უცნაური სიზმარი...
წყალი ირეკლავს ვერცხლისფერ სხივებს, თითქოს ის მთვარის სულის სარკეა ხის ქვეშ კი ჩრდილში კვლავ სძინავთ ფიქრებს მათ რომ შეჰყურებს მხოლოდ მთვარეა... ნაპირთან ჩამოივლის მუქი აჩრდილი ვამბობ : არ მინდა მარტო დამტოვო! მეც წამიყვანე! ნუთუ შენც გინდა ამ სიბნელეში ობლად დამტოვო?! ის კი მპასუხობს : რად რჩები მარტო? ნუთუ გჯერა, რომ ასე დაგტოვებ? აი იქ, მარცხნივ მუდამ ვიქნები შენში ნაკვალევს მუდამ დავტოვებ... მან გააგრძელა სვლა ნაპირისკენ მე კი შევყურებ დინჯად მიმავალს, მთვარეს ავხედე ცად მოელვარეს თითქოს სიმართლეს ისიც მიმალავს! მე ჩამოვჯექი ტირიფის ძირას ფიქრებმა წამსვე მიაგნეს ჩემს გულს... გაფრენა გინდა! გაფრენა გინდა! ჩასჩურჩულებდნენ უბედურს, ჩემს სულს! მართლაც გაფრინდა! ცისკენ მიიწევს... ეს შეამჩნია მუქმა აჩრდილმა, თავი ჩაქინდრა, მან გზა განაგრძო და შეაშინა დიდმა მანძილმა. მთელი სიმძაფრით ვიგრძენი აწმყო ფიქრებს ჩავხედე ტირიფის ძირას! ეს გავიფიქრე : ღირს მიტოვება?! დავემშვიდობე უცნაურ სიზმარს... დავბრუნდით მე და ჩემი მუზაა <3 რატომღაც უცნაურობები ესიზმრება ჩემს "მუზიკოს" :დ იმედია მოგეწონათ ლექსიი... ველი კომენტარეებს <3 https://www.youtube.com/watch?v=p9JxAQqtxkg (ამ სიმღერის ფონზე "შეიქმნა" ეს ლექსიი :დ <3 ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.