სულარეული
ძვირფასო ქმარო! მინდა გახსოვდეს, რომ მე ისევ ის გოგონა ვარ მზისფერი თვალებით და ბედნიერი ღიმილით რომელიც შეგიყვარდა პირველი დანახვისთანავე. მე ისევ ის პატარა გოგო ვარ შენი უძრო თვალები თავშესაფრად რომ ვაქციე. ქორწინების 10 წლის თავი უნდა ვიზეიმოთ მალე და თითქოს უცხოები ვართ ერთმანეთისთვის. რატომ? რატომ მოხდა ასე რომ თუნდაც ოდნავ მაინც ვგრძნობ თავს არასასურველ ადგილას? ცხოვრება თითქოს მდორედ მიედინება და ჩვენ ისევ ერთ ადგილას ვდგავართ. რთულია! საყვარელი ადამიანის თვალები თითქმის არ გიყურებს. არ ვიცი ამ ყველაფრის მიზეზი ნუთუ ჩვენი გრძნობები დამთავრდა, ამოწურა თავისი რესურსი. დავცარიელდით? ნუთუ იმ ყველაფრის შემდეგ რაც გამოვიარეთ შეიძლება დაცარიელება? რამდენი ტკივილი და უფრო მეტი სიხარული. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი რომელსაც 7 წელი ველოდით ახლა ჩემთანაა და მიყურებს რატომ არის დედა ნაღვლიანი. მე პასუხი არ მაქვს იცი? ძალიან დიდი ხანია არ გამხსენებია ჩემი პაწაწუნა შვილები რომლების მშობლობაც ვერ შევიგრძენით. არა გატყუებ სულ მახსოვს სულ მიტრიალებს გონებაში ის წყეული დღეები როდესაც მათი არსებობის შეწყვეტა გავიგე. როგორ გადავიტანეთ ეს ყველაფერი და როგორი სიყვარულით მიყურებდა შენი ჭაობისფერები. რა ძნელია მოგონებებით ცხოვრება ჩემო სიყვარულო. ჩემი ცხოვრების მწარე მოგონებებს ახლა ფურცლებს ვუზიარებ და რა რთულია იცი. სული მეწვის, მე სულ არეულს. ისევ ამომიტივტივდა ეს წყეული მოგონებები.... კონსულტაციაზე მისულს დიდ რიგში ჩადგომა არ დამჭირდა ჩემდა გასკვირად... მახსოვს როგორ ავიწიე ზედა და როგორი გულის ფანცქალით ველოდი ჩემს სხეულში კიდევ ერთ გულისცემის მოსმენას. უეცრად ყველაფერი შეიცვალა, ჩემი ექიმი გაჩუმდა და მდუმარეედ ატარებდა ექოოსკოპიის ხელსაწყოს ჩემს მუცელზე... განაჩენი მეხივით გავარდა (იმ წუთას ვერ აღვიქვი სიმართლე გითხრა) ნაყოფმა განვითარება შეწყვიტა და აბორტი უნდა გამეკეთებინა. ხმაც კი ვერ ამოვიღე გამოვედი დერეფანში და მხოლოდ მაშინ ჰპოვეს ჩემმა ცრემლება გზა... იმ წუთას ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი დედამიწაზე, ყველაზე განადგურებული ქალი და დედა... მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავდა დაგეკარგა ყველაზე ძვირფასი, ყველაზე სანატრელი ადამიანი (კი მხოლდ 2 თვის ვიყავი და ექიმები როგორც ჩანასახს ისე მოიხსენიებდნენ მაგრამ ის ჩემი შვილი იყო ჩემში არსებული ადამიანი რომელსაც ჩემით უნდა ეცოცხლა. ) მარტო ვიყავი, ერთადერთხელ წავედი ექიმთან მარტო. როგორ მაკლდა შენი ჩახუტება და შეგრძნება რმელსაც შენი თბილი სხეულის ჩახუტების დროს განვიცდი. სახლშო მოსულს კი შენ დამხვდი. უდიდესი ტკივილი გავუზიარეთ ერთმანეთს და შენი თვლები ასმაგმა სიყვარულმა მოიცვა.. ღმერთო როგორ მინდა ისევ ვგრძნობდიმ გამოხედვას და სიყვარულს.. ცხოვრება გაგრძელდა, უდიდესი ბედნიერეაც შეგვეძინა, იდეალური მამა ხარ იცი? და რა დაემართა სიყვარულს ? იმ დიდ გრძნობას რომელმაც დაგვაკავშირა. რომელიც გვილამაზებდა ყოველ დღეს. და მაინც რა უსაშველოა მიყვარდე... რა იქნება შემდეგ როცა ეს ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდება. მე სულ არეულს მხოლოდ შენი შეხება მჭირდება... შენი თბილი ხელები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.