მეტრო
7:59 უკვე თბილისში ვარ. მეტრო. ადგილები გადავსებულია თანაც ისე ხელის მოსაჭიდთანაც არ იყო ჩემი ადგილი და ვგავარ ვარდისფერი კურტკით რომელსაც ცოტა ჭუჭყის ელფერი დაკრავს ჩემი ძაღლების გამო რომლების ზოგჯერ ვერ ზომავენ სიყვარულის გამოხატვას და თავისი პაწაწუნა ტალახიანი თათებით დამამშვენებენ დოლმე. გოგო ოდნავ აჩეჩილი თმით ეტყობა გამოუძინებელი ოდნავ წინ წამოწეული თვალები..ქუთუთოებიც ჩადავებია..დგას და ვერც კი წარმოიდგენს რო ასეთ ინტერესს იწვევს ჩემში.. დგას და უყურებს ვაგონის კარში თავის ანარეკლს. მე ოდნავ ცხოვრებამობეზრებული უთენია წამოვედი გორიდან. მგონი ცოტა ადრეც მომივიდა გამოსვლა და ადრე მივალ უნივერსიტეტში უცნაურად ჩაცმული.. თავზექუწამოფარებული რომელიც ნახევრად მიფარავს სახეს. ძალიან ორგანულად ვგრძნობ თავს.მიხარია კიდეც ჩემ ფერდაკარგულ გაითრებულ ნაკვთთებს რომელიც ავადმყოფურად გამოიყურება მალავს ჩემ ჩავარდილ ქუთუთოებს საიდანაც არაფრის მთქმელად ვიჭყიტები მე. ვაკვირდები სამყაროს ...ჩემს საქართველოს.. რომელიც ძალიან ლამაზია.. ყველაზე ლამაზი.. საიდანაც არასდროს მინდა წასვლა. გამთენიას სვეტიცხოველს მოვკარი თვალი. ახლა წარმოვიდგინე კონსტანტინე რას გრძობდა როცა წერდა. ალბათ არასდროს მოხდება მაგრად დიდოსტატის მარჯვენის კითხვას გამთენიისას უნდა იწყებდეს ადამიანი სვეტიცხოვლის შემყურე. ისევ მეტრო. ვარდისფერი ყურსასმენები. და A little piece of heaven. ...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.