შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ჯადოსნური ჯოხი , რომ გქონოდათ რას ისურვებდით? "


18-07-2022, 00:33
ავტორი Annnaaa
ნანახია 9 437

" ჯადოსნური ჯოხი , რომ გქონოდათ რას ისურვებდით? "

ბავშვობაში სხვების მსგავსად მეც ხშირად მიფიქრია ამაზე. იმაზე თუ რას ვიზამდი ჯადოსნური ჯოხი , რომ მეპოვნა .
უამრავი ნატვრა და ოცნება მქონდა , რომელთა ახდენის შესაძლებლობას მხოლოდ ჯადოქრობის ძალით თუ წარმოვიდგენდი.
რაც ახლა ბავშვურ სისულელედ და ახირებად მიმაჩნია .
ამის გამო არ იფიქროთ , რომ ბავშვებს დავცინოდე, მათი ფანტაზიების და საოცარი წარმოსახვის უნარის გამო.
რა თქმა უნდა ამას ვერ გავბედავ! მე ხომ მათში სწორედ ეს თვისება აღმაფრთოვანებს ყველაზე და ყველაფერზე მეტად!!
უბრალოდ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჯადოსნური ჯოხის ქონაზე არ უნდა მეოცნება, რადგან არასწორია საკუთარ თავს საზღვრები დაუწესო და დააჯერო რომ შენი სანუკვარი ოცნებების ასახდენად რაღაც სულელი არარსებული ჯოხი გჭირდება.
ბედნიერი ბავშვი ვიქნებოდი ეს ადრეც, რომ მცოდნოდა.სულელურ ჯოხზე , ოქროს თევზე და ათას სისულელეებზე ოცნების მაგივრად ვიოცნებებდი იმაზე , თუ როგორ ავისრულებდი სურვილებს ჯადოქრობის გარეშე!

ვინაიდან როცა ვიზრდებით და ბავშვები აღარ ვართ გვიჭირს იმასთან შეგუება, რომ ოცნებები მარტივად ერთი ჯოხის მოქნევით არ ხდება.
ვერც მარცხს ვეგუებით მარტივად.და არც საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა გვესახება სასიამოვნო პროცესად.
რადგან ყველაფერი რთულად გვეჩვენება, ჩვენ ხომ ზღაპრებზე გავიზარდეთ .ზღაპრებზე, რომლებსაც ყოველთვის ბედნიერი დასასრული აქვთ.ამიტომაც ვეძებთ გამუდმებით ბედნიერ დასასრულს , ქვეცნობიერს ხომ ღრმად აქვს ჩაბეჭდილი ზღაპრების გავლენა და ის , რომ სიკეთე ყოველთვის ძლევს ბოროტებას.

მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ზღაპრებს მიღმა მუდამ ასე, როდი ხდება.სიკეთეზე მეტად ბოროტება იმარჯვებს ხოლმე , მაგრამ ჩვენ ამას გვერდს ვუვლით , არ ვიმჩნევთ ან ვცდილობთ მაინც, რომ არ შევიმჩნიოთ.
რატომ? რადგან ეს ჩვენს წარმოდგენებს ამსხვრევს ცხოვრებაზე და მიწაზე გვანარცხებს.მაშინ , როცა ღრუბლებიდან დაშვება არ გვსურს .
რთული და მტკივნეულია ზღაპრებზე გაზრდილი ადამიანების მიწაზე დაშვება .რადგან მაშინ ჩვენი უსუსურობის აღიარება მოგვიწევს.

იმის, რომ გულის სიღრმეში რაღაც არარსებულ , არარეალურ სასწაულს ველით, რომელიც ჩვენს არეულ ცხოვრებას თავისით დაალაგებს ჩვენი ჩარევის გარეშე.რა აბსურდულია არა?მაგრამ მაინც ასეთი აბსურდული სურვილებით ვმოძრაობთ .

რატომ? რადგან ასე ცხოვრება მარტივია!მარტივია არ იბრძოლო, თავს ძალა არ დაატანო,კომფორტის ზონა არ დატოვო.მარტივია სიმარტივით ტკბობა და რეალობისაგან გაქცევა.ბავშვებიც ხომ სწორედ ასე იქცევიან.მათ არ აწუხებთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, არც გლობალური დათბობა და არც კრიმინალის დონე ქვეყანაში.

რადგან მათ ნაცვლად მშობლები იდარდებენ.ეს მათ კარგად იციან და მაქსიმალურად ირგებენ ბავშვობას, ეს ხომ იდეალური მიზეზია უდარდელობისთვის.ბავშვებს ამისთვის არავინ დატუქსავს.რადგან მათ აქვთ უფლება იყვნენ უდარდელები.დიდებს კი არა ! ამიტომაც გვშურს ხოლმე მათი უდარდელობის.

ვინ იცის იქნებ ზღაპრები რომ არა ცხოვრებისგან ამხელა მოლოდინები არ გვქონოდა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent