩემთვის შენ თავს გაწირავდი“?
ალბათ ამას არც მკითხავდი

ჩემო ჩემო ჩემო ანნა
შენთვის არ ვცხოვრობდი განა?
განა მე შენთვის არ ვწერდი?
შენთვის მე პირობას ვდებდი

ვამბობდი: არ დაგივიწყებ,
მაგრამ ეს ვერ შევასრულე
ახლა მე თავიდან ვიწყებ
ლექსის წერას არ ვასრულებ

დიახ, რამდენჯერმე შევცდი
ესეც სიყვარულით ვქენი
მაშინ შენზე ფიქრებს ვკეცდი
რადგან იყავ დარდის მფენი

შენ იყავი ჩემი მკვლელი
ჩემი გულის მბრძანებელი
მხოლოდ ჩემი მწამებელი
იყავ ჩემი მწვალებელი

ახლა ვფიქრობ, მეჩვენება
შენზე ფიქრებს არ აქვს ფასი
სახეს ცრემლი მეღვენთება
ერთ დარდს ხომ მოჰყვება დასი



№1  offline წევრი qeti.ii

ძალიან მომეწონა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოველ ჯერზე უფრო მეტად მაოცებ

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

qeti.ii
ძალიან მომეწონა

heart_eyes გმადლობთ kissing_heart

terooo
ყოველ ჯერზე უფრო მეტად მაოცებ

მადლობას გიხდი ასეთი შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Giorgi Uertashvili
qeti.ii
ძალიან მომეწონა

heart_eyes გმადლობთ kissing_heart

terooo
ყოველ ჯერზე უფრო მეტად მაოცებ

მადლობას გიხდი ასეთი შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

მომწონს მე შენი შემოქმედება

 


№5  offline მოდერი Giorgi Uertashvili

terooo
Giorgi Uertashvili
qeti.ii
ძალიან მომეწონა

heart_eyes გმადლობთ kissing_heart

terooo
ყოველ ჯერზე უფრო მეტად მაოცებ

მადლობას გიხდი ასეთი შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

მომწონს მე შენი შემოქმედება

kissing_heart kissing_heart heart_eyes გმადლობთ
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№6  offline მოდერი bla.ell

უფრო და უფროოო იხვეწები და ეს მომწონს გიო ბრავო heart_eyes❤კარგი იყოოოო❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent