შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოწყვლადი


10-03-2022, 23:48
ავტორი angry strawberry
ნანახია 762

მივუყვები მე ამ დიად საიკუნეს ლეთარგიული ძილით, ვიხსენებ წლებს რომელიც ასწავლის დღეებს. წლებს, რომლებმაც ვერ გარდამქმნა, მაგრამ დაბადა ამ ალიონზე გარდაქმნის აზრი. ვიცი, ბევრი მინახავს დიადი კაცი, ვისი ფერფლიც მარჯვენა ჯიბეში ჩატეულა და , ვიცი , ბევრი მინახავს პატარა კაცი, ვისი ფერფლიც მარჯვენა ჯიბეში ჩატეულა. მე რომ ჯიბით სატარებელი გავხდები, ვინ მიტირებს მაშინ? ვინ გაიგებს, რა სიმძიმე დააქვს უბით. სამი წლის ვიყავი, გავიგე,-თავი ჩამოიხრჩოო, მას მერე ვეტრფი სიცოცხლის ამ აქტს, თერაპიულს, ნაზს, ბოლო წამებში სასოწარკვეთილს, უბედურების წამალს. ვიცი, დიად სახელს ამოფარებული დიადი შეცდომა ვარ, მე ვარ ისტორია, განმეორებადი, ნაკლული. შემიძლია, მქონდეს უფლება ვიეჭვიანო იმაზე, რაც ჩემი არ არის, რადგან შენ, არ შეგიძლია ჩემი სიყვარული, არ შემიძლია მეც, მაგრამ ვახერხებ შევძლო ვუყვირო დედას, ვეჩხუბო გამვლელს, ძილის წინ მოვკლა ფიქრებში ხალხი და დავმშვიდდე, დავიძინო. მე არ შემიძლია, ბედნიერებით წამომხტარს, მოვიკლა თავი, სადღაც დედაა, მეუბნება,- მეშინია სახლში მოსვლის, გთხოვ, დამხვდი. მე თუ ვიპოვი აზრს ამ შეჯახებას შორის, დასრულდება სიცოცხლის საოცნებო აქტიც.
ბოლოს, ეს სიტყვები რომ ვნახე, თავზე გადამახიეს და მივხვდი, თუ ჩემი ნაწერი დაძალებულია, მეც არ ვარ სრულად ორგანული, მაშინ დაიწყო, ჯერ ერთი დარტყმა რიტმს აცდენილი, მეორე, სათვალავ არეული და თავს ვიწყევლი, ქუჩაში , რატომ…
სხვა ქალაქიდან მოაქვს ქარს ხმა მატარებლის, ლიანდაგებს ეხეთქება ძაბვა და ვინ იცის, არის თუ არა იმ ქალაქში ვინმე, ვინც ჩემსავით ფიქრობს ,- ნეტავ, ჩემი ხმაც მიჰქონდეს ქარს იქ, სადაც ისმენენ მოსმენისთვის, საუბრობენ საუბრისთვის, კვდებიან სიკვდილისთვის. იცით, მე ბევრი მინახავს დიადი კაცი დავიწყებული და პატარა კაცი, სამუდამოდ დაძრახილი, მაგრამ ხსოვნილი. ერთხელ, როცა ავდგები და ვეზიარები სიცოცხლის ნაზ აქტს, შენ შეიძლება კითხულობდე უცნობის ამ უაზრო აზრს და არც იცოდე, რომ ის შენს მარჯვენა ჯიბეშია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent