ადამი
ამ სამყაროში ფულის გარეშე. ვერ იარსებებ. არ ვიცი სხვაგან, როგორ ხდება, მაგრამ აქ ასეა, ფული წყვეტს შენი ცხოვრების ხარისხს და ზოგჯერ იმასაც საერთოდ იცოცხლებ თუ არა. ფულმა არ იცის მობეზრება, რაც მეტი გაქვს მით მეტს ესწრაფვი და მაინც არ გაკმაყოფილებს. ადამი სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, ყველგან და ყველაფერში მას დაეძებს და თუ ვერ იპოვნის ბრაზდება, იმედი უცრუვდება, შური და ზიზღი იპყრობს და დეპრესიაში იოლად ვარდება. რადგან მას ჰგონია, რომ ეს სჭირდება და თუ ვერ იშოვის იმდენს რომ მისი ცხოვრება იდეალურთან მიახლოვებული იყოს მაშინ ის ჭკუიდან იშლება. ვერ ეგუება ფაქტს , რომ სხვები უფრო უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ის. რომ ისინი უფრო ბედნიერები ჩანან ვიდრე თვითონ. სხვები ხომ ვალებში არ იხჩობიან,მათ ხომ არ აქვთ ფულთან პრობლემები და არც ოჯახები ენგრევათ ამის გამო. მათ ხომ იგივე პრობლემები არ აწუხებთ, რაც მას. თვითონ კი აბა რას წარმოადგენს მათთან შედარებით? რითია მათზე უკეთესი? რა ადგილი უჭირავს საზოგადოებაში? მან კარგად იცის, რომ მათნაირი ვერასდროს იქნება და ეს ანადგურებს. რადგან მასაც უნდა ისეთი ცხოვრება, როგორიც სხვებს აქვთ. უნდა სამყაროს მრავალ ფერში აღიქვამდეს და არა მხოლოდ ნაცრისფერში. მასაც უნდა ბედნიერი იყოს თავისი ცხოვრებით და მუდამ სხვებს არ ადარებდეს თავს. მაგრამ არ გამოსდის! არ გამოსდის რადგან ირგვლივ ყველა ბედნიერია მის გარდა. მას ვერავინ ამჩნევს, თითქოს გამჭირვალე იყოს. თავად სამყარომ გარიყა იგი და ახლა წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გახდეს შესამჩნევი. როგორ გააგონოს სამყაროს მისი ხმა . რომ ისიც ამ პლანეტაზე ცხოვრობს, როგორც სხვები, რომ ისიც ცოცხალი არსებაა და არ იმსახურებს ასეთ უბადრუკ ყოფას. ცხოვრებას იმ ეპოქაში სადაც ყველაფერი ფულით ისაზღვრება. მერე რა , რომ იგი ღარიბია? რა თუ მას არაფერი აბადია? გული ხომ აქვს არა? ისიც ხომ ადამიანად დაიბადა ? მაშინ რატომ უყურებენ მას ზემოდან? რატომ არაფრად აგდებენ? ნუთუ ეს დაიმსახურა? მერე რა თუ მან წარმატებას ვერ მიაღწია? ამის გამო უნდა გაერიყათ? ზურგი უნდა ექციათ და მისგან წასულიყვნენ? ადამს ხომ ეს არ უნდოდა, მასაც უნდოდა წარმატებული ყოფილიყო. ხალხს მისით ეამაყა , მაგრამ არ გამოუვიდა. ან უბრალოდ არ გაუმართლა. ცხოვრებაში, ხომ ყველაფერი მასზე არ არის დამოკიდებული. ახლა კი ადამმა არ იცის როგორ მოიქცეს, როგორ იცხოვროს თვითგვემისა და საკუთარი თავისადმი ზიზღის გარეშე. არიცის , რადგან ეს არავის უსწავლებია მისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.