შენ თუ ბეღურა ხარ
შენ თუ ბეღურა ხარ, მაშინ - მე რად მინდა? ვიყო ის ადამი, მიწას რომ დაჰყვება, შენთან ერთად მსურს, რომ ფრთებით ვიფრინო და ვიყო მეც ის ჩიტი ზეცას რომ აჰყვება. გული სიყვარულით ისევ მას შევახო, ვინც მე ჩემში მიყვარს სულში ჩამალული და თუ ეს ცა გაძლებს - იყოს ასე მაღლა, იყოს ჩემი გრძნობაც მასში დამალული... რადგან დროის დევნა მე არ შემიძლია, ის ჩემს დღეთა ნამრავლს მისთვის მიაქანებს, თუმცა... როცა გავჩნდი, შენც ხომ დაიბადე?.. მე კი - ახლაც ვხედავ ვარდის იალქანებს. ზღვა რომ დაუფერავთ მზის გადაღმა ჩასვლით და ამ ჰორიზონტზე მონატრება მოსჩანს, დახატული ტალღა მარგალიტებს აფრქვევს, სანაპიროს აყრის, მოზაიკად რომ სჩანს და თუ - მაინც იტყვი, რომ შენ ბეღურა ხარ... მაშინ - ფრენით ცაში ჩიტად გარდამსახე, მე მიწაზე გავლით... აღარ მინდა ყოფნა, შენი სიყვარული, ცაში გადამსახე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.