ნურავის გააღმერთებ!
იცი დეივ, გუშინ შენზე ვფიქრობდი და მიკვირდა საერთოდ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი?! ჩვენ ხომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით. ერთმანეთის სიახლოვეც კი გვაღიზიანებდა . მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ერთმანეთს შევიყვარებდით. ვერც იმას წარმოვიდგენდი თუ უშენოდ ცხოვრება გამიძნელდებოდა და შენით ისეთი შეპყრობილი გავხდებოდი, როგორც რიგითი ნარკომანი. შენთვის კი ალბათ ეს საერთოდაც არ იყო გასაკვირი. ისედაც ხომ მიჩვეული იყავი ბავშვობიდან ყურადღებას ცენტრში ყოფნას. განა მე ვინ ვიყავი შენთვის? ვინ თუ არა მორიგი სტალკერი, რომელიც მუდამ შენს ჩრდილს დაჰყვებოდა. შენ კი ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი და ყველაზე სანუკვარი ოცნება იყავი, რომელიც ვიცოდი, რომ არასოდეს ახდებოდა. მაგრამ,მერე მაინც გამოჩნდი და შენი ნუშისებრი, ოკეანისფერი თვალები შემომანათე. მე კი მასში ისე ჩავიძირე ვერც კი შევნიშნე, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო. მაინც ისე იღომოდი მეგონა მხოლოდ ჩემი იყო ეს ღიმილი. მაგრამ შევცდი ის ჩემი არასდროს ყოფილა. შენი არცერთი ღიმილი მე არ მეკუთვნოდა. არ მქონდა უფლება მათი დასაკუთრების. და მაინც სიცოცხლეს გავიღებდი მხოლოდ ჩემთვის რომ გაგეღიმა ხოლმე, იმ ღიმილით მე რომ ასე მაჯადოებდა. შენ ეს იცოდი და მაინც სხვებს უღიმოდი ზუსტად ისე , როგორც ჩემთვის უნდა გაგეღიმა. ამით ალბათ მანიშნებდი, რომ მე შენთვის არაფერს ვნიშნავდი. მაგრამ მაინც მიყვარდი იმ სიყვარულით, რომლითაც არავინ არასდროს არ უნდა შეიყვარონ! ადამიანის ასე გაღმერთება არ შეიძლება... მე კი მაინც გაღმერთებდი და ეს მაცოცხლებდა. მზად ვიყავი კერპად მექციე და მთელი ჩემი უბადრუკი ცხოვრება შენთვის ისე მომერთმია როგორც ძღვენი, რომელსაც ალბათ შენს თვალში ფასი მაინც არ ექნებოდა. ღვთაებად გთვლიდი,ღვთაებები კი როდი არიან მოწყალენი მოკვდავთა მიმართ. შევცდი, როცა მთელი ჩემი სამყარო შენს ცხოვრებას მოვარგე. შევცდი, როცა მეგონა რომ შენც გიყვარდი, რადგან შენ არ შეგეძლო ვინმე გყვარებოდა. ვერავის შეიყვარებდი ისე, როგორც საკუთარ თავს! ესეც მე გასწავლე , მე გაგაღმერთე და საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო სიყვარული ჩაგინერგე. გეუბნებოდი, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებდი. მაშინ, როცა ასე საერთოდ არ იყო . სიყვარული შენთვის მხოლოდ სამშვენისი იყო, რომელიც შენს ღირსებებს წარმოაჩენდა. იმ ღირსებებს, რომლებიც რეალურად არც კი გაგაჩნდა და რომელთა არსებობაშიც ისევ და ისევ მე დაგაჯერე. ჩემთვის კი სიყვარული მთვარესთან მიახლოების უშედეგო მცდელობებს ჰგავდა. მაგრამ მიხარია, რომ საბოლოოდ მე ჩემი მარცხი ვაღიარე და შენი სიყვარულის ტყვეობიდან თავი დავიხსენი. შენ კი დეივ ახლა მხოლოდ მებრალები, რადგან დღემდე გჯერა, რომ საკუთარი თავის გაღმერთება და ამით ცხოვრება ნორმალურია. ერთადერთი რაც მინდა გულით გისურვო ეს გამოფხიზლება და რეალობის მიღებაა , რომელშიც არ ხარ ისეთი იდეალური როგორიც გგონია. რადგან მჯერა ეს ცხოვრებას გაგიმარტივებს და აღარ იცხოვრებ მუდამ თაყვანისცემის მოლოდინში, რომელსაც ვეღარასდროს ვეღარ მიიღებ, რადგან ერთადერთი სულელი, ვინც თაყვანს გცემდა მე ვიყავი, რომელსაც როგორც იქნა თვალი აეხილა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.