შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე რომელმაც მომპარა კოცნა


27-05-2022, 09:53
ავტორი ნუშისფერი
ნანახია 1 121

გამარჯობა ახალო დღეო, აი ხედავ რა მალე გათენდი? - შენ კიდევ ამბობდი ვერ გავთენდები, აღარ შემიძლია მზის მცხუნვარება ავიტანოო. მე მესმის შენი. რადგან მეც ასე ვარ ხანდახან მბეზრდება მზის სითბო და განუწყვეტლივ სიცივეს ვეძებ. უცნაურია არა? - კარგია რომ ადამიანები არ არიან, ალბათ ჯერ ისევ სძინავთ. მაგას რა სჯობია? უფრო მშვიდად გეტყვი წუხანდელ ამბავს.
გუშინ, შენ რომ წახვედი და ცას მუქი ბინდი გადაეკრა მე და ნოემ ტირიფის ქვეშ გადავწყვიტეთ შეხვედრა.. როგორც იქნა, გამოვაღწიე სახლიდან გულის კანკალით მივდიოდი ტირიფისკენ რომ ნაცნობს არავის დავენახე, ( ისედაც ჭორიკანა ხალხია და იცი შენც. ) როცა ადამიანის ფეხის ხმას გავიგონებდი მოხერხებულად ვიმალებოდი, აჩრდილს ვემსგავსებოდი.. როცა ჩაივლიდა საშიშროება მხოლოდ მაშინ ვაგრძელებდი გზას.
და აი ასე წვალებ - წვალებით მივაღწიე ტირიფებამდე.. ნოე ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა, თან თითებს იმტვრევდა.
- მოხვედი თებე? - როგორ შემაშინე რა არ ვიფიქრე სად ხარ აქამდე? მითხრა და თან ჩამეხუტა.
- ძლივს გამოვაღწიე სახლიდან.. მეშინია არ გამჟღავნდეს ჩვენი ამბავი, ენას ძვალი არ აქვს.
- ვინც რა უნდა ის თქვას, მიყვარხარ თებე.. პრობლემებს მოვაგვარებ და დავქორწინდებით.
- ეგ ყველაფერი ასე ადვილია?
- არ არის ადვილი მაგრამ ჩემი ხომ გჯერა?
- ფეხის პროთეზი საკმაოდ ძვირია, შენ სად გაქვს იმდენი სახსრები რომ ყველაფერს გაუმკლავდე, არ გაშინებ მაგრამ..
ერთხანს ორივე ვდუმდით:
რა მოხდებოდა, ნეტავ იმ უბედურ შემთხვევას ფეხი არ წაერთმია ნოესთვის?
იმ ექიმის სახე არ დამავიწყდება რომელმაც მითხრა :
როგორც ჩანს საშინელ ავარიაში მოჰყვა, შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დაგვჭირდეს. მაგრამ შეიძლება ფატალური შედეგიც დადგეს მოკლედ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთო.
მის მერე არაფერი მახსოვს.
ხოლო ბოლოს ნოეს მოკვეთილი ფეხი დავინახე საშინელება იყო, ისტერიული ტირილი ამივარდა..
- არაუშავს ხომ ცოცხალია? - მამშვიდებდა გული.
- მაგრამ ასეთ ნოეს როგორ უნდა დაუკავშირო შენი ბედი? გონს მოდი თებე, შენ შეგიძლია საკუთარ მომავალს მიხედო.
ეურჩებოდა გულს გონება.
მე კი ორ ცეცხლს შუა ვიყავი არ ვიცოდი რომლისთვის დამეჯერებინა...
მეგობრები რას იტყვიან?
ნათესავები?
ახლობლები?
კარგად დაფიქრდი თებე, ჩამძახოდა შინაგანი ხმა:
ამდენი ფიქრით ლამის გავგიჟდი და ფსიქიატრიულში მოვხვდი..
ბოლოს გადავწყვიტე შემეწყვიტა შეხვედრები, მის ზარებს არ ვპასუხობდი.. რამდენჯერმე ეზოშიც დავლანდე ნოეს აჩრდილი მაგრამ არ გავედი მის სანახავად.
ვფიქრობდი ახალი ცხოვრება დამეწყო
მაგრამ წუხელ შეხვედრა მთხოვა და წავედი..
- ისევ ტირის ტირიფი ნოე?
- ჰო... მაგრამ რაღაცნაირად უხდება სევდა უფრო მიმზიდველს ხდის.
- რანაირი ღამეა, კი მაგრამ თვალთან თითს ვერ მიიტანს ადამიანი, ან რა უნდა დაინახოს ამ უკუნეთ ღამეში?
არ მიყვარს ასეთი ღამეები, გამოუცნობ შიშს მგვრის.
- შენ, მაშინაც შეგეშინდა..
- როდის?
- ექიმმა რომ გითხრა, შეიძლება ცალი ფეხის ამპუტაცია დასჭირდესო არ უარყო, ვიცი რომ გაქცევას აპირებდი. კი მაგრამ რატომ თებე? განა ასეთი საშინელება ვარ? მე ხომ დაუფიქრებლად დაგითმობდი ჩემს გულს.
ჩემი ბრალია ის ავარია მითხარი?
- არა... გაისმა სიბნელეში თან ცრემლები მცვიოდა ღაპა - ღუპით.
მართლა რა მისი ბრალი იყო ავტობუსის მძღოლმა საჭე თუ ვერ დაიმორჩილა.
- მაპატიე... ძლივს გავბედე თქმა.
ნოემ ახლოს მიმიზიდა და ტუჩებთან თავისი ტუჩი მომიტანა..
მაგრამ დახე, ღამემ ამ ულმობელმა ღამემ მომპარა მისი კოცნა..
გრძნობების მორევში ჩაძირულმა თვალი როცა გავახილე იქ ნოე აღარ დამხვდა.
მხოლოდ
მიყვარხარ თებე, ჩურჩულებდა ცრემლმორეული ტირიფი
თან მისი მძლავრი ტოტებით ოქროსფერ თმებზე მეფერებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent