შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალბუს დამბლდორი-გზა დიდებისკენ თავი 1


6-03-2016, 15:43
ავტორი diana.cherchuki
ნანახია 2 177

ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი დაიბადა 1881 წელს სოფელ გოდრიკ ჰოლოუში. მისი მშობლები იყვნენ პერსივალ და კენდრა დამბლდორები. ალბუსს ასევე ჰყავდა ძმა-აბერფორტი და და-არიანა.
პატარაობიდან ამჟღავნებდა მაგიის გამოყენების დიდ ნიჭს, შეეძლო ჯოხის გარეშე დიდი ჯადოქრობის დატრიალება, რაზეც აბერფორტი ძალიან ბრაზდებოდა და ებუტებოდა ძმას.
დამბლდორის და სქვიბი იყო, ანუ მაგლურად რომ ვთქვათ არ ჰქონდა ჯადოქრობის უნარი, ერთი სიტყვით მაგლურ ოჯახში დაბადებული ჯადოქრის საპირისპირო იყო, ეს ძალიან აღელვებდა კენდრას და არიანა მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა-ჰოგვორტსში არ გაუშვა, სახლში ყავდა და შეძლებისდაგვარად მალავდა მას.

პირველად მიდიოდა ალბუსი ჰოგვორტსში, ეს მისთვის დიდ ემოციებს უკავშირდებოდა, და აი, პატარა ალბუსი შევიდა ოლივანდერის მაღაზიაძი ჯადოსნური ჯოხის შესაძენად. ოლივანდერმა რამდენიმე ჯოხი გამოუტანა:
-მმმ... თუ არ ვცდები ამათგან რომელიმე უნდა იყოს, აი-და ჯოხი მიაწოდა-ეს სცადე ჯერ.-ალბუსმა ჯოხი აიქნია და მასა და ჯოხს შორის თითქოს რაღაც უხილავი კავშირი გაიბა, იქაურობა განათდა და ყველაფერი მილეწ-მოლეწა ირგვლივ. ოლივანდერმა დატეხილ ჯოხებს ყურადღება არ მიაქცია და დამბლდორისკენ დაიხარა:
-შენ რთული გზა გელის წინ ალბუს, მაგრამ იცოდე, რომ ამ ჯოხმა შენ ამოგარჩია, იცი ეს რისი ჯოხია?
-არა სერ, არ ვიცი-მიუგო დამბლდორმა.
-ამაში 2 ურთიერთ საპირისპირო დეტალია, ფენიქსის ბუმბული და დრაკონის გულის ძარღვი, კუნელის ხისაა, მოუფრთხილდი ამ ჯოხს, ძლიერი, მაგრამ საშიში ჯოხია 10 წლის ბიჭისთვის, გაფრთხილებ, რომ ჯოხის გამოცვლა მოგიწევს, ოღონდ ჯერ არა, ეს ძალიან დიდი ხინის შემდეგ მოხდება.გაიგე?
-დიახ სერ-და დამბლდორი განათებული სახით გამოვიდა ოლივანდერის მაღაზიიდან.
მან კარგად იცოდა, რომ ჯადოქარი იყო, იცოდა რომ ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში უნდა ესწავლა, ყველაფერი იცოდა წინასწარ.
პერსივალმა (ალბუსის მამამ) ალბუსი და აბერფორტი 1 სექტემბერს სადგურში წაიყვანა და ჰოგვორტსის ექსპრესში ჩასვა. აქედან დაიწყო ყველაფერი, რამაც საბოლოო ჯამში ალბუსი დიდებულ მაგად, მერლინის ორდენის მფლობელად და დიდგულას ჯოხის პატრონად აქცია.

თუ მოთხოვნა იქნება გავაგრძელებ, ამ ამბებს მთელი 7 თვე ვქექავდი წიგნებიდან და ფილმებიდან, დამიჯერეთ არის ბევრი რამ, რაც ჯერ კიდევ არ იცით ალბუსზე, თუ დაგაინტერესათ აუცილებლად დავდებ, აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ.
პ.ს ,,ეს ის არ არის რაც შენ გგონია"-ს ხვალ დავდებ, თუ გინდათ გავაგრძელო ეს ნაწარმოები, მაშინ დღეგამოშვებით დავდებ, ერთ დღეს ამას, მეორე დღეს იმას :დ და ა.შ



№1  offline წევრი diana.cherchuki

ვაიმე ფოტო რატომ შეიცვალა? no
--------------------
Onlinegirl

 


№2  offline წევრი Thamo :)

საინტერესოა , გგაგრძელე ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება :)

 


№3  offline წევრი diana.cherchuki

Thamo :)
საინტერესოა , გგაგრძელე ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება :)

აუცილებლად გავაგრძელებ, დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3
--------------------
Onlinegirl

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

მეც სიამოვნებით წავიკითხავდი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent