შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გააღვიძო!


31-03-2022, 18:42
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 269

-დედა-ცრემლები მახრჩობს. დედას ვეძახი, რომელიც ფეხაკრეფით მოიპარება ჩემკენ. 1…2…3… ჩემთანაა. ისევ საოცარი ლავანდის სურნელი აქვს და ტუჩთან ნახეთქი. სისხლი ჟონავს და მის ლავიწებზე გროვდება. დედა ლამაზია, ახლაც ლამაზია და მე ვერ ვიაზრებ, რომ ეს სისხლი ტკივილის პირველი ნიშანია. დედა მშევნიერია, დედა დიდებულია… მე მას ვეხუტები და ჩემს წარმოსახვაში მინდორზე გავრბივართ. მინდორი ისეთი მწვანე და ხასხასაა მთელ ჩემს ცხოვრებაში რომ არ მინახავს. დედას კაბის ბოლოები შიშველ წვივებს უფარავს. გარბის და მე მას მივყვები. საოცარ სურნელს აფრქვევს დედა-ჩემი… ღმერთო,რა ლამაზია.
-დედა დამიჭირე-ვყვირი და საპირისპირო მხარეს გავრბივარ. პეპლების ფარფატი ხელს მიშლის გზის გაგრძელებაში. ვჩერდები… უკან ვიხედები და დედა? დედა არ არის… არა-თავს ვაქნევ. დედას ვეხუტები. საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ უბრალოდ წარმოსახვას არ უნდა ვენდო. თვალებს ვახელ და დედის მკლავებში გახვეული ვინაბები.

სახლი ცივი და ბნელია. ფანჯრის ჩამსხვრეული მინიდან სიცივე იპარება და დაუკითხავად დააბიჯებს მძიმე ნაბიჯებით. დედა მჭიდროდ მხვევს ჩემს დაცრეცილ ქურთუკს. მამამ მიყიდა შვიდის რომ ვიყავი. ახლა? ახლა ათის ვარ. მეზობელი სახლიდან სიცილის ხმა გამოდის. მე რაც ვიზრდები ვხედავ, რომ არასდროს გადის ეს ნოტები ჩემი სახლიდან. დედა არ იცინის… მამა? უი, მამა. გამახსენდა, რომ კიდევ არის სახლში ვიღაც. ვიღაც რატომ? მამა… მისი სუნთქვის ხმა ისმის. მძიმედ სუნთქავს… თითქოს მთელი მსოფლიოს პრობლემები გულზე აწევს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ,,პრობლემები კი არა-ღვინო’’-საიდანღაც ჩამჩურჩულეს. ღვინო? ჩემს ცნობიერში ღვინოსთან ასოცირებული ვერაფერი ვიპოვე. დედას არ უხსენებია, ესე იგი, არ ვიცი, რას ნიშანვს. სახლის სამსაფეხურიან კიბეზე ჩამოვჯექი და ღრმად ჩავფიქრდი. ათი წლის ასაკში, რატომ შემეძლო ასეთ სიღრმეებში ჩაღწევა, არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, არც მომწონდა. ვფიქრობდი ყველაფერზე. დედაზე, მამაზე და ღვინოზე…

მეორე სახლიდან ჭრელი ბურთი გადმოვარდა. ბავშვის ტირილი გაისმა. ფეხზე წამოვდექი და უკან გადავაგდე. სხვისი ნივთები ეზოს უწმინდურს ხდიან. დედამ მასწავლა, რომ სხვისი და ჩემი იმიტომ არის სხვადასხვა ტერმინები, რომ სხვისი-სხვისია და ჩემი-... ჩემი მხოლოდ ორიოდე ფუმფულა სათამაშო… მაგრამ, არა უშავს, ზოგი ხომ ამაზეც ოცნებობს? ცრემლები მომადგა… ოხ, ზოგს როგორ უნდა ეს ფუმფულა სათამაშოებიც…
ალბათ კიდევ ბევრს ვიფიქრებდი იმაზე, რაზეც ათი წლის ბავშვები არ ფიქრობენ. იმაზე, რაზეც ჩემი მეზობელი ნიკო არ ფიქრობს… ალბათ ვიფიქრებდი-თქო, მაგრამ უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე და მერე მხრებს შორის ისეთი ტკივილი ვიგრძენი… როგორ არმბობდა დედა? გამახსენდა… არაამქვეყნიური… ცრემლებმა დაუკითხავად გადმოკვეთეს ჯებირები და ბეტონის ზედაპიზე დაეცნენ…
-სად არის სიგარეტი, ლუკა?-ხმა მეცნობოდა…

მე და დედა გავრბივართ მინდორზე… ხელი ჩემს მკლავზე აქვს ჩაჭიდებული… არ გამიშვებს. ბედნიერი ხმა მესმის. დედა იცინის. დედა-ჩემი ლამაზია… და ეს ბორდოსფერი სარაფანაც როგორ უხდება. დედა, ჩემო ანგელოზო… შევციცინებ… იმ მწვანე თვალებით მიღიმის, მეც რომ მისგან მერგო.
მერე რაღაც ხდება… ცაზე შავი ღრუბლები ჩნდება… დედა ქრება და მე ვიღაც კაცის წინ ვდგავარ, რომელიც ავისმომასწავებლად მიყურებს.
-სიგარეტი სად არის შე ?-არც ამ სიტყვის მნიშვნელობა ვიცი. მე… მე საერთოდ არაფერი ვიცი მამისეული… უი, ეს კაცი მამაჩემია. ამოსული ფრთები რომ მომტეხა და სადღაც უკვალოდ გააქრო. მეორედ რომ წამოიღო ხელი, გავიქეცი. გავიქეცი ღრიალით და დედას ძახილით. Მესერს გადავევლე… ორღობე გავიარე და შავი რკინის დეტალებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას მივადექი. რამდენიმე მეტრი კიდევ გავიარე და შავ ქვაზე დახატულ დედის გამოსახულებას თვალი გავუსწორე. დედა-ჩემი გაიცრიცა…
-დედი, გამიღიმე რაა…-ამოვიღრიალე და მუხლებზე დავეცი. თვალები დავხუჭე. კადრები გამოისახა.
დედა სისხლჩაქცევით მკლავზე… დედა გახეთქილი ტუჩით… დედა ჩალურჯებული თვალით… დედა მოტეხილი ხელით… დედა?... დედა მიწის ზედაპირზე… დედას მიწის გროვას აყრიან… ნინო ბებო ტირის… მე დეიდას კალთას ამოფარებული ვუყურებ ყველას. იქვეა მამა… აი, სიგარეტიც აქვს… ტირის? ვაკვირდები… არ ტირის… მამა არ ტირის.

თვალები მძიმედ გავახილე. დედა ისევ გაცრეცილია. დედა აღარ არის… დედას წასვლა აიძულეს…
-და ღვინო?-ამომიტივტივდა.
-დე, ღვინო რა არის?-ცრემლები მოვიწმინდე. დედამ არ მიპასუხა. ლავანდის სურნელიც სადღაც გაქრა და ბორდოსფერი სარაფანაც…

სახლის სამი საფეხური ჩუმად ავიარე… კარი მძიმედ შევაღე და მძინარეს გავხედე.
-არ გააღვიძო!-ჩემ თავს ვუთხარი და ევრიკა! ეს არ იყო სიხარული, რომელსაც ევრიკას დროს განიცდიან.ეს უფრო ის აღმოჩენა იყო, რომელიც მთელ ცხოვრებას შავად შემიმოსავდა…
არ ვიცი, ღვინოს ღვინო რატომ ჰქვია… არ გააღვიძო უნდა ერქვას…



№1 სტუმარი Ana-maria

გამიხარდა თქვენი ახალი ისტორიის დანახვა. ბევრი ვიტირე და გული დამწყდა პატარა უდედო გოგონაზე.არცერთი ბავშვი არ მემეტება ასეთი ცხოვრებისთვის. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ ღმერთი აუცილებლად გამოუგზავნის პატარა სასწაულს გოგონას და ყველაფერი კარგად იქნება. (მიყვარხართ და მომენატრა თქვენი ისტორიები. მოთმინებით გელოდებით)გამიხარდა თქვენი ახალი ისტორიის დანახვა. ბევრი ვიტირე და გული დამწყდა პატარა უდედო გოგონაზე.არცერთი ბავშვი არ მემეტება ასეთი ცხოვრებისთვის. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ ღმერთი აუცილებლად გამოუგზავნის პატარა სასწაულს გოგონას და ყველაფერი კარგად იქნება. (მიყვარხართ და მომენატრა თქვენი ისტორიები. მოთმინებით გელოდებით)

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთათო

Ana-maria
გამიხარდა თქვენი ახალი ისტორიის დანახვა. ბევრი ვიტირე და გული დამწყდა პატარა უდედო გოგონაზე.არცერთი ბავშვი არ მემეტება ასეთი ცხოვრებისთვის. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ ღმერთი აუცილებლად გამოუგზავნის პატარა სასწაულს გოგონას და ყველაფერი კარგად იქნება. (მიყვარხართ და მომენატრა თქვენი ისტორიები. მოთმინებით გელოდებით)გამიხარდა თქვენი ახალი ისტორიის დანახვა. ბევრი ვიტირე და გული დამწყდა პატარა უდედო გოგონაზე.არცერთი ბავშვი არ მემეტება ასეთი ცხოვრებისთვის. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ ღმერთი აუცილებლად გამოუგზავნის პატარა სასწაულს გოგონას და ყველაფერი კარგად იქნება. (მიყვარხართ და მომენატრა თქვენი ისტორიები. მოთმინებით გელოდებით)


ეს ისტორია ისე მემძიმა, ვფიქრობდი, როდის დავწერე ან რატომ?! მადლობა თქვენ ერთგულებისთვის❤️

 


№3 სტუმარი one

Ra dzalian didi khar da tan ra patara , am ghrma gancdebisatvis❤️
patara qalbatono, minda iyo bednieri momavlit❤️

 


№4  offline წევრი Life is beautiful

ქეთ...
ჩემო პატარავ, (დაგისაკუთრე)
როგორ მეტკინა? ძალიან...
...
წერას ის ნიჭი აქვს, რომ შვებას გვგვრის...
...
ხომ გეუბნებოდი იფრინეთქო, აქ ფრთები არ გქონდა, მაგრამ უფრთებოდ დაფრინავდი, შვებას გრძნობდი და ოდნავ სიძულვილს, მართალი ვარ არა?
...
მე შენ გხედავ!
...
იგრძენი შვება. ♡

 


№5  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
ქეთ...
ჩემო პატარავ, (დაგისაკუთრე)
როგორ მეტკინა? ძალიან...
...
წერას ის ნიჭი აქვს, რომ შვებას გვგვრის...
...
ხომ გეუბნებოდი იფრინეთქო, აქ ფრთები არ გქონდა, მაგრამ უფრთებოდ დაფრინავდი, შვებას გრძნობდი და ოდნავ სიძულვილს, მართალი ვარ არა?
...
მე შენ გხედავ!
...
იგრძენი შვება. ♡


მართალი ხარ! და რა ცუდია, რომ მართლა ვგრძნობ ამ დაწყევლილ სიძულვილს... შენ მწვდები...! როცა შენ გხედავ, ვიცი, რომ ვიღაც გრძნობს იმას, რასაც მე ვწერ. შენ მხედავ ზუსტად ისე, როგორც ვარ! მადლობა❤️

 


№6  offline წევრი Life is beautiful

შენ ძალიან კარგი ხარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent