„მალული ტრფობა“
„წერილი ბარიშს აიშესგან, მადლობა იმ სიყვარულისთვის ფარულად რომ გამომატარე.“ ყველაფერი ზუსტად მაშინ დაიწყო როცა ცხოვრება ჩვეულებრივი დინებით მიედინებოდა. მალული ტრფობა რომელზეც არც კი იცი, ერთმშვენიერ დღეს, რომ, ამ ამბავს რომელიმე წიგნში წააწყდე ვერც მიხვდები ისე გადაფურცლავ, ჰოდა ეს მხოლოდ იმის ბრალი იქნება რომ ყველაზე და ყველაფერზე კარგი მატყუარა ვარ. ახლაც არ ვიცი რატომ ვწერ ალბათ უთქმელი გრძნობების ამოფრქვევა მინდოდა და გაზიარება, სული ისე დამიავადა გონებას ვერ ერევა. გულის ფეთქვა ყურში ოთხმაგად ჩამესმის ხოლმე, სამსახურის ვიტრინებში კი შენი სახის ლანდი რომელიც მოჩვენებაა.გონებას ისე მირევს მზად ვარ დავედევნო და ვუთხრა შენა ხარ? იცი რამდენჯერ გამოგედევნე, იცი? რამდენჯერ მომლანდებიხარ სხვის გვერდით. ჩემი თანამშრომლების კითხვაა, რას უყურებ? ვინ დაინახე? მშვიდად ვპასუხობ არავინ, ჩავფიქრდი. ბარიშ შენი გაცნობიდან ერთი წელი და ოთხი თვეე გავიდა არც ისე ბევრია არა? შეყვარებული ადამიანისთვის კი მთელი ცხოვრებაა. მეგობრის დაბადებისდღეზე გავიცანით ერთმანეთი. უამრავ ხალხში მე შენ გამოგარჩიე, სხვამ კი მე გამომარჩია. მაშინ დიდი ყურადღება არ მომიქცევია რადგან მთელი ყურადღება ჩემი მეგობრებისკენ მქონდა მიმართული. მე მაშინ იზმირში ვცხოვობდი ბოდრუმში მეგობრებთან ჩამოვდიოდი ხოლმე და მალევე ვბრუნდებოდი შინ. იმ საღამოს გავათენეთ ბევრი დავლიეთ, ვიცეკვეთ ჩვენი ტანგო მუდამ დარჩება ჩემს სულსა და გონებაში. არაზდროს დავივიწყებ შენგან გამოწვდილ ხელს რომელსაც გაუზარებლად ჩავეჭიდე და მთელი ოვაციით გავედით საცეკვაოდ. მაშინ ვერ, ვერ მივხდი, რომ შენი სიყვარული შემეყარა სხეულში და თავიდან ბოლომდე უსასრულოდ ამაფრინა. ერთი კვირის შემდეგ როცა სახლში დავბრუნი და მხოლოდ ფოტოები მქონდა შემორჩენილი, მათ ყურებაში შენი სურნელი ვიგრძენი, ჟრუანტელი რომელმაც ელვასავით დამიარა და მალევე მიმავიწყა შენი თავი. ზუსტად ორ თვეში მომიწია ჩამოსვლა სამსახურის საქმეზე და დანახვისას ისევ იმ ელვამ დამიარა მთელს ტანში. ისევ გააღვივა შენმა თვალებმა აიშს გული და გონება. ხელბურთის თამაშის დროს ის შეჯახება და შენი მოხვეული ხელები ახლაც დიდ ადგილს იკავებს ჩეს გონებაში ის უსასრულო ზაფხული. მაშინ გავუმხილე მეგობრებს შენზე და ვერც ბევრ ლაპარაკს ვბედავდი შენზე, მრცხვენოდა ელის რადგან ძმობილი ხარ მისი ეილიული კი მეუბნებოდა რაა აიშე? დარწმუნებული ხარ? რადგან არამგონია შენი შესაფერისი იყოსო ყველაფერი ვიცოდი. შენი დამოკიდებულებაც სიყვარულთან, ჩემთან და ცხოვრებასთან რადგან მუდამ იმეორებდი მე სიყვარული არ შემიძლიაო მაგრამ ყოველ ჯერზე, მაინც ჯიუტად გაინტერესებდა მყავდა თუ არა ვინმე. არა მეთქი მეც გაბრაზებით გპასუხობდი, მაგრამ, ჩემს გაბრაზებას მხოლოდ მე ვხვდებოდი. შენს ყოველ მონაწერზე იმედით ვივსებოდი და მერე ისევ შენვე მიკლავდი ამ იმედს რადგან უგრძნობი და საშინელი ხარ. სული დამისნეულე, ნაფლეთებად მაქციე და მერე ჩემმა მეგობრებმა ფერფლიდან ხელახლა შემქმნეს. ხომ გაგიგია ადამიანის სული მაშინ ავადდება როცა გული იღლებაო ჰოდა მეც ესდაემართა და თერთმეტ სექტემბერს სახლში გავიქეცი. ცრემლები თავისით მოდიოდა და ყველა ის დღე მახსენდებოდა რაც შენს გვერდით გავატარე, მენატრებოდა ყველა ფინჯანი ყავა შენთან ერთად დალეული, მენატრებოდა სამსახურიდან მოსული რომ შემოგვირბენდი ხოლმე და დამთხვევით თუ ძალით მაინც ჩემს გვრერდით ამოყოფდი თავს. მერე ისევ ჩამოვედი ცოტა ძლიერად ვიდექი ფეხზე. ისევ მოხვედი და დამშალე ნაწილებად ისე შემეხე მხარზე ასე მეგონა ის გრძნობა მთელი ცხოვრება თან გამყვებოდა. ისევ წავედი უკვე დიდი ხნით და რომ არ ჩამოვსულიყავი ელი და ეილიული ჩემთან ჩამოვიყვანე ისევ მარტო დავრჩი. ჩამოვედი და მყარად მქონდა გადაწყვეტილი შენი გადაყვარება. ისეთი აღარ იყავი, ვხედავდი, რომ შენთან აღარ ვიყავი, შენს გულში, თვალებში, სულში, იქნებ არც არაზდროსვ ვიყავი. აგიზგიზებული თავალები რომლებიც ლომის თვალებს მაგონებს, დაუსახლებელი ადგილივით მიყურებდა, სხვისი თვალისათვისაც უცხო გახდა. ჩემო ბარიშ, შენი თვალები ორი დიდი დარბაზივით იყო, ჩვენი რომანტიკული კომედია ბედნიერი დასასრულით რომელიც არ იცი. ნეტავ თვალწინ ფილმივით გაგიაროს ყველაფერმა ჩვენი ფილმივით რომელიც თებერვლის სუსხიან ამინდში დაიწყო. ბევრჯერ მოვიდოდი შენს მხართან და ისევ ბევრჯერ შემოგხედავდი არ დავიღლებოდი მაგრამ აზრი დაკარგა ყველაფერმა. რწმენის პერიოდი: ჩიტები სწორედ ამ პერიოდს გადიან თავდაპირველად. მათ არაფრის სჯერათ იმის გარდა რასაც ხედავენ, არადა შეეძლოთ ბრმად ერწმუნათ, გრძნობებს რომლებიც გვამოძრავებს, გზაზე გვაყენებს, ვერ ვხედავთ ვერ ვეხებით მაგრამ მაინც გვჯერა. ზღაპრების რომც არ გვჯეროდეს სიმართლეს გავს და გვწამს სწორედ ეს გზა უნდა გაიარონ ჩიტებმა რომ ფრენა შეძლონ თორემ ვერც წავლენ და ვერც დარჩებიან სანამ არ ირწმუნებენ. მომავლის იმედი აღარ მაქვს, ამიტომაც წარსულის სასიამოვნო მოგონებებს ვებღაუჭები, ოდესღაც შეყვარებული ვიყავი სიყვარულის ყველაზე შვენიერ ისტორიაში ვიცხოვრე რომელიც დამთავრდა. როდესაც შენს გვერდით არ ვიყავი ჩემი სახელი მაინც გესმოდა, ესეიგი არ დაგავიწყდებოდი, თუ მომავალი არ გვაქვს წარსული ხომ მაინც გვაქვს ერთადერთი ეს მამშვიდებსდა ბედნიერებას მგვრის. ჩემო ბარიშ ჩვენი ერთი წლისთავიც კარგად მახსოვს ბევრი დავლიეთ და ისევ ახლოს იყავი ჩემათან ალბათ რომმ მახსოვდეს იმ დღიდან ჩვენი დიალოები ახლა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. წარსული მასულდგმულებს და მომავალზე ფიქრს ნაზად მიკლავს. სადამდეც შევძლებ იქამდე მეყვარები, სადამდეც შემეძლება იქამდე შეგახსენებ თავს, შენი აიშეგიული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.