თეთრი კაბა
მივდივარ, ბილიკს მივყვები, დედაჩემის ხმა ჩამესმის ყურში, მეძახის. მის ხმას მივყვები, ვიცი, რომ სადღაც აქ არის... დედა გაქრა, გარშემო სულ სიბნელეა, მეშინია. ვეძახი, ის კი ხმას არ მცემს. ისევ გაქრა, ისევ მიმატოვა... დედას ვეძახი, ვუყვირი, ამ დროს კი ჩემივე ყვირილზე მეღვიძება. ვტირი, მინდა დაბრუნდეს, მაგრამ... 4 წლის ვიყავი ის რომ გარდაიცვალა. მამა ამბობს, რომ აფეთქებისას დაიღუპა, თუმცა არავინ იცის აფეთქება როდის და როგორ მოხდა. მამა სულ მიბრაზდება, როცა დედას ვახსენებ, არ უყვარს მასზე ლაპარაკი. ნეტავ, კარგი მშობლები მყოლოდა... დედა გარდამეცვალა, მამა კი სულ მცემს. ჯერ მხოლოდ 12 წლის ვარ. როცა გავიზრდები აუცილებლად გავიქცევი სახლიდან და უკან აღარასდროს დავბრუნდები. მეგობრებიც კი არ მყავს. სულ სახლში ვარ გამოკეტილი და არსად გასვლის უფლება არ მაქვს. უკვე მთელი სხეული მტკივა. დამნაშავე რომც არ ვიყო, მამა მაინც სულ მცემს. ვერ ვხვდები, ასე რატომ მექცევა? ნუთუ ოდნავადაც არ ვუყვარვარ? ისევ კოშმარს ვხედავ. ამჯერად სულ სხვა რამ მესიზმრება: მამა დედას მისდევს მოსაკლავად, ხელში კი თოფი უჭირავს. დედა გარბის, შველას ითხოვს... ამ დროს ძირს ეცემა, თოფი გაისვრის და მეც იმწამსვე მეღვიძება. საათს დავხედე, უკვე 11 საათია. კიბეზე ჩავდიოდი და გავიგონე მამა ტელეფონზე როგორ ლაპარაკობდა. ადგილზევე გავშეშდი როცა მისი ლაპარაკი მოვისმინე. ვიღაცას ეუბნებოდა, რომ გაყიდვას მიპირებდა, რადგან მისი შვილი არ ვარ. დედაც სწორედ ამიტომ მოკლა. თვალებში დამიბნელდა, ადგილიდან ვეღარ ვიძროდი... ნუთუ, მამაჩემი მკვლელია? მან დედა მომიკლა. თუმცა... ის ხომ არც არის ჩემი ნამდვილი მამა.. კი მაგრამ, ეს როგორ? როგორც კი სახლიდან გავიდა მამა საკუჭნაოში ჩავედი და თოკი ავიღე, გამოვაბი, სკამზე დავდექი და თოკიკისერზე ჩამოვიცვი. ვტირი, მეშინია, გული მტკივა... სკამს ფეხი ვკარი. რამდენიმე წამი ვიტანჯებოდი, ვეღარ ვსუნთქავდი, შემდეგ კი... ირგვლივ სულ სიწყნარეა. წინ გავიხედე და დედა დავინახე. თეთრი კაბა ეცვა. გარშემოც ყველაფერი სულ თეთრია, მეც თეთრი კაბა მაცვია. დედასთან გავიქეცი, ჩავეხუტე... - დედა, მე მოვედი, მე და შენ ისევ ერთად ვართ, აღარასდროს დავშორდებით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.