ათენას...
ათენნავ ჩემო ძვირფასო...მინდა გარდაუვალი მომავლის შესახებ გაცნობო.მომავლის რომლის შესახებაც შენ დაგავიწყდა.დაგავიწყდა იმიტომ რომ შენს ირგვლივ პლანეტები ზედმეტად ხმაურობენ.მეც ამ ხმაურში მოვყევი.მეც არ მახსოვდა... თუმცა სრულიად შემთხვევით,უფროსწორად კი ამას მიზეზი აქვს.მიზეზი რომელიც შენმა სულმა მაცნო.მისი ქაოსში ყოფნისა და უსათუო დაღუპვის შესახებ.ამრიგად როცა ეს ხდებოდა,მთელი ჩემი კუთვნილი ყურადებით მხოლოდ ამ მტანჯველ,შენი სულის გამოძახილს ვაყურადე და ირგვლივ არა „თითქოს“ არამედ რეალურად,ამ მოხმაურმე პლანეტებმა ხმაური შეწყვიტეს.ამრიგად მთელი ჩემი სიცოცხლის მიზანი ორ ნაწილად გაიყო.მანამდე კი მხოლოდ ერთი რამ მსურდა ! და შენ იცი რაც არის ეს.შემდეგ კი ამ ჩემს სურვილში შენი გახვევა „მოვისურვე“.ამიტომ ნუ დარდობ... მოითმინე,არაფერზე არ იდარდო.ნებისმიერ ფასად შევძლებ შენთან მოსვლას.ოხ როგორ ველი იმ მარადიულ „წამს“ ყოველი სხვა წამისგან განსხვავებულს. -... იმას,შენ რომ შეგეფეთები და ისეთი ძალით დავიწყებთ ერთმანეთის ირგვლივ ბრუნვას რომ... ჯერ ერთიი როგორც უკვე გითხარი,სამყაროს სრული გაყინვისაგან ვიხსნით და მეორე !!! ჩვენ ამას არასდროს შევწყვეტთთ.თუმცა სანამ ეს მოხდება,შენ იცი რომ ვირივით მომიწევს ვიშრომო ! ვიშრომო სისხლით,რადგან „მარადიული ბრუნვის“ ცნობა მივიღო.მანამდე კი იმას გავაკეთებ რასაც აქამდე ვაკეთებდი.-თავს შევიკავებ ! - ხო,ხო რა თქმა უნდა ასე ვიზავ.როგორ ძლიერადაც არ უნდა დაგიწყონ პლანეტებმა თავისი გამოსხივებით ზიანის მოყენება არ „შეირყე“.შენ ჩაქრობა არ გელის.ამას არ დავუშვებ.აუცილებლად მოვალ.აუცილებლად !!! მარადიული ბრუნვის ცნობით დავბრუნდები.თავი არცერთ შემთხვევაში არ აიფეთქო.იმ შემთხვევაშიც კი თუ იგრძნობ რომ შენს ირგვლივ ყველაფერი მოკვდა და ახლა უსასრულო სივრცეში მოგიწია ხეტიალმა და არც სხვებს მისცე უფლება რომ ისე გაგბერონ,ბოლოს რომ გასკდე ! იყავი მომთმენი და უიმედობას არ სცე პატივი.როგორც გესტუმრება იმ წამს, ისევე გაისტრუმე.არ მისცე უფლება დარჩეს შენთან და დაიდოს ბინა შენს სახლში.არ შემოიჩვიო... გესმის ?! ის ისეთი მაცდური ვინმეა... თავიდან მოგხიბლავს კიდეც.მერე კი თავის ნამდვილ სახეს გამოაჩენს და აფეთქებას გაიძულეს.არ დაეცე...რაც არ უნდა მოხდეს !!! არა,მხოლოდ ზევით მიმართე მზერა. ვარსკვლავები ათვალიერე,როდესაც აღმოაჩენ ერთ-ერთ უძლიერესად მოციმციმე ვარსკლავს,იცოდე რომ ის მე ვარ ! მე-რომელიც ვიბრძცი იმ ცნობის მოსაპოვებლად რომელიც გაცნობე და თუ დაინახავ რომ ის „ჩაქრა“ არ დაიჯერო.ამას არაფრით ვიზამ.ეს უიმედობის მორიგი ხრიკი იქნება.ამიტომ შეიცანი ის ! და უარყავი იგი.შეიძულე და შეეცადე კი არ გაექცე,არამედ პირისპირ აღუდგე,იმგვარად რომ კარი ღია იყოს და შემოსვლას ვერ ბედავდეს.იმდენი რამის ჩვენება მინდა შენთვის... თუმცა ეს მანამ ვერ მოხდება სანამ პლანეტები კვლავ შეგაწუხებენ.მისმინე ძვირფასო... დაიხშე ყურები.ნუ აძლევ უფლებას ამ ვიბრაციებს რომ დაგიპყრონ. - ათენავ,ჩემო ძვირფასო...ნუ მოგეჩვენება ისე,თითქოს ბევრს გთხოვდე.შეეშვი ამ მომწამვლელ ნივთიერებებს,ამ შხამებს.სიხარულო... მხოლოდ ზევით გგქონდეს მზერა მიმართული,მხოლოდ ზევით ! მიწაზე არაფერი გვესაქმება. ა რ ა ფ ე რ ი.ამიტომაც გეუბნები ამას.იბრძოლე ! იბრძოლე... ჩემთვის იბრძოლე.ზუსტად ისე როგორც მე ვაკეთებ ამას.ვიცი,თავიდან ძალიან გაგიჭირდება.შესაძლოა წლებიც დაგჭირდეს იმისათვის რომ ეს თბილი საბანი აგლიჯო შენს სხეულს.მერწმუნე... როდესაც ამას გადაწვყეტ,რომ ეს საბოლოოდ ეს წყეული წრე გაწყვიტო,მხოლოდ დასაწყისსში გაგიჭირდება და შემდეგ ძილბურანი გაქრება.შენ კი განათდები ძვირფასო ! მხოლოდ ასე თუ შევძლებ შენს პოვნას... თუმცა ეს რომც არ ქნა. მე მაინც გავქექ პლანეტებს...და საბოლოოდ მაინც მოგაგნებ. შენს ოქრსოფერ გამოსხივებას კვლავ შევისრუტავ.აუცილებლად გიხილავ სიხარულო,აუცილებლად. და როდესაც ეს მოხდება აღარასდროს „ჩავქრებით“. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ რაც წაგვართვეს.-ხო,ხო,დავიბრუნებთ კუთვნილ შეგრძნებებს.კუთვნილ „მიწა“ -ს. „სამყაროს“ მთელი რიგი სასიხარულო შეგრძნებების ბუკეტით და ამ ბუკეტს ჩვენს „საიდუმლო“ გქარობის დღეს,უკან სიხარულით მოისვრი რათა ჩვენმა მსგავსმა არსებებმა სათითაოდ დაიჭირონ დაშლილი დიდებული გრძნობები.მე და შენ კი გზას განვაგრძობთ უკან მოუხედავად.ბუკეტი ხომ დარჩებათ.მაგრამ მანამდე ჩვეულებისთანახმად... - მზაად ხარ ძვირფასო ? უსასრულო სიყვარულის გზაზე,ყოველგვარი შიშისა და კრთობის გარეშე გამომყვე ?-ათენნავ... სიყვარულო, გამომყვებიი დაუსრულებელი ბრუნვის,სითბოსა და სიხარულის გზაზე ? იხეტიალებ ჩემთან,უკან მოუხედავად,სივრცეში,სივრცეში რომელსაც არ აქვს დასასრული ?
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.